• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან კობერიძე: „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ლევან კობერიძე: „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 70 თეთრია. მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცეებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი . მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად ვიდრე გლეხს აქვს სურვილი, ვიდრე შრომა დახარჯა და ვიდრე მისი რეალური ღირებულება შეიძლება იყოს ბაზარზე.“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დღეს ყურძნის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რომელიც მევენახეებისთვის უკვე წლებია პრობლემურია და მიიჩნევენ, რომ ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში რქაწითელი მათი შრომისა და ჩადებული რესურსების გათვალისწინებით 70 თეთრზე ბევრად მეტი უნდა ღირდეს.

დეპუტატი ორ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ დგება დღეს ქართული ყურძნის ბაზარი იმ ძირითადი გამოწვევის წინაშე, რასაც გლეხების მიერ ტრადიციული მეურნეობის მიტოვება და მევენახეობის დაბალი მოტივაცია ჰქვია.

მისი თქმით ძირითადი საკითხი ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობას უკავშირდება. საუბარი ეხება ჩამოსასხმელ ღვინოს, რომლის მთავარ ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. თუმცა რქაწითელის სიუხვე მაინც ვერ აანაზღაურებდა ღვინის იმ მოცულობას, რაც ყოველწლიურად საქართველოში მოიხმარება, რომ არა ამ ღვინის ე.წ. გაბევრება და ფალსიფიცირება. შესაბამისად, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.

„ხელისუფლება რთველის პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იწყებს იმპულსურად მოქმედებას, თუმცა, საჭიროა მიუდგეს ამ საკითხს სისტემურად და გონივრულად. მთავარია შევხედოთ ციფრებს, რომელსაც ყველა უგულებელყოფს და მათი ანალიზი გავაკეთოთ. ჯაჭვი ასეთია – რქაწითელი, რომელიც არის ჩასაბარებელი, სად მიდის, სად იყიდება, რაში სჭირდება მყიდველს და ვინ იყენებს? ჩაბარების შემდეგ ერთერთი მთავარი არხი არის ჩამოსასხმელი ღვინის ბაზარი, ანუ ვგულისხმობ რესტორნებსა და კაფეებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ერთი ლიტრი ღვინო ღირს დაახლოებით 5-დან 7 ლარამდეც კი. ამ ღვინოში ძირითად შემთხვევაში გამოიყენება რქაწითელი. საქართველოში რქაწითელის ყურძნისგან დამზადებული ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება არის დაახლოებით 70-80 მილიონი ლიტრი. ამ რაოდენობის ღვინო რომ დამზადდეს, პრაქტიკულად რთველზე რაც არის რქაწითელი ჩასაბარებელი, ის მასალა შეიძლება არც კი ეყოს. რეალურად, ესე იგი ხდება ფალსიფიკაცია და დასამალი არ არის, რომ ქართულ რესტორნების უმრავლესობაში არის სავარაუდოდ ფალსიფიცირებული ან უვარგისი ან როგორც ეძახიან გაბევრებული ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხს წესით ხელიდან უნდა სტაცებდნენ რქაწითელსაც ისევე, როგორც საფერავს. უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას არავინ არ უყურებს. აბა დაიწყოს სახელწიფომ რეალური კონტროლი რესტორნებსა და კაფეებში, მაშინ უკვე დეფიციტი იქნება რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ამაზე არავინ არ საუბრობს და გლეხებს მერე უხვევენ თვალს და ამბობენ, რომ თურმე 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენა და ა.შ. ჩვენ მოგვიწოდებენ პოლიტიკოსები ნუ ერევითო რთველის საკითხში და ამ დროს თვითონ გამოდიან ოფიციალური სტრუქტურები და ამბობენ, რომ 70 ძალიან კარგი ფასია ყურძნისთვის. ჩარევაა აბა რა არის, როცა თვითონ ისინი განსაზღვრავენ თავისი საუბრით ყურძნის ფასს. რეალობა კი არის სულ სხვა. მე ამაზე ვსაუბრობდი წინა ხელისუფლების დროსაც, რადგან მაშინაც იდგა ფალსიფიკაციის პრობლემა და იგივე გრძელდება დღესაც.“ – აცხადებს ლევან კობერიძე.

„დღეს გადამყიდველებს მიაქვთ ყურძნიდან მოგების მეტი წილი და ეს არის მთავარი პრობლემა. გლეხი რჩება ყველაზე მეტად წაგებული. ე.წ. ყურძნის ბირჟების შექმნა აუცილებელია, როგორიც არის საფრანგეთში, იტალიაში და სხვა ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში. ამ ბირჟებზე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გლეხებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიტანონ და იქ ჩააბარონ. მათ ეცოდინებათ, რომ მათი პროდუქტი დადგენილი საბაზრო ფასით ავტომატურად”

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

პარლამენტში თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება მექნება

პარლამენტში თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება მექნება

13 years ago
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

5 years ago
„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

5 years ago
ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

4 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by