9 საათის წინ
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
10 საათის წინ
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
1 დღის წინ
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
1 დღის წინ
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს
3 დღის წინ
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ახალგაზრდები ჩაითრიონ.

„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე – ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე – კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და პოლიტიკურად მომგებიან შეფასებას.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები კი არის ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს არავის, რომ ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება დამრღვევს“, – განაცხადა გახარიამ.

Please follow and like us: