„გლდანი მოლში“ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტის საწყობის თანამშრომელი 37 წლის კაცი მოლში მდებარე აფთიაქში არტერიული წნევის შესამოწმებლად შევიდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.












