• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი, – ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვიდი წელია, ქართველი ხალხი ყოველ არჩევნებზე ადასტურებს პირველი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელ მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.

„შვიდი წელი გავიდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან.

ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე.

ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.

უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს პირველი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.

„ქართული ოცნება“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.

კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია – განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით.

ეს ის შედეგებია, რომელიც მიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედიაპროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას.

დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად. არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა ქართული დემოკრატიისთვის. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოავლენს უზენაეს ნებას – ვის ანდობს ქვეყნის მართვას.

ერთად განვლილი შვიდი წელი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს და მას შესწევს ძალა, ქართველ ხალხთან ერთად დაძლიოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ და ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ შეუქცევადი განვითარების რელსებზე!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი: “საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა”

9 years ago
რომელი პაციენტები ამარცხებენ კოვიდ 19-ს ადვილად – ლევან რატიანი

რომელი პაციენტები ამარცხებენ კოვიდ 19-ს ადვილად – ლევან რატიანი

5 years ago
დავით ნარმანია: “გვინდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ზოოპარკის ტერიტორია გაიხსნას”

დავით ნარმანია: “გვინდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ზოოპარკის ტერიტორია გაიხსნას”

11 years ago
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ – 2014 დაიწყო

“საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლინა

10 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by