• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, February 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე – ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე  – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე –  ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი, – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

მისი თქმით, გაიხსნება თუ არა ხვალ მონასტრები სასულიერო პირებისთვის, ეს პირდაპირ არ თქმულა და მხოლოდ ვარაუდია. ამასთან, როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეკლესიების გახსნის შემთხვევაში, თავად იქ ასვლისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, რადგან სასულიერო პირების საეროსგან გამოყოფა მისი მხრიდან არაეთიკური ნაბიჯი იქნება.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ პრემიერის ენერგიულ ქმედებებს ამ პრობლემის მიმართ, მაგრამ საეკლესიო მორალიდან გამომდინარე, ჩვენ ეკლესია ვართ ერთი წიაღი, სასულიერო პირები და მრევლი ერთი წიაღი ვართ. ვერანაირად გამოვყოფთ თავს ჩვენ სასულიერო პირები ჩვენი მრევლისგან, ჩვენი ერისგან. ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენ ავალთ მხოლოდ და თქვენ დაბლა იყავით, ვერ ამოხვალთო. ვფიქრობ, ეს არ არის მორალური საქციელი ეკლესიაში. ასევე ითქვა, რომ სასულიერო პირების შემდგომ უახლოეს ხანში იმედი გვაქვს, მოხდება ისეც, რომ ჩვეულებრივ დაიშვებიან საერო პირებიო. ჩვენ გვირჩევნია, დაველოდოთ იმ უახლოეს ხანს, როდესაც საერო პირებსაც დაუშვებენ და ერი და ბერი ავიდეთ ერთად. იმიტომ, რომ ასე მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისი თქმითვე, აუცილებელია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთის მიმართ სამართლიანები იყვნენ.

“დოკუმენტების, რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია მთლიანად ჩვენია და საქართველოს სახელმწიფოს არავითარი სახვეწარი არ აქვს აზერბაიჯანთან, რომ უფლება მოგვცეს დაშვების ამ მონასტრებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს კეთილმეზობლობას და ამას ჩვენ ვაფასებთ. ამას შენარჩუნება და მოფრთხილება უნდა, მაგრამ სამართლიანობის გარეშე მშვიდობა და სიკეთე არ არის მყარი და სტაბილური. ამიტომ აუცილებელია, რომ აზერბაიჯანის მხარე მიხვდეს, რომ აუცილებელია სამართლიანი იყოს ჩვენ მიმართ, რომ ამ კეთილმეზობლობას და მეგობრობას, ამ კარგ დამოკიდებულებას ჩვენ შორის ალტერნატივა არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი რეგიონის ხალხი ვართ, კავკასიაში მცხოვრები ხალხი ვართ და ერთმანეთთან კონფლიქტით ვერაფერს მოვიგებთ, მხოლოდ წავაგებთ. ეს უნდა გავაცნობიეროთ”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ცნობისთვის, ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 02/03/2026
  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს 02/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In