• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შალვა ფიფია: „ისრაელთან აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია 21-25 ოქტომბერს, მინისტრის შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

როგორც “თბილისი თაიმსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იაირ შამირს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შალვა ფიფიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, საქართველოში კოოპერაციების შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მუნიციპალიტეტებში რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხს.

“აღნიშნული სამსახურები ხელს უწყობს ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას და მათ საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

“მისასალმებელია ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითრების მხარდაჭერა, რადგან მათ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში წარმატებული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებით, თანამედროვე სასათბურე მეურნეობებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მოხარულები ვიქნებით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით”,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ფიფიამ.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის ცენტრის (CINADCO) ხელმძღვანელს, ომარ ზიდანსაც შეხვდა, რომელმაც საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, ქართველი ფერმერებისა და კოოპერატივების შექმნის მსურველთათვის ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განახორციელების სურვილი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა ფიფიამ შეხვედრა გამართა ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ოფერ ზაკთან, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალით დაინტერესდა.

შალვა ფიფიამ ისრაელში ყოფნისას საირიგაციო უახლესი ტექნოლოგიების NA’AN DAN JAIN სისტემები დაათვალიერა – მათ შორის, წვეთოვანი რწყვის სისტემები, რომლის დანერგვის უდიდესი გამოცდილებაც ისრაელის სახელმწიფოს გააჩნია.
ვიზიტის დასასრულს, შალვა ფიფია ფერმერულ გაერთიანებებში, ე.წ. კიბუცებში იმყოფებოდა, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები დაათვალიერა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტი 25 ოქტომბერს დაასრულა.

25.10.13

Tags: შალვა ფიფია: „ისრაელთან აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით“
ShareTweet

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს
ახალი ამბები

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026

საინტერესო

“ენერგიული ადამიანი ვარ და როცა ეცნობიან ჩემს შემოქმედებას, არის გაკვირვებული თვალები” – ახალგაზრდა პოეტი ანი ნოზაძე

10 years ago

გია ჭირაქაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

10 years ago
სექსუალური ძალადობა სმენის არმქონე  7 წლის გოგონაზე – საქმის დეტალები

სექსუალური ძალადობა სმენის არმქონე  7 წლის გოგონაზე – საქმის დეტალები

3 years ago
ლევან წულაძის სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგება

ლევან წულაძის სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგება

11 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by