• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის გარემოს დაბინძურების პრობლემა- რა საფრთხის წინაშე დგას ქალაქი

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის გარემოს დაბინძურების პრობლემა- რა საფრთხის წინაშე დგას ქალაქი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ითვლებოდა, რომ ნარჩენი არის ყველაფერი ის, რასაც თითოეული ჩვენთაგანი აღარ ვიყენებთ ყოფაცხოვრებაში, აღარ გვჭირდება, აღარ ვარგა გამოსაყენებლად და რასაც, უბრალოდ ვყრით ან ვიშორებთ თავიდან. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, ვინაიდან წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა ნარჩენის სახით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს, ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს მდგომარეობას.  ყოველწლიურად, მარტო ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით 2 მილიარდი ტონა ასეთი ტიპის ნარჩენი წარმოიქმნება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ქვეყნები ამ პრობლემას ებრძვიან ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, დახარისხებით, გადამუშავებით (ხელახალი გამოყენებით) და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით.

განსხვავებულია ნარჩენების მართვის პრაქტიკა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის, ურბანული და სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისათვის, ასევე საცხოვრებელი და ინდუსტრიული უბნებისათვის. დიდ დასახლებულ პუნქტებში არასახიფათო ნარჩენების მართვა ძირითადად ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა კომერციული და ინდუსტრიული ნარჩენების “მოვლა-პატრონობა” ამ ნარჩენების მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. საქართველოში იმ აქტუალურ და მწვავე პრობლემებს შორის რომელიც გარემოსდაცვით სფეროშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარჩენების მართვის პრობლემას. უნდა აღინიშნოს, რომ 24 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება. ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე არ არსებობს ნარჩენების მართვის რეგიონული და ადგილობრივი გეგმები. დიდ ქალაქებში მეტნაკლებად მოგვარებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელებზე, ამ მხრივ სოფლებში ისევ მძიმე მდგომარეობაა. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით მართალია ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის (მაგ. საკვების ნარჩენებს იყენებს შინაური პირუტყვის გამოსაკვებად, ნაკელს იყენებს სასუქად და ა.შ.) მაგრამ, იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც კი მოუგვარებელია. ამიტომ, ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი ღელეებში, ხევებში და მდინარეებში აღმოჩნდება და მცირე “უკონტროლო ნაგავსაყრელებს” წარმოქმნის.

რა ემართება გარემოს თბილისში? როგორია დაბინძურების შედეგები თბილისის გარემოსა და თბილისელებისთვის? ამ სფეროებში ბევრ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი ჯერაც არ არსებობს, რადგან თბილისის გარემოს  მდგომარეობაზე დაკვირვება  ფრაგმენტულად ხდებოდა და სახელმწიფო რესურსების სიმცირის გამო, დღესაც ასე გრძელდება.

1. საბჭოთა კავშირიდან, არ არსებობს ისტორიული სტატისტიკა ნარჩენების დაგროვების შესახებ. ბოლო წლებში კი თბილისში საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა.

2. 2006 წლიდან თბილისის მთავრობამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიმართულებით  მუშაობა დაიწყო.  2009 წელს, კორპუსებში ჩამონტაჟებული ბუნკერები – მღრღნელებისა და მწერების წყარო – გაუქმდა.  საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა  კორპუსის ბუნკერებიდან ქუჩის კონტეინერებში გადაინაცვლა. 2010 წელს კი აშენდა თანამედროვე სანიტარიული ნაგავსაყრელი და დაიხურა გლდანისა და იაღლუჯას ნაგავსაყრელები.

3. დღეს თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია  არ არსებობს. ქალაქში ჰაერის ხარისხი მხოლოდ სამ ადგილას იზომება: აღმაშენებლის, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე.  სამი სადამკვირვებლო სადგური კი საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობაზე სრული სურათის შესაქმნელად.

4. გარდა ამისა, ორგანული მასალების ბუნებრივი ხრწნის გამო, ნაგავსაყრელები მეთანსა და ნახშირჟანგს გამოყოფენ. ეს აირები კი სათბურის ეფექტის მქონე გაზებია: როგორც კლიმატოლოგებს სჯერათ, კლიმატის ცვლილების გამომწვევი გაზები. ყველა ამ ქიმიური ნაერთის ორგანიზმში მოხვედრა  ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის  პრობლემას იწვევს. რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკი, ანუ მტვერი, მით უფრო ღრმად იჭრება ის ადამიანის ორგანოებში. ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას, მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე.  გოგირდის ორჟანგი კი ზედა სასუნთქ გზებს აღიზიანებს.

5. რა ვუყოთ ნაგავს? ნარჩენების გადამუშავება და სეპარაცია საქართველოში ნაკლებადაა დანერგილი და უმრავლესობამ არც კი იცის,  თბილისის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება.

6. 2014 წელს დამტკიცდა საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. კოდექსის თანახმად, 2019 წლიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება

7. რატომ უნდა დავახარისხოთ ნარჩენი?

  • სეპარაცია ამცირებს ნაგავსაყრელების რაოდენობასა და მათ უარყოფით გავლენას ეკოლოგიაზე; შესაბამისად – თითოეული ჩვენგანის საცხოვრებელ გარემოზეც.
  • ნარჩენების აუთვისებლობა და გადაუმუშავებლობა ზრდის საარსებო გარემოს დაბინძურებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
  • ნარჩენების დახარისხებითა და გადამუშავებით იზოგება ბუნებრივი რესურსი და გამომუშავდება ახალი პროდუქცია.
  • იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ავტორი : ნინი ჭრიკიშვილი

Tags: თბილისის გარემოს დაბინძურების პრობლემა- რა საფრთხის წინაშე დგას ქალაქი
Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

დღეს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველი ავია-შოუ მოეწყობა

13 years ago
უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

2 years ago
სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველად, ,,მის აშშ” სამხედრო მოსამსახურე გახდა

სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველად, ,,მის აშშ” სამხედრო მოსამსახურე გახდა

10 years ago
ფოტომტკიცებულებები იმისა, რომ იაპონია ცხოვრების სულ სხვა დონეზეა

ფოტომტკიცებულებები იმისა, რომ იაპონია ცხოვრების სულ სხვა დონეზეა

6 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by