• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ბაქრაძემ ესპანეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
დავით ბაქრაძემ ესპანეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც “თბილისი თაიმსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან, სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ალეხანდრო ენრიკე ალბარ გონსალესთან.

სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა იგნასიო იბანიესმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისა და მიღწეული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას.

ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ ესპანეთი უახლოეს მომავალში დაასრულებს ტექნიკურ სამუშაოს და მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას.

აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაც და გამოითქვა სურვილი, რომ დაჩქარდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ესპანეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ესპანეთი მომავალშიც განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის გატარებას.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა მადრიდის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (Elcano). ღონისძიებას მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

გიორგი გახარია – ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია

7 years ago
თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, თავდამსხმელი ორი ტერორისტი კი განეიტრალებულია

თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, თავდამსხმელი ორი ტერორისტი კი განეიტრალებულია

2 years ago

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

12 years ago
სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს

სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს

12 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by