• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კეკელიძე – იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და კრემლის ოთხი „ტროლი“ და ხუთი „ტროლადშობილი“ ვერ შემაშინებს

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების ბანერების განთავსებაზე უარს ამბობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტებს ეხმაურება.

„მეგობრებო! გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ.

სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ: რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის იბრძვის, ილიას და ვაჟას რომ სურდათ, სულ ერთგვარია: ვაიმე, იმან ნახე რა დაწერა? ის საშიში კაცია!

ეს არის ყველაზე ცრუ და მავნებელი შფოთვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეშინებულთა შორის, სამწუხაროდ, რაღაცნაირად აწყობდეს კიდეც წამოსატირებლად – „ბნელებს მიაქვთ ეს ქვეყანა“ და ვინ ბნელებს? იმ თხუთმეტ ადამიანს, ვინც ერთმანეთის შესაგულიანებლად საბჭოთა კავშირზე ბალადებს მღერიან და არსენალში ფსკერზე მოლივლივე სიტყვები აქვთ? ეს შიში, პირველ ყოვლის, იმ დიდ, ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, ამ გონებადაბინდული ხალხის უკან რომ ჩასაფრებულა. სულ ასე თამაშობდა – კი, თქვენ მართლები და ჭკვიანები ხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრი!

არ ხართ! ძალიან, ძალიან ცოტა ხართ!

მე და ჩემი გუნდი კვირაში ხუთ სოფელს მაინც ვსტუმრობთ და იქ დიდი სიყვარულით მართლა ბევრი ხალხი გვხვდება, მშრომელი ხალხი სულ სხვა განცდით. ყოველდღე ასობით მოსწავლე მწერს ბიბლიოთეკის მოწყობის თხოვნით. უამრავი ახალგაზრდა იდგა გუშინ ოძისის აქციაზე და მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ! და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! აქეთ ანუ იმ საქართველოს მხარეს, რომელსაც კრემლისთვის ზურგი აქვს შექცეული და იმ მომავლისკენ იყურება, სადაც ძლიერი, დასავლური, თავისუფალი ქვეყანა მოჩანს. იყურება და შრომობს. ისინი ჩვენს გვერდით დგანან ან უფრო ზუსტად – ჩვენ ვდგავარ მათ გვერდით.

ეს ქვეყანა ძალიან ძველია. ძველი და პატარა. და ის, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან თანხმდება, ნიშნავს რომ გადავრჩით და გადავრჩით ასე – სწორი გზით მავლები მაინც მეტი აღმოვჩნდებოდით ხოლმე.

არავითარი პოლიტიკური განზრახულობა მე არ მაქვს და არც მექნება, უზუსტესად ვიცი. ვერც ის არგუმენტი რომ „ხალხს ვუყვარვარ“ გამოდგება ამის საცდური. შეიძლება ეს საქმე ვინმეზე უკეთ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ სხვაგან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს – წერა, წიგნები, კინო, ბიბლიოთეკა, სოფლებში ხეტიალი მომწონს. ვმუშაობ და ვიმუშავებ ისევ დილის ექვსიდან შუაღამემდე, რუტინულად და ჩუმად, მაგრამ იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ოთხი კრემლის „ტროლი“ და ხუთი „ტროლადშობილი“ ვერ შემაშინებს. მეტიც, მე მათთვისაც ვიმუშავებ და აგერ, დღეს სიტყვამ მოიტანა, თორემ არასდროს დავთვლი და მით უფრო არ გავრიყავ – ვეცდები ხელი გავუწოდო და ვუთხრა: ფრთხილად, მეგობარო, იქით – ორჯონიკიძეა, აქეთ – ჭავჭავაძე. კარგ კვირას გისურვებთ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In