• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა“ (ფოტოკოლაჟი)

7 years ago
კატეგორია: მოგზაურობა
A A
„მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა“ (ფოტოკოლაჟი)
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბუნებასთან ზოგს როგორი დამოკიდებულება აქვს, ზოგს – როგორი; თუმცა, რთული მოსაძებნია ადამიანი, რომელსაც ზღვა, მთა, სიმწვანე, სიმშვიდე, დასვენება – რომელიმე მაინც შვებას არ გვრიდეს. ერთდროულად ხმაური და სიწყნარე, სიცივე და თბილი ნიავი, მზე და წვიმა – საქართველოში თავისუფლად არის შესაძლებელი, ერთი მოცემულობიდან თავი მეორეში ამოყო. განსაკუთრებულად სასიამოვნო კი ის ფაქტია, რომ ტურისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობით მოლოდინები არ გაუცრუვდებათ და საქართველოს მთებში დასვენების დღეების გატარებას არ ინანებენ.

ჩვენი ქვეყნის მთიანი ტერიტორია ზოგს გამორჩეულად უყვარს. ყოველი მოგზაურობისას ეს ადამიანები ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და ცდილობენ, ეს სივრცეები სხვებმაც ნახონ. საბა სახვაზე „თბილისი თაიმსს“ თავად მოუყვება, რატომ არის საქართველოს მთიანი ტერიტორია გამორჩეული.

რა გაკავშირებს მთასთან?

მთა  პირველად სკოლის დაწყებითი კლასების პერიოდში გავიცანი. ვეებერთელა და მიუწვდომელი მთებით გარშემორტყმულ მინდორზე დგომისას განსაკუთრებული გრძნობით ავივსე. სულიერი კავშირი, რომელიც მაშინ ვიგრძენი, ყოველი მოგზაურობისას სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება.

დამოუკიდებლად უკვე რამდენიმე წელია, რაც მთებში დავდივარ სალაშქროდ.

რას გიყვარს მთაში გამორჩეულად?

მთაში თავისუფლებაა, ამ გრძნობას აქ გამორჩეულად განიცდი. აქ ყველაფერი განსხვავებული,იდუმალი და საინტერესოა –  მთვარის შუქზე მწვერვალებით გარშემორტყმულკოცონსა და მეგობრებთან ერთად. აქ მხატვრულად შეიძლება, უფრო გაიზარდოს ადამიანი – მთა, კოცონი, ბუნება, მეგობრები, ჩიტები ვარსკვლავები, სიწყნარე…

მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა. როცა უკვე მწვერვალს მიაღწევ და ზუსტად მაშინ, როცა უკვე პიკზე ხარ, აცნობიერებ, რომ წინ კიდევ გზა გაქვს გასავლელი და ასე გრძელდება – ისე, როგორც ცხოვრებაში არ იცი, წინ რა გელოდება, ერთი მწვერვალის მერე რა დაბრკოლება დაგხვდება.მთაშიც სულ წინაა სიარული საჭირო და, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო რთულია წინსვლა ისევე, როგორც – ცხოვრებაში. ეს მსგავსება მხიბლავს და მიზიდავს.

რა ახასიათებს საქართველოს მთებს განსაკუთრებული და გამორჩეული?

თითოეული მთიანი რეგიონი გამორჩეულია როგორც  კულტურული თვალსაზრისითა და ცხოვრების სტილით, ისე – გეოგრაფიულად. განსხვავებულია მწვერვალები და ბუნება.  რეგიონის თითოეული სოფელიც კი განსხვავებულია თავისი ცხოვრების სტილით თუ ნაგებობებით – კოშკები და სახლები.  გამორჩეული ჩემთვის მაინც თავისუფლების გრძნობაა. მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და სხვა ქვეყნების მთიანი მხარეები მრავლად მინახავს, თუმცა იმ გრძნობასთან, რასაც საქართველოს მთებში ვგრძნობ,  ახლოსაც ვერ მოვა იქაური შეგრძნებები. მოკლედ რომ ვთქვა, ეს გრძნობა, რომელიც სხვაგან არსად გეუფლება და ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს მთებშია, არავის აქვს.

ჩვენს ქვეყანაში თუ გამოარჩევ რომელიმე მთიან რეგიონს და რის გამო?

ალბათ, სვანეთს – საინტერსო დიალექტისა და წეს-ჩვეულებების გამო. მაგრამ რითაც მე დამატყვევა, ის მასობრივი მთები და მწვერვალებია, რომელთა მსგავსიც ნანახი არ მაქვს. დილით და საღამოს ეს  მწვერვალები რომ აწითლდება და სხვადასხვა ფერს იღებს, საოცარი სანახავია – სიდიადე, მიუწვდომლობა, ურყევადობა – ყველაფერი ჩანს – საშიში და, ამავე დროს, მიმზდიველი.

რატომ უნდა ნახოს უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს მთიანი ტერიტორია?

ვფიქრობ, მთავარი, რატომაც იზიდავს ტურისტს ჩვენი მთიანეთი – ბუნებისა და ადამიანის თანაცხოვრების საოცარი მაგალითია, სხვაგან ვერსად შევხვდებით, 2000 მეტრზე ასე ჰარმონიულად ცხოვრობნენ ადამიანები, როგორც ჩვენს მთებში. თითქოს, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მთის ხალხს მთების მიმართ. ამ დამოკიდებულების შედეგად იქმენა ის ადათ-წესები და ცხოვრების სტილი თუ კულტურა, რომლის ნახვაც საოცარ შთაბეჭდილებებს გვრის უცხოელ სტუმარს. მთაში განსხვავებულად იციან სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა.

ტრადიცია, ადათი – რომლებს გამოარჩევ?

რა თქმა უნდა, სტუმართმპასმინძლობას. საოცარი მასპინძლობა იცის მთის ხალხმა.

როგორ ფიქრობ, როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველოს მთამ სიცოცხლისუნარიანობა?

მრავალი სოფელია დაცარიელებული რთული საცხოვრებელი პირობების გამო. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მთაში ინფრასტრუქრუტის განვითარება. საციცოცხლოდმნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს მთას და მომავალი თაობა ქალაქში არ გამოიქცეს. სათანადო პირობები უნდა შეიქმნას და განვითარდეს ტურიზმი, რომ ხალხს არ მოუწიოს მთის დატოვება და მათ ფინანსური სარგებელი ნახონ იმაში, რაც საუკეთესოდ გამოსდით და შინაგანად არსებობს მთაში – მასპინძლობა.








ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share8Tweet5

ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  
ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  

06/01/2022
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

02/12/2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 
ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 

02/12/2022
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ახალი ამბები

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

01/24/2022
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება
ახალი ამბები

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება

12/13/2021
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ამბები

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11/26/2021

საინტერესო

ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის

ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის

5 years ago

როლანდ ახალაიას ბრალდება წარედგინა

13 years ago
თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს

8 years ago

“ვიცით, რომ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების რისკი არსებობს”

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by