რუსეთის იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილება, დიდი ფული უჯდება რუსეთის ეკონომიკას, გავლენის სფეროების გაზრდისა და შენარჩუნებისთვის, რუსული პოლიტიკური ელიტა, საკუთარი ხალხის ფულს მარჯვნივ და მარცხნივ არიგებს.
უკრაინისთვის გამოყოფილ 15 მილიარდ დოლარს, მალევე მოჰყვა ბელორუსიული მოთხოვნა.
ბელორუსიის ცენტრალური ბანკის განცხადებით, რუსეთთან მიღწეული 2 მილიარდი დოლარის კრედიტის შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა ამ კრედიტით გათვალისწინებული პირველი პარტია, 450 მილიონი დოლარი, უკვე გადარიცხა მათ ანგარიშზე და დანარჩენ ნაწილსაც დეგეგმილ ვადებში ელიან.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი რუსული კაპიტალის ოდენობას ბელორუსიაში 5,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ.
08.01.14