• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიწის რეგისტრაცია უფასოდ

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მიწის რეგისტრაცია უფასოდ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი, პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კონკრეტულად რა ტერიტორიებს მოიცავს 8-თვიანი პროექტი, ჯერ უცნობია. საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერჯერობით საბოლოო დოკუმენტი, თუ რომელ სოფლებში განხორციელდება ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია, მიღებული არ არის.

„ტერიტორიაზე, სადაც სისტემური რეგისტრაცია დაიწყება, რეესტრი გააკეთებს იმ მიწის ნაკვეთების ნახაზებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული და აცნობებს მოქალაქეს/დაინტერესებულ პირს, რომ დაიწყო მის სახელზე ადმინისტრაციული წარმოება და უკვე კონკრეტული მოქალაქის სახელზე მოხდება დოკუმენტების მოძიება. შემდგომ, ამ პროცესში, ნახაზის კორექტირება იქნება ეს, თუ წერილის გაგზავნა, დოკუმენტების მოძიება, ყველაფერს აკეთებს რეესტრი.

არის ტერიტორიები, რომლებსაც უკვე ჰყავს მესაკუთრე, მაგრამ ზოგს ფართობი დაზუსტებული აქვს, ზოგს დაუზუსტებელი, სისტემური რეგისტრაცია კი ემსახურება იმას, რომ მთლიანად მოხდეს კონკრეტულ ტერიტორიებზე ფართობების დადასტურება. ამიტომ, რეესტრი აქაც აკეთებს ნახაზს და ეუბნება მესაკუთრეს, თანახმა ხართ თუ არა, ამა და ამ კვადრატულობით მოხდეს თქვენს მიწაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება და ფართობის დადასტურება. თუ დაინტერესებული პირი დაეთანხმება, რეესტრი განაგრძობს წარმოებას, მაგრამ თუ იტყვის დაინტერესებული პირი, რომ „არა, მე რა ფორმითაც [და ფართობით] მქონდა, იმ ფორმით დამიტოვეთ“, დარჩება რეგისტრაცია არსებული ფორმით და ის იქნება იურიდიული ძალის მქონე“, – გვითხრეს საჯარო რეესტრში.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016 წლის ზაფხულშიც დაიწყო 12 დასახლებაში როგორც საპილოტე პროექტი. ეს პროექტი 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრებულა.

ამ 12 დასახლებიდან, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო, ერთ-ერთი დაბა შუახევია. ტერიტორია მოიცავს დაბა შუახევს და სოფლებს: ჩანჩხალო, სხეფი, დაბაძველი, ოქროპილაური, ბესელაშვილები, გუნდაური, დრო.

„დაბისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიები დაიყო 132 ბლოკად, აღირიცხა მიწები, მოამზადეს საკადასტრო ნახაზები და საჯარო რეესტრში წარადგინეს. ნაკვეთებს, რომლებიც 1998 წლის ოქმებით ან სხვა მონაცემებით ეწერათ მოქალაქეებს, საჯარო რეესტრი ურეგისტრირებდა ავტომატურად. მაგრამ რეესტრი თუ ვერ დაადგენდა მართლზომიერ მფლობელს, ვერ მოიძიებდა ვერანაირ დოკუმენტს საკუთრების დასადგენად – ასეთებს გზავნიდა მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიაში. 3000-მდე განცხადება შემოვიდა, აქედან უმეტესს ეთქვა უარი, იმიტომ, რომ ან ზედდება იყო – ტყის მასივთან, ან გადაფარვებში მომიჯნავე ნაკვეთებთან. პარალელურად მიეცათ დრო ხარვეზის გამოსწორებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.

მისივე ინფორმაცით, ამ პროექტის ფარგლებში დარჩენილია 160-მდე ნაკვეთი, რომლებიც გადასამოწმებელია და ადგილზე დათვალიერებისას თუ კომისიას მოწმეები დაუდასტურებენ, რომ სადავო არ არის, ამ შემთხვევაში აღიარებს  კომისია ამ ნაკვეთებს.

„ბევრ მოქალაქეს, რახან საჯარო რეესტრიდან ერთხელ უკვე იყვნენ და აზომეს ნაკვეთები, ჰგონია, რომ საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. ეს ბევრ შემთხვევაში ასე არ არის და საჭიროებს დაზუსტებას, რასაც ჩვენი კომისია აკეთებს. შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ნახაზების ჩასწორება და ა.შ.“ – გვითხრა რუსუდან შავაძემ.

მერის მოადგილე ამბობს, რომ თუ მოქალაქეს ეჩქარება ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება, მას შეუძლია თავად გადაიხადოს თანხა, მოამზადებინოს ამზომველს კორექტირებული საკადასტრო ნახაზი და წარადგინოს საჯარო რეესტრში. „თუ არა და დაელოდება რეესტრს, რომელიც უფასოდ ჩაასწორებს ნახაზს“.

რუსუდან შავაძის ინფორმაციით, მერიაში მიიღეს მითითება, რომ მაქსიმუმ ერთი კვირა არ აღიარონ ნაკვეთები. რაც შეეხება ახალ პროექტს, დეტალური ინფორმაცია არც შუახევის მერიაში აქვთ.

„შესაძლოა შუახევში არეალი გაფართოვდეს სისტემური რეგისტრაციის, ან სხვა მუნიციპალიტეტები მოიცვას, ამ ერთ კვირაში ალბათ გვეცოდინება. ეს ერთი კვირა კი გვითხრეს, საგანგებო მდგომარეობის გამოც შეჩერებული იყო აღიარება კომისიის მიერ, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ – ადრე დაწყებული პროექტის ფარგლებში ნაკვეთების დათვალიერების ოქმები უნდა გავაკეთოთ. მოსახლეობაც გვაწუხებს… ამ დროისთვის 7 ნაკვეთზე ყველაფერი მზად გვაქვს და შესაძლებელია აღიარებაზე გატანა, თუმცა, 160-მდე ნაკვეთის დოკუმენტებია მოსაგვარებელი“, – გვითხრა რუსუდან შავაძემ.

რა შედეგი ექნება ამ პროექტის დასრულებას? – რუსუდან შავაძე ამბობს, რომ „შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება და გაიმიჯნება რომელი ნაკვეთები იქნება კერძო საკუთრებაში, რომელი მუნიციპალიტეტის და რომელი სახელმწიფო საკუთრებაში. დაურეგისტრებელი ნაკვეთი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში არ დარჩება“.

ვიდრე მთავრობა სისტემური რეგისტრაციის ახალ პროექტს დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით კვლავ დაირეგისტრირონ.

სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

ანუ მიწის რეგისტრაციის პროგრამა, რაც ამ დრომდე იყო, ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა პროგრამაში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ჭაბუა ამირეჯიბის უკანასკნელი ტელე ინტერვიუ

13 years ago
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

8 years ago

“თურქეთის მიმართულებით, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ”

10 years ago
ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება – კარლ ჰარცელი

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება – კარლ ჰარცელი

4 years ago

ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დე, ჩემო უკიდეგანო მონატრება, ჩემო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ჩემო,...

მეტის ნახვაDetails
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026
3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი 11/17/2026
  • ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში 11/17/2026
  • ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by