• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

????????????????????????????????????

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2019 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა და სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, გამოკვეთა ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი მავნე ნივთიერებები და მათი წყაროები, შეაფასა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა და შედეგებზე რეაგირების მექანიზმი.

როგორც საკითხის შესწავლამ გამოკვეთა, მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა, რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს:

  • პრობლემურია, რომ ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა; არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა; არ იზომება ჰაერში ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის შეფასების პროგრამის ასამოქმედებლად მუშაობს
  • მავნე ნივთიერებებთან: გოგირდის დიოქსიდთან (SO2), აზოტის დიოქსიდთან (NO2), აზოტის ოქსიდებთან (NOx), ნახშირბადის მონოქსიდთან (CO) ერთად, განსაკუთრებით სახიფათოა მტვრის ნაწილაკები (PM10, PM5), რაც გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება. საბოლოო ჯამში, ამ ნივთიერებათა სიჭარბე ზრდის ინსულტის, სიმსივნეების, რესპირატორული, კარდიოვასკულარული, ღვიძლის, თირკმლის და ფილტვის დაავადებების რისკს
  • ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა (45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია) ამძიმებს. 2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა
  • შსს–ს არ აქვს ისეთი მანქანების გამოვლენის ეფექტური მექანიზმი, რომელთაც, ერთჯერადი ხელოვნური ჩარევის შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც აფრქვევს მავნე ნივთიერებებს
  • დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
  • რაც შეეხება საწვავის ხარისხზე განხორციელებულ მონიტორინგს, 2016 წელს სინჯები აღებული და შეფასებული იქნა მხოლოდ 9 ავტოგასამართი სადგურიდან, ხოლო 2017 წელს – 18 სადგურიდან, რაც ძალიან მცირე რიცხვია. მართალია, 2018 წელს შემოწმდა 143 ავტოგასამართი სადგური, თუმცა მათგან 136 ობიექტიდან აღებული იქნა მხოლოდ ბენზინის სინჯები და მასში მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, არც გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეიძლება იქნეს მიჩნეული ეფექტური ზედამხედველობის ფორმად.
  • სამშენებლო პროცესში მყარი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევას განაპირობებს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: დემონტაჟი, ბეტონის, ბურღვა, ქვიშის დაყრა, შედუღება, შეუფუთავი სამშენებლო მოედნებიდან მტვრის გაფრქვევა და სხვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ერთის მხრივ ამ პროცესის მკაცრი რეგულირება და მეორეს მხრივ დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის.

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამ დრომდე დანერგილი არ არის სამეწარმეო საქმიანობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის ქმედითი ბერკეტები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ, ხოლო ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი ცალკეული სანქციები ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას.

მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში დაახლოებით 8 მ2-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში 5-6 მ2-ს, თბილისში კი დღემდე არ არის განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ძირითადად 25 მ2-ს აღემატება.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს  პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

9 years ago
“ჩემი სამწუხარო პროგნოზია, რომ საომარი მოქმედებები კიდევ გაგრძელდება” – ანალიტიკოსი

“ჩემი სამწუხარო პროგნოზია, რომ საომარი მოქმედებები კიდევ გაგრძელდება” – ანალიტიკოსი

5 years ago

დავით დარახველიძე: “ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი შემუშავდა”

12 years ago
ხვალ ეკონომიკური ფორუმი თემაზე – „5 ტყუილი და 1 სიმართლე ლარის გაუფასურებაზე“ გაიმართება

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

10 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by