• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ მუშაობდა და რას კრძალავდა საბჭოთა ცენზურა?

8 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
როგორ მუშაობდა და რას კრძალავდა საბჭოთა ცენზურა?
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საბჭოთა შვიდი ათწლეული და საქართვველო, როგორც ამ კავშირის წევრი – თაროზე შემოწყობილი სიმართლე კადრად, ფურცლად და მელოდიად. კულტურა, ხელოვნება, რომელსაც ავტორები საბჭოთა პერიოდში ქმნიდნენ და რომელიც საზოგადოებამდე ვერ აღწევდა, რადგან ეს ცენზორის ინტერესებში სულაც არ შედიოდა. ამ მხრივ, კავშირის ინტერესებზე “თბილისი თაიმსს” უშიშროების არქივის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია ესაუბრა:

უნდა დავიწყოთ იმით, რომ, მაშინ, მთელი რიგი დეკრეტი და დადგენილება იქნა გამოცემული. მაგალითად, 1917 წელს გამოიცა ორი დადგენილება. პირველი მათგანი იყო ბეჭდვის შესახებ – 470-მდე ოპოზიციური გაზეთი აიკრძალა. ნოემბერში კი გამოიცა დეკრეტი “განცხადებები ბეჭდვის მონოპოლიის შესახებ”, რაც ნიშნავდა იმას, რომ, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ყველაფერი, რაც კი ქაღალდზე იბეჭდებოდა, გადადიოდა სახელმწიფოს ხელში.

1919 წლის მარტში, უკვე ჩნდება კანონპროექტი კონტროლის შესახებ – ვისაც სტამბა ჰქონდა, ვისაც წერა და ბეჭდვა უნდოდა, ვერაფერს აკეთებდა – ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებდა. ამავე წლიდან, თუკი  ვინმეს კერძოდ ჰქონდა კინო-და ფოტო სტუდია, ასევე სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა. უკვე 1921 წელს აიკრძალა ანტისაბჭოური ნაწარმოებები.  1922 წელს კი განსაკუთრებული კონტროლი წესდევა მწერლებისა და პროფესორების მიმართ და მათ აძევებენ ქვეყნიდან, თუკი შეატყობენ, რომ ისინი არ არიან საბჭოთა ხელისუფლების მომხრეები. უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში კონტროლდებოდა ნებისმიერი ნაწარმოების/პიესის აღმოცენება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის 1922 წლის კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის ცენზურა გაერთიანდა. ამ პერიოდში, იყო ცენზურა მუსიკაზე, ლიტერატურაზე – ზოგადად, კულტურაზე. ამ დროს არსებული ყველა ცენზურა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთი ცენზურა.

ამას მოჰყვა რეპერტუარზე კონტროლი 1923 წლიდან – კონტროლი შინაარსზე: რა შინაარსის არის ნაწარმოები, რომელიც იქმნება? გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა გაკონტროლებულიყო შინაარსი.

ამ პერიოდში, არსებობს ფორმულა, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნება – საბჭოთა ხელოვნება უნდა იყოს ფორმით ნაციონალური, შინაარსით – სოციალისტური. 1924 წელს იქმნება სახ. კინო. ეს იმას ნიშნავს, რომ, უკვე ცენტრალიზებულად, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს ნებისმიერი ფილმის ბიუჯეტს, შინაარსს, შემოქმედებით ჯგუფს…

რა ფილმები იყო აკრძალული?

აკრძალული იყო ფილმები, რომელთა შინაარსიც, ოდნავ მაინც, ადამიანებს მოუწოდებდა ანტისაბჭოთა განწყობებისკენ.  საბჭოთა პერიოდში, ქართული კინემატოგრაფია იყო პროდუქტიული, რადგან ბოლშევიკებმა კარგად იცოდნენ კინოს და ზოგადად მედიის ძალა. მათ ხელოვნება პარტიის სამსახურში ჩააყენეს.

ლიტერატურაში ბულგაკოვის რამდენიმე პიესა და ნაწარმოები იყო აკრძალული. განსაკუთრებით – “ოსტატი და მარგარიტა”.   აკრძალული იყო პუშკინი, ივან ილიჩი. თუკი პიესა აიკრძალებოდა, ბუნებრივია, ვერც ფილმს გადაიღებდნენ. ბორის პასტერკანის “ექიმი ჟივაგო” იყო აკრძალული. განსაკუთრებული ცენზურა მოქმედებსა ნანა ახმატოვაზე. ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმაზე” საუბარიც ზედმეტია.

მინდა, გამოვყო კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”. ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს საბჭოთა მთელი მექანიზმი – რა იყო ის ფორმულა, რის მიხედვითაც მუშაობდა ბიუტოკრატიული აპარატი. ბუნებრივია, როცა ამ ფილმს ნახავდა ცენზორი, არავის მისცემდა უფლებას, რომ ის ფართო საზოგადოებას ეხილა. მიხეილ კალატოზიშვილის რამდენიმე ფილმი იყო აკრძალული. უნდა ვახსენოთ ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო”. ასევე – ოთარ იოსელიანის “აპრილი”.

აკრძალულები იყვნენ ისეთი დიდი ავტორები, როგორიც იყო სერგეი ეიზენშტეინი. ის ფაქტი, რონ ადამიანმა გადაიღო საბჭოთა კავშირისთვის მისაღები ფილმი,  იმას არ ნიშნავდა, რომ მას მისცემდნენ უფლებას, შემდგომ ცოტა სხვა შინაარის ფილმი გადაეღო. “ივანე მრისხანის” მეორე ნაწილი მანამ არ გამოვიდა ეკრანებზე, სანამ სტალინი არ გარდაიცვალა. ეს მოვიყვანე იმის მაგალიღად,  რომ, დიდ ნაწარმოებებსაც კი, საბჭოთა კავშირი ბლოკავდა. ზოგიერთ ფილმს, საერთოდ, წვავდნენ კიდეც.

ავტორი:მარიამ ტიელიძე

Share6Tweet4

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

8 years ago

პრემიერი – მთის კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში

9 years ago

ილია მეორე საპატრიარქოს ტელევიზიის გათიშვაზე დავით უსუფაშვილს მიმართავს

13 years ago

ნოდარ ხადური: “ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, საქართველო სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა”

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by