ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს.
ლაშა ბექაური გამოკვლევების ჩასატარებლად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩაფრინდა, სადაც დადგინდა, რომ ქართველ ფალავანს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება.
„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით! 3 თვეში შევძლებ დაბრუნებას! მადლობა სრულიად საქართველოს გვერდში დგომისთვის! თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერია! მიყვარხართ!“, – წერს ბექაური.











