• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაიზრდება თუ არა წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასები? ტურისტული კომპანიების პროგნოზი

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება და  ჩვენი მორიგი ბლიც -გამოკითხვა ამ საკითხს ეხება, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა არის თუ არა მოთხოვნადი საქართველოში ზამთრის კურორტები , ელოდებიან თუ არა ტურისტული კომპანიები სტუმრებს უცხოეთიდან და  რომელი ქვეყნებიდან, გაუზრდება თუ არა  წელს  საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასები…

გამოიკითხა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე არსებული  8 ტურისტული კომოანია: ინტერკონტინენტალი,  Go Tour,  არგოტური,  ლიბერთი ტური,  კალიფსო თრეველი, მოგზაურთა კლუბი,  ინტერ ტური, იტა ჯორჯია.

გამოკითხული კომპანიის სრული უმრავლესობა ასახელებს, რომ ტურისტებს უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ელოდებიან, რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. ქართველები კი ზამთრის სეზონზეც ეგვიპტესა და დუბაის სტუმრობენ.  კომპანიების ვარაუდით წელს ტურისტების ზრდას ვარაუდობენ, აქვე ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ წელს შიდა ტურებზე ბაკურიანსა და გუდაურში ფასები  გაიზრდება.

გთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:georgian_tour_operator (3++)

ინტერკონტინენტალი კომპანიაში აცხადებენ, რომ  საზღვარგარეთ ზამთრის ტურისტული სეზონი ორი კვირის წინ დაიწყო ხოლო საქართველოში დეკემბრის 25ში იწყება. მოთხოვნა კი გარე ტურებზე უფრო მეტია, კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი ითხოვს ზამთარში გარე ტურებს. ყველაზე მოთხოვნადი კი ეგვიპტე და დუბაია. ზამთრის ტურები ძალიან აქტუალურია, გასულ ზამთარს 3 000-მა ადამიანმა ისარგებლა ინტერკონტინენტალის გარე ტურებით, წელს კი კომპანიაში ამ მაჩვენებლის 15%-იან ზრდას ვარაუდობენ. სტუმრებს კი ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან , აზერბაიჯანიდან და ეგვიპტიდან ელოდებიან , რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. შიდა ტურებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან უფრო ფიქსირდება. ქართველები ზამთარში ძირითადად თბილ ქვეყნებს ირჩევენ და  ტურისტთა 70% 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ითხოვს, ხედით ზღვაზე, ბიოზოლში და აუცილებელი კრიტერიუმია აუზში წყალი მუდმივად თბებოდეს. შარშანდელთან შედარებით  შეინიშნება ფასების 20 %იანი ზრდა.  ზამთრის საზღვარგარეთ გატარების მსურველებს ეს სიამოვნება 1 კვირის განმავლობაში  საშუალოდ 1500 $ დაუჯდება ხოლო საქართველოს ზამთრის კურორტებზე 1 დღის გატარების  ღირებულება  2პერსონას 70-80 $ დაუჯდება.

ტურისთულ კომპანია Go Tour-ში აცხადებენ, რომ  ზამთრის სეზონი გარე ტურებისთვის უკვე დაიწყო, კერძოდ კი დუბაისა და ეგვიპტის მიმართულებით, ქართველების მხრიდან მოთხოვნადია ასევე იტალიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის საშობაო ტურები. კომპანიაში ამ ეტაპზე გარე ტურები უფრო მოთხოვნადია, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წლის აპრილიდან გამოჩნდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და ამიტომ, ბუნებრივია ვერ გვისახელებს თუ რამდენად აქტუალური იყო ზამთრის ტურები გასულ წელს. წელს კი სტუმრებს ყაზახეთიდან და უკრაინიდან ელოდებიან.  ტურების ღირებულება 400$დან იწყება.

კომპანია არგოტურში  „თბილისი თაიმსთან” საუბრისას აცხადებენ,  რომ  ზამთრის ტურისტული სეზონი 20 ნოემბრიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მეტია, საზღვარგარეთ ზამთრის გატარების მსურველები კი ეგვიპტესა და დუბაის ითხოვენ. შარშან  ძალიან აქტუალური იყო ზამთრის ტურები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება უცხოელებს, კომპანიაში ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ელოდებიან ტურისტებს. როგორც საუბრისას აღმოჩნდა  უცხოელების მხრიდან უფრო შირად ფიქსირდება მოთხოვდა საქართველოს ზამთრის კურორტებზე, რომლებიც ითხოვენ ქართული კერძების დეგუსტაციასა და მაქსიმალურ კომფორტს სასტუმროში. ფასები სტაბილურია და ბაკურიანსა და გუდაურსი დასვენება მსურველებს 500-600$ დაუჯდებათ ერთი კვირის განმავლობაში.

ლიბერთი ტურში აღნიშნავენ, რომ  ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში 25 დეკემბრიდან იწყება, საზრვარგარეთ კი ნოემბრიდან. ზამთრის სეზონზე შიდა ტურები უფრო მოთხოვნადია, ტურისტებს კი აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ელლოდებიან, რომლებიც ბაკურიანსა და გუდაურს ირჩევენ.  ტურისტები ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. ტურის ღირებულება კი ერთი დღის განმავლობაში 200-250 ლარს შეადგენს.

კალიფსო თრეველი–ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბრიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მეტია, გასულ წელს ზამთრის ტურები ძალიან მოთხოვნადი იყო და წელსაც იგივე მოლოდინია. ტურისტებს კი ელოდებიან  რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან, რომლებიც ითხოვენ ექსკურსიებს, ქართული ტრადიციუკი კერძების დაგემოვნებასა და კომფორტულ სასტუმროს.  გუდაურსა და ბაკურიანში 1 კვირის გატარების ღირებულება ორ პერსონაზე 1500$-ია.

მოგზაურთა კლუბში აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი  ნოემრიდან იწყება , მოთხოვნა კი უფრო მეტად შიდა ტურებზე ფიქსირდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ შარშან ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა არ იყო წელს კი უკეთესის მოლოდინი აქვთ. ქართველები კი უცხოეთის თბილ ქვეყნებს ირჩევენ ზამთრის სეზონზე როგორიცაა, დუბაი და ეგვიპტე. საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა კი ძირითადად ქართველების მხრიდანაა თუმცა  სტუმრებს უკრაინიდან და აზერბაიჯანიდანაც ელოდებიან. ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა თუმცა კომპანიაში ვერ გვისახლებენ დაახლოებით რა ჯდება ზამთრის ტურები.

ტურისტულ სააგენტო  ინტერ ტურში აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ნოემბრის ბოლოდან იწყება, მოთხოვნა კი შიდა ტურებზე უფრო მეტია. შარშან ზამთრის კურორტები ნაკლებად აქტუალური იყო თუმცა წელს მოთხოვნის ზრდას ვარაუდობენ. ტურისტებს ელოდებიან ლიტვიდან და ლატვიიდან  და აცხადებენ რომ შიდა ტურებზე მოთხოვნა ქართველი და უცხოელი ტურისტების მხრიდან თანაბრად ხდება მაგრამ აცხადებენ, რომ ქართველებს მომსახურებაში ფულის გადახდა არ სურთ და ტურისტული სააგენტოების გვერდის ავლით ცდილობენ დასვენების მოწყობას.  ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა და ტურის ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს 300$-ს.

იტა ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ  საქართველოში ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მაღალია, ბაკურიანი და გუდაური კი უცხოელი ტურისტების მხრიდან აქტუალურობას არ კარგავს. კომპანიაში ამბობენ, რომ შარშნ ძალიან აქტუალური იყო საქართველოს სათხილამურო კურორტები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. ტურისტებს ელოდებიან რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. უცხოელი ტურისტების მხრიდან ზამთარში ბაკურიანსა და გუდაურზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ტურისტები ძირითადად ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ერთკვირიანი ტურის ღირებულება კი ერთ პერსონაზე 500$-ს შეადგენს.

29.10.13

ნინა პირტახია

Tags: გაიზრდება თუ არა წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასები? ტუერისტული კომპანიების პროგნოზი
Share1Tweet1

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
ახალი ამბები

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026
დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია – ხაშური-ბორჯომის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
ახალი ამბები

დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია – ხაშური-ბორჯომის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

11/18/2026
ახალგაზრდა ქალს ოჯახი მესამე დღეა ეძებს
ახალი ამბები

ახალგაზრდა ქალს ოჯახი მესამე დღეა ეძებს

11/18/2026

საინტერესო

თბილისში ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანება დასჯადი ხდება

თბილისში ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანება დასჯადი ხდება

9 years ago
დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

10 years ago
“მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ – ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

“მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ – ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

4 years ago

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში გენმოდიფიცირებულისურსათი გამოავლინა

11 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by