• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. მანიფესტაცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან 17:00 საათზე დაიწყება.

მათი ინფორმაციით, პროფკავშირები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ.

„სოციალურ კონტრაქტში” სწორედ ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით – კატასტროფის წინაშე მდგომ ჩვენს (და მსოფლიოს არაერთ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, რეფორმები კი იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს, ვისაც ეხება.

წელს პროფკავშირები აქცენტს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აკეთებენ და მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალური კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, მათ შორის ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე, უმუშევრობის შემწეობის დაწესებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, დედობის დაცვაზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ “სოციალური კონტრაქტი”, არის ფორმა, რომელსაც მსოფლიო პროფკავშირები ახლა ამკვიდრებს და რომლითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.

საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღებენ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამის მანიფესტს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ სხვაობაზე,“ – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველ მაისს – დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საპროტესტო აქციები სოციალური მოთხოვნებით ჯაჭვურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.

მანიფესტაციას სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან ერთად შეუერთდება ქალთა მოძრაობა.

პროფკავშირების ინფორმაციით, 133 წლის წინ, 1886 წლის 1 მაისს, ქ. ჩიკაგოში მოეწყო მუშათა დემონსტრაცია, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო “8-საათიანი სამუშაო დღე”. დემონსტრაცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ქალაქში საქმიანი ცხოვრება შეწყდა.

4 მაისს მიტინგის დროს ჰიპერმარკეტის მოედანზე მუშათა საწინააღმდეგო პროვოკაცია მოაწყვეს და პოლიციელთა რაზმს ბომბი ესროლეს, რასაც რამდენიმე პოლიციელი და მუშა ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მუშაკთა მოძრაობის ლიდერები დააპატიმრა, რომელთაგანაც 1887 წლის 11 ნოემბერს, ოთხს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

1889 წლის ივლისში II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა ქ. ჩიკაგოს დემონსტრაციის უკვდავსაყოფად, მიიღო დადგენილება “პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ”.

პროფკავშირების ცნობითვე, 1890 წელს 1 მაისს – პირველად ჩატარდა ის, როგორც მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე და წელს უკვე 129-ე წელია, რაც აღინიშნება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით არ აიცრება

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება – ეკატერინე ტიკარაძე

5 years ago
რამდენი ემბრიონი იღუპება ხელოვნური განაყოფიერების დროს?

რამდენი ემბრიონი იღუპება ხელოვნური განაყოფიერების დროს?

12 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია”

ირაკლი ღარიბაშვილი: “შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია”

12 years ago
ონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა | დაშავებულია ორი

ონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა | დაშავებულია ორი

2 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by