რუსთავი2-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკა დაეთმო მრავალშვილიან დედას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა.
ნინო ეგნატაშვილი გორში ცხოვრობს. 5 შვილს ზრდის და პარალელურად სამშობლოსთვის სამხედრო სამსახურშია.
შეიძლება ითქვას, რომ ნინოს დილა სამხედრო წესრიგით იწყება. მრავალფეროვნების მიუხედავად, ოჯახის ყველა წევს თავისი როლი აქვს განაწილებული. დილის შეკრება სამზარეულოში იწყება. საუზმის შემდეგ ყველა ერთად გადის სახლიდან საკუთარ ლოკაციებზე.
სამხედრო სამსახურზე ბავშვობიდან ოცნებობდა. სამხედრო ფორმის დანახვაზე განსაკუთრებული ემოცია ეუფლებოდა, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ოცნება ერთ დღეს რეალობას იქცეოდა.
სარეზერვო პროგრამამ კი მის ოცნებას ფრთები შეასხა.
„მინდოდა ჩემი შვილებისთვის მიეცა მაგალითი“,- ამბობს ნინო ეგნატაშვილი.
ნინოს მეუღლეც სამხედრო მოსამსახურეა.













