• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნაფიცმა მსაჯულებმა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული,დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში

7 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ნაფიცმა მსაჯულებმა ხადას ხეობაში  სმიტების ოჯახის სამი წევრის  მკვლელობაში ბრალდებული,დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორის ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დაუჭერს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, აბსოლუტურად ყველა წარდგენილ ბრალდებაში მალხაზ კობაური ცნობილი იქნა დამნაშავედ და ხაზგასასმელია, რომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს ერთხმად. აქვე მინდა განვმარტო, რომ ბუნებრივია, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე იმ დღიდან, როდესაც პასუხისგებაში მიეცა მალხაზ კობაური, აღნიშნავდა, რომ საქმეზე მოპოვებული იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მალხაზ კობაურმა“,- განაცხადა ზაზა დათუკიშვილმა.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თითოეულ წევრს, ამ შემადგენლობას, ვინაიდან მართლაც ღირსეულად შეძლეს და შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და საამაყოა, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ასეთი ღირსეული წევრები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომაზე დაცვის მხარემ შესთავაზა ნაფიც მსაჯულებს ალტერნატიული ვერდიქტი, რომელიც გულისხმობდა, რომ კობაური გამართლებულიყო ჩვენ მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და გამტყუნებულიყო დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რადგან დაცვის მხარე ავითარებდა ვერსიას, რომ თითქოს ის მხოლოდ შეესწრო ამ დანაშაულს, ხოლო მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ბუნებრივია, დაცვის მხარის მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა გამამართლებელი ვერდიქტი, ხოლო ამის შემდეგ მათ ერთხმად ცნეს დამნაშავედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში“- აღნიშნა პროკურორმა.

ზაზა დათუკიშვილის თქმით, სასამართლო სასჯელს ოთხშაბათს გამოაცხადებს.

„რაც შეეხება სასჯელის ნაწილს, 27 მარტს, 12:00 საათზე ჩანიშნულია სასჯელის დანიშვნის სხდომა, სადაც მოსამართლე გამოაცხადებს სასჯელს. ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, მოტივი ამ დანაშაულის არის შეუწყნარებელი და გაუგონარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას”,- განაცხადა პროკურორმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Tags: მალხაზ კობაურინაფიცმა მსაჯულებისმიტების საქმეხადას ხეობა
Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

7 years ago
ზუკა ხუციშვილი: არ არსებობს სიტყვა, რაც შეიძლება, დავარქვა მუსიკას

ზუკა ხუციშვილი: არ არსებობს სიტყვა, რაც შეიძლება, დავარქვა მუსიკას

6 years ago
რესტორანი “რეტრო” 15-ვე თანამშრომელმა დატოვა

რესტორანი “რეტრო” 15-ვე თანამშრომელმა დატოვა

3 years ago

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by