სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევანი უკვე გააკეთა.
პატრიარქი ლესელიძის ქუჩაზე, #4 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა. უწმინდესმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.
“დალოცვილი იყავით”, – ბრძანა ილია მეორემ და კონვერტის ჩაგდებისას საარჩევნო ყუთს ჯვარი გადასახა.
#4 საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პატრიარქი სიაში 1173-ე ამომრჩეველი იყო, სულ კი უბანზე 1374 ამომრჩევლია.
27.10.13





