• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქრისტინე უბილავა- რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის?

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქრისტინე უბილავა- რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საკმაოდ დიდი შესაძლებლობებს აძლევს გაეცნონ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გახდნენ კიდევ უფრო დამოუკიდებელნი, ამასთანავე, დარწმუნდნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და შეადარონ საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამა სხვა ქვეყნის პროგრამებს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ქრისტინე უბილავას ესაუბრა, რომელიც მოგვიყვება პოლონეთში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ემოციების შესახებ.

პირველ რიგში, მოგვიყევი როდის გადაწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა და რამდენად შეგიწყო უნივერსიტეტმა ხელი?

მეორე კურსის მეორე სემეტრში დავიწყე მზადება გაცვლითი პროგრამისთვის. მზადება რამდენიმე ეტაპისგან შესდგებოდა, თითოეულ ეტაპს კი თავისი სირთულე გააჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი სანამ სასიხარულო ამბავი არ შემატყობინეს, ის, რომ ჩემს ოცნებას სულ მალე ფრთები შეესხმებოდა და მე შევძლებდი ახალი გამოწვევების წინაშე დავმდგარიყავი.

აბიტურიენტობის პერიოდიდანვე ჩემთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომცემდა ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა ურთიერთშეჯერებითაც მე შევძლებდი მომეხდინა ჩემი მიზნის რეალიზება რეალურად და ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილად. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  აკავშირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან. უაღრესად დიდ მნიშნვნელობას ატარებს ის ფაქტი, რომ  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის მაღალ დონეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ რომ გაცვლითი პროგრამით განათლების მიღება წარმოადგენს. თავიდანვე მქონდა გაანალიზებული, რომ კონკურენტუნარიანად ყოფნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამისთვის მომიწევდა გავსცდენოდი საქართველოს ფარგლებს, რადგან დამატებით მიმეღო საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლება. ამ ყოველივეში ხელი კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შემიწყო.

 შეინიშნება თუ არა განსხვავება ინფრასტრუქტურის მხრივ?

განსხვავება ინფრასტრუქტურის მხრივ, რა თქმა უნდა, შესამჩნევია. დავიწყოთ იმით, რომ ლოძის უნივერსიტეტში თითოეულ ფაკულტეტს თავისი კამპუსი აქვს, რომელიც არის უაღრესად მოდერნიზებული. თვალშისაცემია სტუდენტებზე მორგებული გარემო, რის საფუძველზეც ნებისმიერი გაცვლითი პროგრამის სტუდენტისთვის გარემოსთან ადაპტირება უფრო და უფრო მარტივი ხდება.

 რას გვეტყვი სწავლის პროცესსა და ხარისხზე? შეინიშნება თუ არა განსხვავება ლექციების მიმდინარეობებს შორის?

ქართულსა და პოლონური განათლების სისტემებს შორის რიგ მსგავსებებსა და განსხვავებებს ვხვდებით. დავიწყებ მსგავსი ფაქტორებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისევე როგორც ლოძის უნივერსიტეტში გვასწავლიან მაღალკვალიფიციური, თავიანთი საქმის პროფესიონალი, კომუნიკაბელური, მეგობრული ლექტორები, რომლებიც მუდამ მზად არიან ნებისმიერ საკითხში გაგიწიონ დახმარება და არა მხოლოდ „სტუდენტურ-ლექტორული“ რჩევები მოგვცენ, არამედ ცხოვრებისეული, რომელიც, ჩემი აზრით,  აგრევე ძალიან დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფსიქიკის ფორმირებაში. რაც შეეხება განსხვავებებს, ლოძის უნივერსიტეტში ლექტორები, ფაქტობრივად, ფასილიტატორების როლს ასრულებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ ლექციას დისკუსიის სახე მისცენ, რაც აქტიური ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის სტიმულს გვაძლევს. ყველა ლექტორი მზადაა ნებისმიერ დროს დაგეხმაროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოგახვევენ საკუთარ აზრს, რადგან მათთვი სყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. სემინარებსაც სწორედ ამგვარი სახით ვაბარებდით ლექტორებს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვეცნობით, თვითონვე ვახდენთ წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას და ლექციაზე კი ლექტორი მოდერატორის მსგავსად დისკუსიას ისეთნაირად წარმართავს, რომ ყველა სტუდენტს მოანაწილეობის სურვილი უჩნდება.

მახსოვს ერთ-ერთი ზეპირი გამოცდის შემდგომ ბატონმა Jacek Chlebny-იმ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლავთ პოლონეთში, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა მის სალექციო კურსში აქტიური ჩართულობისთვის. ამ ფაქტმა უაღრესად გამაოცა, ვინაიდან მსგავს ფაქტს საქართველოში არ შევსწრებივარ და გამახარა, რადგან დავრწმუნდი იმაში, რომ შრომა ადრე თუ გვიან ყოველთვის დაგიფასდება, მთავარია ამისთვის მაქსიმალურად დაიხარჯო. აგრეთვე გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ცდილობდა უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს ყველანაირ აქტივობაში მიეღო მონაწილეობა. მონაწილეობა მივიღე არაერთ კონფერენციაში, ტრენინგში, საჯარო ლექციებში, რომელშიც მიღებული გამოცდილებით შევძლებ დასახული სხვა მიზნების რეალიზებას.

 ორიოდე სიტყვით მოგივყევი შენს სამომავლო გეგმებზე

დღევანდელი გადმოსახედიდან, გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის დრო მომცემს შესაძლებლობებს თავი დავიმკვიდრო შრომის ბაზარზე, როგორც დამოუკიდებელმა, კონკურენტუნარიანმა, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურმა პიროვნებამ. ვფიქრობ ზემოხსენებული უნარები და გამოცდილება ძალიან დამეხმარება ჩემი სამომავლო გეგმების განხორციელებაში.  მინდა გავხდე მაღალკვალიფიცური, საკუთარი საქმის პროფესიონალი  იურისტი, რომელიც შეძლებს დასახულ მიზანს ყოველთვის პირნათლად მიაღწიოს, მიუხედავად დიდი შრომისა და გარჯისა. ვინაიდან წარმატების მიღწევა შეუძლებელია ეკალ-ბარდიანი გზის გაუვლელად.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Tags: სწავლა საზღვარგარეთქრისტინე უბილავა
Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის

7 years ago
ოთარ დანელია თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას პასუხობს

ოთარ დანელია თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას პასუხობს

11 years ago
ირაკლი კობახიძე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ

ირაკლი კობახიძე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ

8 years ago
შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by