• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების საწყის პროცესს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერის განცხადებით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას. მისივე თქმით, მიწისქვეშა ქსელის  მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი ეტაპის სამუშაოები უცხოელი ექსპერტების უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდება.

„დღეს ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული  პირველი ეტაპის სამუშაოები დავიწყეთ, რაც   წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას გულისხმობს.  ამასთან,  ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გადმოკიდებული, ჩავა მიწის ქვემოთ. კომუნიკაცია, განვითარებული ქალაქების მსგავსად,  მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. მოძრაობა შეზღუდულია ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. არსებობს ალტერნატიული მარშრუტი, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ კეკელიძის ქუჩის გავლით.

პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რეალურად არავის იცის  მიწის ქვეშ არსებული ქსელის მდგომარეობა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დაზიანებულია, რადგან გზა გარკვეულ მონაკვეთებზე ვარდება და მიწა ირეცხება. ეს არ ხდება მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, იგივე მდგომარეობა გვაქვს მელიქიშვილზეც, სადაც  ადრე  ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა მთლიანად ჩავარდა. იგივე საშიშროება აქვს ჭავჭავაძის გამზირს. როგორც გვეუბნებიან, მილები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო კიდევ ერთხელ  მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის რეაბილიტაცია შეუძლებელია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას, რომელიც გზებზე მოძრაობას აწესრიგებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და  პარლამენტისა და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარები.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი, გაშავდა ირგვლივ სამყარო…“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

„დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი, გაშავდა ირგვლივ სამყარო…“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

2 years ago
გიორგი გახარია – მე თუ გავხდი  სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ

გიორგი გახარია – ვიცი, რომ პოლიციელების დიდი ნაწილი გულწრფელად თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი საოკუპაციო ხაზზე მსახურობს

7 years ago
მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! – გურამ კაშია

მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! – გურამ კაშია

2 years ago

ინდოეთმა წყალქვეშა ატომური რეაქტორი აამოქმედა

13 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by