• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, December 16, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ნარმანია – ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ, ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ

6 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
დავით ნარმანია – ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ, ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის საკითხი წლის ბოლომდე გადაიხედება, თუმცა როგორც შესაბამისი ფაქტორების ანალიზი აჩვენებს, მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ე.წ. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სემეკ-ის დაგეგმილი პოლიტიკა და საპროგრამო საკითხები განიხილეს, რის მიხედვითაც ნარმანია თავმჯდომარის რანგში მუშაობს აპირებს. სემეკ-ის ხელმძღვანელის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და სამუშაო პროგრამაც წარადგინა. მისი დამტკიცების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული პროცედურული უზუსტობის გამო, კენჭისყრა გადაიდო.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, რამდენად დგას დღის წესრიგში ელექტროენერგიაზე, წყალსა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდის საკითხი.

ნარმანიას ინფორმაციით, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფის გადახედვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, რადგან ამ სექტორებში გრძელვადიანი ტარიფები მოქმედებს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სადაც ჯერ ისევ მოკლევადიანი ტარიფი მოქმედებს, ნარმანიას თქმით, ტარიფი წლის ბოლომდე გადაიხედება, თუმცა სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა.

„ტარიფების გადახედვა ბუნებრივი პროცესია და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა გაიზრდება თუ შემცირდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარეგულირებელი კომისია ყველა ეკონომიკურ ფაქტორს უყურებს, რომელიც ტარიფის გაანგარიშებაში მონაწილეობს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. არსებობენ ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ და ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ. ეს ყველაფერი წლის ბოლოს გვეცოდინება. ჩვენთან [გაზის კომპანიების] განაცხადები წარმოდგენილია. არის სექტორები, სადაც ყოველწლიურად დგინდება ტარიფები და არის სექტორები, რომლებიც გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე გადავიდნენ. მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორი გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე გადავიდა. აქ ტარიფი 2017 წლის ბოლოს სამი წლის ვადით დადგინდა. შესაბამისად, თუ რამე მასშტაბური მაკროეკონომიკური არასტაბილურობა არ მოხდა, 2018, 2019 და 2020 წლებში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა არ მოხდება. ასე რომ, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების გადახედვას არ ვაპირებთ. ასევე გრძელვადიან ტარიფებზე გადავიდა წყალმომარაგების სექტორი. რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, ტარიფების გადახედვა წელს უწევს, თუმცა აქაც გვინდა, გადავიდეთ გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე, მაგრამ ბუნებრივი აირის სექტორში ჯერ ყველა მოცემულობა გაანგარიშებული არ არის და ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვეცოდინება. თუმცა არსებული ფაქტორების აბსოლუტური უმეტესობის ანალიზიდან გამომდინარე, რამე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. კომპანიებმა განაცხადები [ტარიფის ცვლილებაზე] ტარიფის დადგენამდე 180 დღით ადრე უნდა შემოიტანონ. შესაბამისად, გაზის კომპანიებს განაცხადები წარმოდგენილი აქვთ“, – განმარტა დავით ნარმანიამ.

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In