• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს  სოლიდარობას უცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ+-ის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ:

„მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი „თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორიო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ“ – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია:

● სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

● გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;

● ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება“ – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;  საზოგადოება და ბანკები;  მედიის განვითარების ფონდი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ლევან ვასაძის განცხადებებში საფრთხეს ხედავს.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში

13 years ago

ალ ქაიდა იემენში გააქტიურდა

13 years ago

ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს

10 years ago
ლევან ბერძენიშვილმა კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა

2 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by