• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამარ ბაჩალიაშვილის დედა – შეიძლება, ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ

6 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
თამარ ბაჩალიაშვილის დედა – შეიძლება, ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თეონა თამაზაშვილი მისი შვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ შესაძლოა, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მისი შვილის გარდაცვალება მის საქმიანობასაც უკავშირდებოდეს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, მან ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ.

„ის ვიცი, რომ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩემს შვილს იმხელა ამბიციური გეგმები, იმხელა პოტენციალი ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა. როგორც ძებნა შეაფერხეს, ახლა გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ მიკავშირდება, არავინ არაფრის საქმის კურსში არ მაყენებს, რა ვერსიებზეა ლაპარაკი. ვეჭვობ, რაღაცების მიწეპება, მიტყეპება უნდათ და ასე უბრალოდ დახურვა, მაგრამ მაინც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოვისვენებ. სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და სადაც კი რამე მოიძიება, ყველგან. არ გავჩერდები. თვითმკვლელობამდე მიყვანას არ გამოვრიცხავ, მაგრამ უაზროდ რომ თავი მოეკლა ჩემს შვილს, ამას სასტიკად გამოვრიცხავ. თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც იმიტომ, რომ ისე იყო მოწყენილი, სულ რაღაცას ჩაჰკირკიტებდა ბოლო ერთი თვის მანძილზე, არ ვიცი რას. ფაქტია, რომ კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ სხვა რაღაც, შეიძლება ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ“, – აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში „ზეგ“ დისტანციურად მუშაობდა, თუმცა, დედისთვის უცნობია, კონკრეტულად რა იყო მისი მეორე სამსახური.

„ვიცი, რომ ავსტრიელებთან მუშაობდა, მაგრამ იქედან 2 თვის წინ წამოსულა. ეს მისმა მეგობარმა ბრძანა, რომ იქედან 2 თვის წინ წამოვიდაო. მე კიდევ მეგონა რომ სულ იღლებოდა, ამიტომ ვეჩხუბებოდი, ერთ-ერთი სამსახური დათმე- მეთქი. ეტყობა, ასე ძალიან იღლები და ამიტომაც ხარ გაღიზიანებული – მეთქი. მითხრა, არ ვიცი, რომელი სამსახური დავტოვო, ვერ გადამიწყვეტიაო. ის თუ 2 თვის წინ დატოვა, მაშინ ახლა რაღას ნერვიულობდა და ეს სამსახურიც რატომ დატოვა?“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი თავის კომპიუტერს სახლში არასდროს ტოვებდა, თუნდაც სახლიდან 4-5 საათით გასულიყო. დედა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი შვილი ვიღაცამ გაიტყუა.

„ვიღაცას გატყუებული ჰყავს. არ არის ეს გოგონა იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა?“, – აცხადებს დედა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი მიზნები ჰქონდა.

„წარჩინებული მოსწავლე იყო, ვერცხლის მედალზე დაამთავრა სკოლა, პირველ წელს ჩააბარა და 70 %-იანი გრანტი აიღო. არ დაისვენა, სანამ მეორედ არ ჩააბარა და 100%-იანი გრანტი არ აიღო. სულ მეცადინეობდა, ავტობუსშიც კი წიგნს კითხულობდა. ერთ წელში ისწავლა ფრანგული და საფრანგეთში წავიდა, რომ ლექციები ფრანგულად მოესმინა. ისეთი მონდომებული და ცხოვრებას მოწყურებული იყო, რატომ მოიკლავდა თავს? რაში სჭირდებოდა თავის მოკვლა, ყველაფერი ჰქონდა“, – აცხადებს დედა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ShareTweet

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
ახალი ამბები

რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

11/01/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

საინტერესო

ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს 

ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს 

4 years ago

“SilkNet”-მა ადგილზე მომსახურების სერვისი დანერგა

14 years ago
მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა

მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა

10 years ago
პაატა იმნაძე – გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება

პაატა იმნაძე – სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაიწყო

7 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by