• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამეგრელოში, ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შესაწამლი აპარატების დარიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუდან დაიწყო, სადაც ფერმერებს პირველი 100 აპარატი უკვე გადაეცათ.

აპარატების გადაცემის ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ ფაზაში გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია “ფერეროსა” და UშAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს.

ასოციაცია სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და თხილის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს კოორდინირებას გაუწევს.

კამპანია მიზნად ისახავს ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ფერმერების ინფორმირებას, თხილის ბაღის მოვლის პროცესების მართვას და თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას.

1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრებზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და ტრენერებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც მიიღეს.

ამ ეტაპზე, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში 15 000 მდე ფერმერია ჩართული. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს, რომლებსაც გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები და შეწამვლის პროცესს ისინი გაუწევენ ზედამხედველობას.

აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გაცნობით გალის რაიონში მცხოვრები ფერმერებიც დაინტერესდნენ. 20-მდე გალელი ფერმერი წალენჯიხაში, ასოციაციის ოფისში, თხილის მოვლის შესახებ მარტში გამართულ ტრენინგს დაესწრო. ასოციაციის აგრონომებმა და სპეციალისტებმა მათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.

ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლა მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის აქტუალურია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე ჩაატარა. ახლა ფერმერების უშუალო ჩართულობაა მნიშვნელოვანი. გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს, რომ მათ შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. რაც მთავარია, ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი ხარისხიანი აგროღონისძიებების განხორციელებას შეწამვლის პერიოდში.

Tags: სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო
Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

2 months ago
ბიჭი, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა, რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა

ბიჭი, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა, რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა

4 years ago

ირანში გაზის ახალი საბადო 16 მილიარდი დოლარით ინვენსტირდება

13 years ago
ე.წ.ღორის გრიპით  10 ადამიანია გარდაცვლილი

ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by