• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია გაიხსნა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თბილისში პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით და დაფინანსებით, თემაზე – „კვლევითი მიმართულება ძლიერი პარლამენტებისთვის“ ზამთრის აკადემიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის კვლევით მიმართულებებზე პრეზენტაციები და ლექციები გაიმართება.

ზამთრის აკადემიის პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში, აპარატის ხელმძღვანელმა, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ტრენინგების კურსის ჩატარების ფინანსური მხარდაჭერისთვის GIძ-ის როლი და ჩართულობა განსაკუთრებულად აღნიშნა.

„დღეს ერთგვარად ისტორიული დღეა, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის პირველი ზამთრის აკადემია იხსნება, რომელიც ტრადიციული გახდება. აღსანიშნავია, რომ იგი რეგიონის ექვსივე ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის და უკრაინის კვლევითი მიმართულების თანამშრომლებს აერთიანებს. ღონისძიება „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში ტარდება და მას დასაბამი 2018 წლის სექტემბერში მიეცა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთა ქსელი დაფუძნდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების ჩატარებაში განსაკუთრებულად აქტიურად არის ჩართული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგი, რომლის წარმომადგენლები და ექსპერტები სასწავლო პროცესს წარუძღვებიან და რომლებიც აკადემიის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ღონისძიებას ჩემთან ერთად ხსნის სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალდანიშნული აპარატის ხელმძღვანელი და ჩვენ ერთობლივი მოლაპარაკებების ფარგლებში შევთანხმდით, რომ სწორედ თბილისში სიმბოლურად გაგვეხსნა ზამთრის აკადემია. მოგილოცავთ პირველი ზამთრის აკადემიის გახსნას და საინტერესო სამუშაო პროცესს გისურვებთ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, რადგან ერთობლივი ძალისხმევით ბევრი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით სომხეთის ეროვნული ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ტიგრან გალსტიანმა და GIძ-ის წარმომადგენელმა, თამარ ზოდელავამ მიმართეს. გამომსვლელებმა ზამთრის აკადემიის გამართვის მნიშვნელობასა და პარლამენტის ეფექტურად საქმიანობისთვის სატრენინგო კურსის თემებზე ისაუბრეს.

ზამთრის აკადემიის ფარგლებში, 11-15 თებერვალს, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, თემატური ტრენინგების კურსს გაივლიან და კვლევითი მიმართულებებზე გერმანიის გამოცდილებას გაეცნობიან. კურსის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას

8 years ago
საერთაშორისო გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით „მწვანე კვირეულის“ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

საერთაშორისო გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით „მწვანე კვირეულის“ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

12 years ago
სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

7 years ago
უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დაინიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დაინიშნა

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by