• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მცენარეები არამარტო ესთეტიკური ტრფობისთვის არსებობენ, ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის  გადამწვეტები არიან„– 23 წლის ქართველი კოლექციონერი

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
„მცენარეები არამარტო ესთეტიკური ტრფობისთვის არსებობენ, ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის  გადამწვეტები არიან„– 23 წლის ქართველი კოლექციონერი
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველად მის შესახებ პატარა ვიდეოდან გავიგე, მაშინვე მის გვერდს ვესტუმრე და გავიფიქრე, წინა ცხოვრება თუ არსებობს მაშინ ის აუცილებლად ჰიპი ან ბიტნიკი იყო მეთქი. მართლაც, მისი ვარცხნილობა, ღრმა თვალები და პერანგების სიჭრელე კარგად მეტყველებს ბექას ხასიათზე და მის შინაგან სამყაროზე, რომელიც კიდევ უფრო ჭრელი და ფერადია.  ჩემი აზრით, ბექა რეინკარნირებული ჰიპია, რომელიც ეტრფის სიყვარულს,ესწრაფვის თავისუფლებას და არ ერიდება ხმაურიან სიფერადეს მოსაწყენი სიბნელის გადასაფარად.

23 წლის ბექა ბოკუჩავას ერთობ უცნაური და საინტერესო საქმე აქვს წამოწყებული. ის ერთ წელზე მეტია, რაც იებს აგროვებს და ასე თავისდაუნებურად იქცა ამ ულამაზესი ყვავილების კოლექციონერად.  ბავშვობიდან ავლენდა სიყვარულს მცენარეების მიმართ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ისევ მიუბრუნდა საყვარელ არსებებს და  მათზე ზრუნვა დაიწყო.

დღეს ბექას კოლექცია 250-მდე სახეობის სხვადასხვა ფერისა თუ ფორმის იას მოიცავს. ამ ყვავილებს მისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს  და დიდ სილამაზესთან ერთად მშვიდსა და სიყვრულით სავსე აურას მატებს ბექას საცხოვრებელ გარემოს. გარდა კოლექციონერობისა, ხშირად მონაწილეობს ქართულ თუ უცხოურ რეკლამებსა და ფოტო-ვიდეო გადაღებებში. უყვარს მუსიკის მოსმენა, მუდმივად ეძებს ახალ-ახალ მელოდიებს და ხელოვნების გარეშე თავისი ცხოვრება ერთი წამითაც კი ვერ წარმოუდგენია.

ახალგაზრდა იების კოლექციონერი „თბილისი თაიმსს„ ესაუბრა თავისი წამოწყების მრავალფეროვნებასა და ხიბლზე და ასევე სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა.

-როდის დაიწყე კოლექციონერობა და რატომ ?

კოლექციონერობა დიდი ხანი არცაა, რაც დავიწყე, მაქსიმუმ – 1 წელი, როდესაც გავიაზრე, რომ საქართველოში ყველაფერი სიგიჟის ზღვარზეა და  მივხვდი, რომ სრულიად მარტო დავრჩი ემოციურად ამ ქაოსურ სამყაროში. გადავწყვიტე, ბავშვობის წლებში დაბრუნება, მცენარეებთან. თუმცა ამჯერად ის მცენარე ავირჩიე, რომელსაც ვერასდროს ვახარებდი. ვცადე და გამომივიდასავით.

-ბევრი რამის კოლექცია არსებობს, მაგრამ იების კოლექცია საკმაოდ უჩვეულო და განსხვავებულია. აქვს თუ არა რამე კონკრეტული სიმბოლური დატვირთვა ამ ყვავილებს შენთვის და რა სირთულეების გადალახვა გიწევს ამ საინტერესო საქმეში?

რა თქმა უნდა, აქვს, რადგან ია სულიერი არსებაა. იების კოლექციის შეგროვება თუ დაიწყე, მერე ვეღარ გაჩერდები, სულ ახალ-ახალი ჯიში გინდა. თანაც იები საკუთარი შვილებივით არიან: მათ ახარებ ფოთლიდან და ხედავ, როგორ იბადებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, ლამაზდებიან, მრავალფეროვნდებიან. მცენარეები არამარტო ესთეტიკური ტრფობისთვის არსებობენ, ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის  გადამწვეტები არიან.

იების კოლექციის შეგროვებას ბევრი სტრესი, ნერვიულობა ახლავს თან, რადგან ძალიან სათუთები არიან, ყველაფერზე  მარტივად რეაგირებენ და მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, რომ რამე არ გამოგვეპაროს. ასევე ესაჭიროებათ სხვადასხვა დაავადებაზე და მავნებელზე შეწამვლა-დამუშავება, რაც ძალიან რთული პროცესია. ასევე, არ არის მარტივი ახალი და უცხო, ძვირადღირებული ჯიშების პოვნა და ყიდვა. პლუს, მოითხოვს საკმაოდ დიდ ცოდნას ნიადაგზე, განათებაზე, მორწყვის სისტემაზე, შეწამვლებზე, ქოთნის ზომებზე და ა.შ.

-ამჟამად როგორ გამოიყურება შენი კოლექცია, როგორ უვლი მათ და თუ აპირებ კიდევ სხვა რამის კოლექციის შეგროვებას?

ამჟამად 250-მდე სახეობის იაა ჩემს კოლექციაში. უკვე ორი უზარმაზარი თარო გაივსო ჭრელ-ჭრელი იებით. თუმცა, საბოლოოდ ვფიქრობ, რომ 150-200 ჩემთვის რჩეულ ჯიშს დავტოვებ მხოლოდ, რადგან როცა წამოიზრდებიან კიდევ უფრო ვეღარ დაეტევიან.  პლუს 4 საათი მხოლოდ მორწყვისთის მჭირდება ხოლმე.

რაც შეეხება სხვა რამის შეგროვებას: იებამდე ფერად-ფერად პერანგებს ვაგროვებდი და ახლაც ვაგროვებ, უკვე 50-ზე მეტი დამიგროვდა. ასევე ფერადი წინდებიც  ძალიან მიყვარს.

ამ ბოლო დროს, ჩემს თითოეულ წუთს იების კოლექციას ან სხვა მცენარეების მოვლას და სამსახურებს ვუთმობ. თუმცა, მუსიკის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. სულ ახალ-ახალ სიმღერებს, კომპოზიციებს ვეძებ, ვუყურებ თითქმის ყველა ქვეყნის მუსიკალურ შოუს. მგონია, რომ ადამიანს მუსიკაზე ახლო, გულწრფელი და უბოროტო მეგობარი არც ჰყავს. მიყვარს ზოგადად ხელოვნება და ყველაფრის ხელოვნებად გარდაქმნა.

-რომელ ეპოქაში ან ქვეყანაში იცხოვრებდი და რატომ ?

ძალიან რთული კითხვაა. ალბათ მე-20 საუკუნის 60-70-80-90-იან წლებში, მუსიკის დიდი სიყვარულის გამო, ასევე უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა მაშინ მსოფლიო და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით გაიარა ეს გზა, გამოვყოფდი ინგლისსა და საფრანგეთს. არ შემიძლია, არ ვთქვა ისიც, რომ ყველა ეპოქას ნამდვილად ჰქონდა და აქვს თავისი ხიბლი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უამრავი სოციალურ-პოლიტიკური, მენტალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური პრობლემაა და სრულ საგიჟეთში ვცხოვრობთ, სადაც ძალადობა ყველაზე პოპულარულია, აქაურობა სიგიჟემდე მიყვარს. ჩვენ წინ უამრავი  დაბრკოლებაა, რომელზეც თამამად და ხმამაღლა უნდა დავიწყოთ საუბარი. მე მინდა, ადამიანებს ამდენი აგრესია არ გვქონდეს ერთმანეთის მიმართ და ყველა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის.  ადამიანი ძალიან საინტერესო არსებაა და მისი მთავარი ხიბლი მრავალფეროვნებაა. იების კოლექციაშიც ეს მომწონს, დაუსრულებელი და არაერთფეროვანია.

-რამდენიმე სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

იმის მიუხედავად, რომ ჩემშიც არის, ალბათ, რაღაც კარგი, მუდმივად დისკომფორტი მაქვს ბექას მიმართ. არასოდეს არ მომწონს ჩემი ცხოვრება და ყველაფერში საკუთარ თავს, სისუსტეს, სიზარმაცეს ვადანაშაულებ. ზოგჯერ, ზედმეტად თვითკრიტიკულიც ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო თბილი, მოსიყვარულე, თუმცა ბევრი კომპლექსის გამო, არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის ეს. გარეთ ყველას პოზიტიური ვგონივარ მუდამ, რადგან არ მსურს საკუთარი პრობლემების სხვებზე მოხვევა, თუმცა ძალიან მგრძნობიარე ვარ. ყველაფერს განვიცდი და მგონი, ნელ-ნელა სულ გავგიჟდები.

ჩემი ოცნებაა, რომ ადამიანებს უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი, ბუნება, ცხოველები, მცენარეები, ფრინველები, ზოგადად ჩვენი სამყარო და ვეხმარებოდეთ ერთმანეთს ბედნიერების მიღწევაში.

-რას გეგმავ სამომავლოდ. გვიამბე შენს სურვილებსა და ოცნებებზე

ოცნებები ბევრი მაქვს, მაგრამ არასოდეს ვსაუბრობ მათზე ხმამაღლა. ისე კი, სიამოვნებით გავხსნიდი მცენარეების მაღაზიას, სადაც ყველაფერი იქნებოდა ერთ სივრცეში.

ავტორი: ანა ურუშაძე

 

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In