• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისური ისტორიები

8 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
თბილისური ისტორიები
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მხატვრული შედარება რომ მოვიყვანოთ, თბილისი ქვეყნის გულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოსავლურ სამყაროში თბილისს “სახლი სიხარულისა” შეარქვეს. “თბილისი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, ერთი, თუნდაც ვრცელი წერილი რომ ვერ დაიტევს”, – აღნიშნავს ბატონი გიზო.
ალბათ მიგვიხვდით, “პაემანი” ძირძველ თბილისელთან და თბილისის მეხოტბესთან გიზო ნიშნიანიძესთან გვექნება.

თბილისური მეგობრობა
თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში, რუსთაველის გამზირზე ჩხუბისა და წაკინკლავების უფლებას არავინ მოგცემდა. სადაც კი ამის უფლება ჰქონდა 10-12 წლის ბიჭებს, რატომღაც “თინეიჯერები”

რომ შეარქვით და ადრე არაჩვეულებრივი სიტყვა, “ყმაწვილი” ერქვათ, აფრთხილებდნენ, ჩხუბის დროს ცხვირში არ დაარტყა, თვალში არ დაარტყაო… რაღა რჩებოდა? – მხოლოდ სიყვარული.

თბილისელი ძველი ბიჭი იყო რეზო ბალავაძე – ერთ-ერთი პირველი ყოჩი. მუსკომედიის თეატრის წინ სატელეფონო ჯიხური იდგა. ავტომატზე მიწერილი ჰქონ

და: “შუხურის” შემთხვევაში ჩემთან დარეკეთ” და ნომერი ჰქონდა მითითებული. თუ დაურეკავდნენ, აუცილებლად მივიდოდა და მტყუან-მართალს გაარჩევდა. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ჩხუბი თბილისში დამეგობრებით მთავრდებოდა.

მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა… დაუნდობლები გახდნენ ადამიანები… მეგობრის გამო ხშირად გავხვეულვარ შარში. ჩემ გამოც ხშირად შეწუხებულან. ერთხელ, მოსკოვის მეტროში მოვხვდი. ავდიოდი თუ ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ავარდნილ ბიჭებს შევეჩეხე. მათ ფეხი დამიდეს. მოკლედ, ბევრნი იყვნენ და დამჩაგრეს. ამ დროს ულამაზესი ახალგაზრდა გამოჩნდა.

ჩემი მეგობარი გახლდათ, კარლო იმედაძე. ათივე თავდამსხმელი გალახა და აქეთ-იქით მიყარ-მოყარა.
ჩემი უახლოესი მეგობარი? – პოეტი რომ გავხდი და “პაემანი ვერაზე” დავწერე, ნიაზ დიასამიძის დამსახურებაა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, იმდენად მინდოდა მისი მოგონება, ლექსის გარდა, სხვა ფორმა ვერ მოვიგონე. თემურ ჩირგაძე, ანუ “ჩირგო” მოგვიანებით აღმოვაჩინე. მანამდეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ნიჭიერება გვიან გამოამჟღავნა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, გული დამწყდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სიტყვა არ მქონდა მასზე დაწერილი.

ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. ერთადერთი, რაც შევძელი, სიტყვები იყო, რომელიც ფურცელზე გადავიტანე: თუ სიკვდილმა თემურ ჩირგაძის ფასი იცის, ალალი იყოს-მეთქი.

ძალიან მინდა ქართლოს კასრაძე გავიხსენო. ისე ვერ დააფასეს. წერა გაცილებით ადრე დაიწყო. უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. პირადად, შეიძლება ბევრი ადამიანი გამინაწყენებია, მაგრამ ქართლოსი… იმდენად კეთილშობილი იყო, ერთი კაცისთვის არ მიუყენებია ტკივილი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის თბილისის გამხიარულებას ცდილობდა.

თბილისური იუმორი
ახლა, სახუმაროა თუ არა, ყველაფერზე ღლაბუცობენ. ასეთი დამოკიდებულებით იუმორს მარილი დაუკარგეს. ახლა ჩვენებურ იუმორს გავიხსენებ: დედაბერი მოდიოდა ქუჩაში. კაბა კი სუფთა ეცვა, მაგრამ ძველი იყო და ალაგ-ალაგ ნაკერები დაედო. გზად თბილისელი კინტო შემოხვდა და ქალს შესძახა: ვაჰ, დედი, ალაგ-ალაგ გაგიმარჯოსო. დედაბერმა კი მიუგო: იცოცხლე, შვილო, დღეგამოშვებითო.

რომელი ერთი გავიხსენო. აკი გითხარით, ყოველი ჩვენგანი რაღაცით ნიჭიერი იყო. მაგალითად, ხშირად ვიხსენებთ ნიაზ დიასამიძეს, რომელიც იუმორით გამოირჩეოდა. ნიაზისნაირი იუმორი ლამის ათ კაცში ერთს ჰქონდა.

ახლა დაიქსაქსნენ ადამიანები და იუმორიც დაუნდობელი გახდა. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ამ ოთახში ჩაკეტვა და მუშაობაა. როცა მიხარია, წერა მინდება. მწუხარებასაც მუშაობით ვიმსუბუქებ. რაღა დამრჩენია, 83 წლის გახლავართ და ხშირად მითქვამს – “დრო მკლავს და დროს ვკლავ”…

თბილისური სიყვარული
იყო დრო, როცა გოგონებისა და ვაჟების კლასი გაყოფილი იყო. ამიტომ, სრულიად სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის. საოცარი რიდი გვქონდა ერთმანეთის. ვატარებდით განსაკუთრებულ ემოციას და ასეთივე ემოციური სიყვარულით გვიყვარდებოდა. ამ გრძნობისთვის რაღას არ ჩავდიოდით.
გურამი ლევან ასათიანის შვილი გახლდათ, – მამამისზე არანაკლები კრიტიკოსი. ნანი ბრეგვაძე უყვარდა. უნდოდა, გრძნობა გამოეხატა და ასეთი რამ მოიფიქრა: იყიდა ყვავილები და კოშკურა ამწეს მექანიკოსს მეოთხე სართულამდე აყვანა სთხოვა. ფანჯარაში მიართვა ნანის ყვავილები.

რატომღაც, ხშირად ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიას ვიხსენებ. მას გულიკო კასაბაშვილი უყვარდა. ნიაზი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, “საჩუქრად” საყვარელ ქალს ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანა.


ყველაზე ლამაზი

ყველაზე ლამაზი? – ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას “შავ ბრილიანტს” ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო. ბედი ისეთ მამაკაცს დაუკავშირა, ალალი იყო მისთვის. დათკა გამრეკელის ცოლი გახდა. ახლა ერთად განისვენებენ. არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა დიდი სიყვარული… და, საერთოდ, არ ვიცი ლამაზმა ქალმა როგორი სიყვარული იცის. ძალიან ძნელია… არ იცი, ეს სილამაზე და სიყვარული რამდენს გაუნაწილო.

ლამაზი იყო ლია სარიშვილი… ოოოო… ჩვენი თბილისის სექსსიმბოლო გახლდათ. ის რომ მოდიოდა, “ვვაჟკაცდებოდით”. ვაჟები ეგზალტირებულები ვხდებოდით. ძალიან ლამაზი, ცისფერი, მიბნედილი თვალები ჰქონდა, სავსე მთვარესავით სახე. ახლა კი სხვა ფორმებია მოდაში, მაგრამ… ქალი ულამაზეს ფერებში იყო გადაწყვეტილი, ისეთში, კარგი მხატვარი აკვარელითაც რომ ვერ მოხატავდა. ჰქონდა ძალიან ლამაზი სხეული, კვიცივით იყო. თვალებით ვაშიშვლებდით, ვერანაირი სამოსი ვერ ფარავდა.

ახლა ასაკოვანი ქალბატონია. ძალიან მინდოდა “პაემანი ვერაზე” მიმეწვია, მაგრამ უარი შემომითვალა.

თბილისური ეზო
რაის იტალიური… მე თბილისური ეზო ვიცი. რა შეედრებოდა მას. მეზობლებში რა საჭმელი კეთდებოდა, სუნით ვიგებდით. აბეზარი ბავშვი გახლდით, საიდანაც კარგ სუნს ვიყნოსავდი და საითკენაც ცხვირი გამიწევდა, იმ ოჯახში მივდიოდი. მერე სადილზე მპატიჟებდნენ.

ზემელზე ვცხოვრობდი. აივანზე დედას “ვიშნიოვკა” ჰქონდა ჩამოკიდებული. ერთხელ უფროსი თაობის ჩეკისტმა ჩამოიარა და ამ “ვიშნიოვკას” იარაღი დაუმიზნა. ერთი მეზობელი მყავდა, მეტსახელად “ჯაბახანა”. “ჯაბახანამ” მას მაუზერი ჩამოაწევინა: არ გინდა, აქ ჩვენი ძმაკაცი ცხოვრობსო. ეს “ჯაბახანა” დიდი ავარდნილი და ყომარბაზი ვინმე გახლდათ, ისეთი, “შავებს” რომ ეძახიან. სინამდვილეში, მიხეილ ჯავახიშვილის დისშვილი თუ ძმისშვილი იყო. გავიდა დრო, მიიღო კარგი განათლება, გახდა დოქტორი და ცხვრის ახალი ჯიშიც კი გამოიყვანა.

არ შემიძლია ჩემი მასწავლებელი ვარო ვარდიაშვილი არ გავიხსენო. მან გზა გამინათა და გადამარჩინა: სკოლიდან მაგდებდნენ. სამასწავლებლოსთან ატუზული რომ დამინახა, მკითხა: “ბიჭო, შენ კიდევ აქ ხარ?” მერე შევიდა სამასწავლებლოში და მასწავლებლებს უთხრა: სად უშვებთ ბავშვს, გამოდის, ვერ მოვერიეთ და მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთო. ჩემი მომავალი სწორედ ამ ქალბატონმა განსაზღვრა. მას ნარკვევიც კი მივუძღვენი – “ვერა და ვარო”.

კარგი და ლამაზი ბავშვობა გავატარე. თუმცა, ომის პერიოდი იყო და ბავშვები ადრე დაგვაკაცა. ახლაც თვალნათლივ მახსოვს შაქრისა და კარაქის რიგები. ფარდულის კარზე პატარა სარკმელი იყო. იქ ხელს ჰყოფდი, სადაც შენს ულუფას გიდებდნენ.

მოგეხსენებათ, ძალიან აბეზარი ბავშვი ვიყავი და ამ რიგებსა და უბედურებაში მოვნახე გამოსავალი: ხელებზე სხვადასხვა ფერის ხელთათმანს ვიკეთებდი და როგორც “სხვადასხვა” ადამიანს, ორი კაცის ულუფას მაძლევდნენ.

არასდროს დამავიწყდება ნავთის რიგში ჩადენილი საქციელი. რიგში მდგარ ადამიანებს თავ-თავისი ნომრები ეწერათ ხელზე. იმდენად მიიზლაზნებოდა დრო, რიგში მდგარებს თვალზე რული ეკიდებოდათ. ერთხელ ვერ მოვისვენე და ერთ ჩაძინებულ ბერიკაცს ნომერი შევუცვალე. უცებ მოხუცმა თვალი გაახილა და მითხრა: არა გრცხვენია, მოხუც ადამიანს ნომერს მპარავ… არ შეიძლება, ბაბუ, მოხუცს სითბო წაართვაო. ეს სიტყვები დღესაც ყურში მიდგას…

მაშინდელი თბილისი? – იყო გაცილებით გაჭირვებული, დამშეული, გაყინული, ჩაბნელებული, სურსათის უსასრულო რიგებით, მაგრამ გვიყვარდა-მეთქი ერთმანეთი… სიყვარულმა გვიხსნა, გადაგვარჩინა და გაგვაძლიერა, მხოლოდ სიყვარულმა!

წყარო: kvirispalitra.ge

Share8Tweet5

ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო
ახალი ამბები

3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

11/17/2026
რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები
ახალი ამბები

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ – ახალი დეტალები

11/12/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

11/12/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

საინტერესო

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 298 მილიონი ლარია

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 298 მილიონი ლარია

9 years ago
პრემიერმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

პრემიერმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

10 years ago
„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც  უკრაინას დავსხმივართ თავს“ – სერგეი ლავროვი 

„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს“ – სერგეი ლავროვი 

5 years ago
“კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა” – სასტუმროს წარმომადგენელი

“კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა” – სასტუმროს წარმომადგენელი

3 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by