გუდაურში წყალი ამ დროისთვის ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, – ამის შესახებ ” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ განაცხადა.
მისი განმარტებით,გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ყინვების გამო, შესაძლოა წყლის წნევის ცვლილება დაფიქსირდეს. ამის გამო, ყოველ საათში მონიტორინგი და რეზერვუარების შემოწმება ხორციელდება.
რაც შეეხება ბაკურიანს, დირექტორის თქმით, წყალი პრობლემის გარეშე მიეწოდება მოსახლეობისა და სასტუმროების 90 პროცენტს. თუმცა, 20-მდე სასტუმროს წყალმომარაგების პრობლემა აქვს, ვინაიდან მათ შიდა ინფრასტრუქტურა დროულად არ მოაწესრიგეს.