• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ერთი ქოხით დაწყებული ბიზნესი სვანეთის გაუკაცრიელებულ სოფელში – „ჰეშკილის ქოხები“

7 years ago
კატეგორია: მოგზაურობა
A A
ერთი ქოხით დაწყებული ბიზნესი სვანეთის გაუკაცრიელებულ სოფელში – „ჰეშკილის ქოხები“
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზაფხულობით, ლენჯერიდან ბავშვებთან ერთად ადიოდნენ დასასვენებლად. ცადაწვდენილი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მამაპაპისეულ სათიბში თავიდან ხის ერთი ქოხი ააშენეს. მეწველი ძროხები ჰყავდათ და იმ პერიოდში, სვანეთში კანტიკუნტად მოხვედრილ ტურისტებს ნატურალური პროდუქტებით მასპინძლობდნენ. სვანეთის გზის, სათხილამურო ტრასებისა და მესტიის რეაბილიტაციის შემდეგ, ფილფანების სტუმრების რაოდენობაც გაიზარდა. ასე გაჩნდა „ჰეშკილი სითის“ იდეა.

„არაფერი გვქონდა საკუთარი ხელებისა და გამოცდილების გარდა, მაგრამ ოჯახის ყველა წევრს რაღაცის კეთება შეგვეძლო. ბევრი ფული არ დავხარჯეთ, არც გვქონდა. მეორად მასალებს ვიყენებდით, უფრო იაფია. მუშებიც არ დაგვიქირავებია. ჩვენ თვითონ ვშრომობდით ფიზიკურად, ცოლ-ქმარი და 3 შვილი. ასე ავაშენეთ პირველი ქოხი სტუმრებისთვის“, – ლელა ჯაფარიძე 60 წლის არის, ჰეშკილზე უზომოდ შეყვარებული.

ჰეშკილი სოფელია მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. 2002 წელს (მოსახლეობის აღწერის მონაცემები) 87 ადამიანს უცხოვრია. მერე სოფელი დაიცალა. ახლა ფილფანების ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

ბიზნესში ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა აქვს: „ჩემი რძალი ფეისბუქის გვერდის ადმინია და რეკლამებს აკეთებს, სტუმრებს მოიზიდავს. მე სამზარეულო და ფინანსები მაბარია. ჩემს მეუღლეს და ვაჟს შენება. ქალიშვილებს სტუმრების გამასპინძლება და დაბინავება. ყველა ერთად კი ვმღერით. საღამოს კონცერტებსაც ვაწყობთ. საჩუქრებს, პატარა სუვენირებსაც ვამზადებთ ჩვენი ხელით და ადგილობრივი მასალებით. სტუმრებს სვანურ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე ვესაუბრებით. სვანეთზე ვუყვები ბევრ რამეს, როგორ ვიყავით ქრისტიანობამდე, როგორ წარმოიქმნა სიმღერა, რაც ვიცი. ვუყვები სვანური სახლის ისტორიაზე, სვანურ სიმბოლოებზე, სვანურ ფოლკლორზე – რამდენი სიმღერა გვქონდა, რაზეა ეს სიმღერები, რომელია სარიტუალო. ზოგჯერ რაღაც უცხო ენაზეც შემიძლია, თუ არა, თარჯიმანიც გვყავს.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვთავაზობთ, რომელსაც თვითონ ვაწარმოებთ, რძის ნაწარმსაც და ბოსტნეულსაც. ხორციც ადგილობრივი გვაქვს. ვცდილობთ, რომ შემოსავალი რასაც ვიღებთ, აქვე დარჩეს, სვანეთში და უცხო ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“ – გვეუბნება ლელა.

სტუმრობენ ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ყველაზე ხშირად „ჰეშკილის ქოხებში“ ქართველ ვიზიტორებს ნახავთ.

„უნდა გიხაროდეს ადამიანებთან ურთიერთობა. ახალი ჯგუფი რომ მოდის, უკვე მაინტერესებს ვინ არიან, როგორ შევეწყობით. მინდა, ისე დავხვდე, რომ ძალიან კარგად იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ ოჯახში. უმრავლესობა ასეა.

მნიშვნელოვანია როგორ დახვდები, როგორ გაუღიმებ. ღიმილიც ხომ არ არის ძნელი? სტუმარი უნდა გრძნობდეს, რომ მასზე ზრუნავ.

ყველაფერს თავისი კულტურა და დატვირთვა აქვს. ზოგს აინტერესებს რომელიმე კერძი როგორ კეთდება. არ უნდა დაგეზაროს, იმიტომ, რომ ის ამისთვისაც ჩამოდის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. შენ ისე უნდა მოექცე ადამიანებს, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“.

„ჰეშკილის ქოხები“ სხვებისთვისაც მისაბაძი გახდა. „ძალიან გვიხარია ეს ამბავი. რაც „ჰეშკილის ქოხები“ გაკეთდა, ბევრი ხალხი დადის აქ. სოფელში უკვე სხვებმაც დაიწყეს მშენებლობა. კიდევ რამდენიმე ქოხი გაჩნდა. 7 ოჯახი ბრუნდება. მე კი მინდოდა და მინდა, რომ ეს ქოხების ქალაქი ყოფილიყო. ჩვენს ქოხებს „ჰეშკილი სითი“ რომ დავარქვი, რა სითიო, რისი სითიო… მე ვუთხარი, ქალაქი უნდა იყოს, ქოხების ქალაქი მეთქი. გამოდის მგონი ეგ ამბავი. ზოგი სასტუმროსაც აშენებს“, – ამბობს ლელა.

ფილფანების ოჯახს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზამთარშიც ჰეშკილში დარჩეს: „ქვის ქოხს ავაგებთ, რომ ზამთარში იცხოვრებოდეს. აქ გვინდა ყოფნა“.

მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, უკვე 25 სტუმრის მიღება შეუძლიათ. ჰეშკილში შუქი არ არის, სოფელს არც სასმელი წყალი მიეწოდება. სტუმრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფილფანები გამოწვევების წინაშე დადგნენ. პრობლემები რომ გადაეწყვიტათ, გრანტის მისაღებად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეიძინეს გენერატორი, მაცივრები – პროდუქტის შესანახად და წყალიც გაიყვანეს.

წყარო:mtisambebi.ge

Share9Tweet6

ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  
ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  

06/01/2022
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

02/12/2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 
ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 

02/12/2022
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ახალი ამბები

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

01/24/2022
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება
ახალი ამბები

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება

12/13/2021
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ამბები

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11/26/2021

საინტერესო

ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

5 years ago
კომისიამ „ბილაინს” სანქცია დააკისრა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” 27 000 ლარით დააჯარიმა

10 years ago

“მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემ თავზე ვერასოდეს”

11 years ago
“ნარმანიას ვთხოვდი, დააჩქაროს პროცესების განვითარება”

“ნარმანიას ვთხოვდი, დააჩქაროს პროცესების განვითარება”

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by