• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

2 weeks ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება, სამართალი
A A
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გადაცემა „შენი ამბის“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საქმის ირგვლივ არსებულ სიახლეებზე საუბრობს.

„მეგობრებო, ვიცი, რომ დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობაც, რომ დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
აუცილებლად გაგიზიარებთ ყველა სიახლეს, რაზეც საუბრის უფლება და შესაძლებლობაც მექნება.

ჩემ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადამოწმებულია. არც გადაცემებში ვსაუბრობ დაუდასტურებელი ვარაუდებით და არც ისეთ ინფორმაციას ვასაჯაროებ, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ინტერესებს ან საქმის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს. პირიქით, სოფოსთან პირველი გადაცემის შემდეგ მომზადებული თითოეული ეპიზოდი მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების წარმოჩენასა და გამოძიებისთვის ხელშეწყობას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც ჩემს კრიტიკას დიდ დროს უთმობს და ამით საკუთარ კონტენტსაც აძლიერებს, ამ საქმეზე დაუფიქრებლად არაფერს ვამბობ. ემოციას პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვერ დავაყენებ. საკმარისი გამოცდილება მაქვს იმის გასააზრებლად, რა, სად და როდის უნდა ითქვას.

ჩემს გადაცემებში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია ადვოკატთან შეთანხმებით ქვეყნდება, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები და საზოგადოებას მივაწოდოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თუ ჩემი კრიტიკა ან ლანძღვა ვინმეს ეგოს აკმაყოფილებს, ეს მათი არჩევანია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის მთავარი არა “ვიღაცებთან“ დაპირისპირება, არამედ სიმართლის პოვნაა! ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

რაც შეეხება აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, საჭიროდ ჩავთვალე, სოფოს სწორედ იქ, მოძალადის თანდასწრებით ესაუბრა იმ ჯოჯოხეთურ ყოფაზე, რასაც შვილთან ერთად წლების განმავლობაში გადიოდა.

იქ და იმ მომენტში ორივე მხარე ბევრად უფრო კარგად გამოჩნდა.

სოფო რთულ მდგომარეობაში კი არ ჩავაყენე, პირიქით, მაქსიმალურად ვეცადე, საბოლოოდ დაეძლია შიში. რთული იყო, მაგრამ მან ეს შეძლო. ვიცოდი, რომ შეძლებდა.

სტუდიაში, ცალმხრივად ამ ყველაფერზე საუბარი მაინც არ იქნებოდა მისთვის კომფორტული და არც სწორად მიმაჩნდა.

ამიტომ ჩავთვალე, რომ ამის გასაჯაროების დრო და ადგილი იყო იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროულიც და აუცილებელიც.

ამით გამოძიებასაც გავუგზავნე საჭირო მესიჯი.

რაც შეეხება სიახლეებს; ამ ეტაპზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და საქმეზე მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული.

რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა მქონდა. მათ მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ასევე ვაგრძელებ ადვოკატთან ერთად მათთან თანამშრომლობას.
მივიღეთ დაპირება, რომ ყველა საჭირო მოქმედება ჩატარდება. ამ ეტაპზე ნდობის საფუძველსაც ვხედავ, რადგან ვიცი, რა ფორმით განახლდა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ამ წუთასაც მუშაობა.

მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც საქმე სრულყოფილად და დროულად იქნება შესწავლილი და სიმართლე დადგინდება.

ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთანაც. ამ პროცესში უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ მიღებულ ინფორმაციას გამოძიებას ვაწვდით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მიზანია სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვაკვირდები პროცესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.

მადლობა ყველას ნდობისთვის, თანადგომისა და მოთმინებისთვის. როგორც კი მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად მოგაწვდით.

და ბოლოს, მინდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, ელენე და ტარიელი მარტო ბევრს ვერ შევძლებდით თქვენი ჩართულობისა და თანადგომის გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს!“ – წერს ჟურნალისტი.

Share2Tweet2

ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
“ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი” – გარდაიცვალა კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე
ახალი ამბები

“ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი” – გარდაიცვალა კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე

11/10/2026
„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს
ახალი ამბები

„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

11/10/2026
ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს
ახალი ამბები

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს

11/10/2026
ორმაგი ტრაგედია მარნეულში – მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილიც მალევე დაიღუპა
ახალი ამბები

ორმაგი ტრაგედია მარნეულში – მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილიც მალევე დაიღუპა

11/08/2026
2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები
ახალი ამბები

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

11/07/2026

საინტერესო

საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად ოთხი კონკურსი გამოაცხადა

10 years ago

გიორგი მარგველაშვილმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

11 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

სახალხო დამცველმა პარლამენტს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა

9 years ago
ნიკა კვეკვესკირის გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე

ნიკა კვეკვესკირის გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე

2 years ago

ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკველი ეკურთხა. საძირკველის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან...

მეტის ნახვაDetails
“ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი” – გარდაიცვალა კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე

“ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი” – გარდაიცვალა კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე

11/10/2026
„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

11/10/2026
ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს

11/10/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა 11/11/2026
  • “ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი” – გარდაიცვალა კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე 11/10/2026
  • „მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს 11/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by