• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქალი, როგორც გარემოებების მსხვერპლი

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქალი, როგორც გარემოებების მსხვერპლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

        ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. სამწუხაროდ ქალების თითქმის ნახევარი ცოლ-ქმრული ცხოვრების დროს ერთხელ მაინც ხდება ძალადობის ობიექტი. ქალის ცემა მხოლოდ ხელმოკლე ოჯახებში ან რომელიმე რასობრივ ან ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის ჯგუფებში როდი ხდება. ასეთ რამეს სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებში აქვს ადგილი. თუმცა, ქალზე ძალადობასთან სამი ფაქტორი ასოცირდება: (1) სიღარიბე, (2) არასრული დატვირთვით მუშაობა და უმუშევრობა და (3) მუშაობა დაბალკვალიფიციურ სფეროში, რის შემდეგაც  ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება ის, თუ რა აიძულებს მსხვერპლს შეეგუოს ძალადობას და კვლავ იცხოვროს მოძალადის გვერდით.

ძალადობრივ გარემოში ქალი ბევრი მიზეზის გამო რჩება. იმ ქალთა თითქმის ნახევარი, რომელიც შინაური ძალადობის გამო თავშესაფარს ეძებს ან მოძალადე ქმართან განქორწინებასაც კი აპირებს, ბოლოს მაინც ოჯახს უბრუნდება. ამის მიზეზებს შორისაა ეკონომიკური დამოკიდებულობა, თავდაჯერებულობის და ძალის დეფიციტი (საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი), მოძალადის შიში, შიში ბავშვების გამო და სიყვარული.

ეკონომიკური დამოკიდებულობა. ბევრი ქალი მოძალადე ქმართან ეკონომიკური დამოკიდებულობის გამო რჩება. ბევრი მათგანი ფინანსურად მოძალადეზეა დამოკიდებული, როგორც ოჯახში მათთვის და მათი ბავშვებისთვის შემოსავლის უმთავრეს შემომტანზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას ყველა სოციო-ეკონომიკურ დონეზე აქვს ადგილი, უფრო ხშირად ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული ეკონომიკური რესურსის მქონე ქალი ხდება.

       საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი. შინაური ძალადობა არა მარტო ფიზიკურ, არამედ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც მოიცავს. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება გულისხმობდეს მოძალადე მამაკაცის მიერ ძალადობის მსხვერპლის რეგულარულ კრიტიკას და მის დამცირებას. თანდათან, ასეთი ქცევა ქალის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს და მას საკუთარი თავის რწმენა უმცირდება. მოძალადეს უყვარს იმის გამეორება, რომ მის გარეშე ქალი ვერ გაძლებს და დროთა განმავლობაში ქალი ამას იჯერებს.

ძალის დეფიციტი. ძალადობის მსხვერპლი ქალი გრძნობს, რომ გაცილებით ნაკლები ძალა აქვს მოძალადე ქმართან ურთიერთობისთვის, ვიდრე ქალს, რომელსაც არამოძალადე ქმარი ჰყავს. ძალადობის მსხვერპლი ქალის წარმოდგენაში ქმართან ურთიერთობა ამ უკანასკნელის სრულ დომინირებას გულისხმობს. მოძალადის მხრიდან სისტემატური დაშინება, კრიტიკა და ძალადობა ქალს რთულ და მძიმე მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ დაძაბულ ვითარებაშიც კი, რომელიც ბევრი ქალისთვის ყოველდღიური წამებაა, ბევრი ძალადობის მსხვერპლი ქალი საკუთარ თავში ძალას მაინც პოულობს. ისინი არა თუ არ ნებდებიან, მაშინაც კი, როცა დანებება მნიშვნელოვანია, მაშინ როცა დანებებას ელიან ქალისგან, ან როცა დანებების შემთხვევაში ქალს აღარ დასჯიან, არამედ აქტიურ და კრიტიკულ გადაწყვეტილებებსაც იღებენ იმის თაობაზე, თუ როგორ შეეწინააღმდეგონ ძალადობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. ზოგიერთი გარკვეულ საკითხებს ფარავს და არ ეხება, გარკვეულ საკითხებზე კი თავს ხრის. ყველა ქალი ძალადობას თავისებურად ეწინააღმდეგება.

     შიში ბავშვების გამო. ჩვეულებრივ, ძალადობის მსხვერპლ ქალს ბავშვების უსაფრთხოების შიში აქვს. პირველი– მას აღელვებს, შეძლებს თუ არა დამოუკიდებლად მათ ფინანსურ უზრუნველყოფას. მეორე– ქალი შეიძლება ტრადიციული შეხედულებების მორჩილი იყოს და მიაჩნდეს, რომ ბავშვებს მამა სჭირდებათ. ის შეიძლება ფიქრობდეს, უმამობას დედაზე მოძალადე მამის ყოლა სჯობს. მესამე– შეიძლება ბავშვებზე მეურვეობის დაკარგვაც აშინებდეს. მოძალადე შეიძლება დაემუქროს, რომ ბავშვებს წაართმევს. ქალმა შეიძლება არ იცოდეს არსებული საკანონმდებლო სისტემის სირთულე და შეეშინდეს, რომ ქმარი მართლაც ასე მოიქცევა.

      სიყვარული. ძალადობის მსხვერპლ ბევრ ქალს თავის მოძალადე ქმარი მაინც უყვარს. ქალების უმრავლესობა, რომელიც დახმარების მიღებას ცდილობს, მზადაა ქმართან იცხოვროს, ოღონდ შეწყდეს მასზე ძალადობა.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

3 years ago
”მინდოდა ჩემი ერისთვის შემეძინა ახალი სოცოცხლე” – 7 შვილის მამა, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი

”მინდოდა ჩემი ერისთვის შემეძინა ახალი სოცოცხლე” – 7 შვილის მამა, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი

11 years ago
“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს”

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს”

11 years ago
ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს რეგიონს ეწვევა

ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს რეგიონს ეწვევა

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by