• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“იგრიკა” – ძველი ქართული ორნამენტების არსებობა თანამედროვეობაში

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, ექსკლუზივი
A A
“იგრიკა” – ძველი ქართული ორნამენტების არსებობა თანამედროვეობაში
50
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ისტორია საინტერესოა და ძალზე მრავალფეროვანი. სხვადასხვა მიმართულებით, ის დღემდე აოცებს როგორც უცხოელებს, ისე – თავად ქართველებს. ზუსტადაც რომ საოცარია, როგორ შთაბეჭდილებასაც იწვევს ჩვენი ქვეყნის წარსული და მისი არსებობა ქართველების რეალობასა და ყოველდღიურობაში.

ბევრი სხვა დეტალის მსგავსად, ქართულ ორნამენტებს განსაკუთრებული, საკუთარ დიზაინში ჩაქსოვილი ისტორია, ამბები, შინაარსი აქვს. გარდა ამისა, ძალიან ლამაზი და დახვეწილია. ისინი დღემდე ძალიან საინტერესოა.

“იგრიკა” არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ნამუშევრებს სწორედ ქართული ორნამენტების ხაზით ქმნის. ნამუშევრებსაც საკუთარი მნიშვნელობა აქვს და ის თითოეულ შემთხვევაში განსაკუთრებულია.

“თბილისი თაიმსს” კომპანიის წარმომადგენლები, გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე ესაუბრნენ.

რამდენი ხანია, რაც დაფუძნდით და რა მიზნით?

დაახლოებით, ერთი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ,,იგრიკას” პროექტზე ვმუშაობთ.
ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ და ახლებური ინტერპრეტაციით გავაცნოთ საზოგადოებას ქართული კულტურული მემკვიდრეობა ორნამენტებისა თუ მისტიკური სიმბოლოების სახით. გვინდა, ჩვენი საგანძური ყოველდღიურობას მოვარგოთ – როგორც ძველად, ისე თანამედროვეობაში გამოვიყენოთ ორნამენტები ინტერიერის დეკორში.

უფრო კონკრეტულად, რას საქმიანობთ?
ვამზადებთ ხელნაკეთ საბეჭდავებს სხვადასხვა მასალისაგან, ვიყენებთ გერმანულ და იტალიურ ტექსტილის საღებავებს. ვბეჭდავთ ტილოს ქსოვილზე სხვადასხვა ტექნიკით, სრული ფერით ან ფერთა ისეთი შერევით, რომელიც ხავსისებურ ეფექტს იძლევა, შედეგად – ვიღებთ უნიკალურ ანაბეჭდს.
ამჟამად რამდენიმე პროდუქტზე ვმუშაობთ, ესენია: ხელნაკეთი სუფრები, ჩანთები, ხელსახოცები, დეკორატიული ბალიშები. წიგნის მოყვარულებისთვის ვამზადებთ საბეჭდავებს კერძო ბიბლიოთეკისთვის ინიციალების უნიკალური გრაფიკული გამოსახულებით, ძირითადად – ვიყენებთ ასომთავრულ ანბანს.
ასევე, ,,იფანთან’’ ერთად, ვამზადებთ დეკორატიულ ხის დაფებს ქართული ორნამენტული ჭრებით. გარდა ამისა, ვიწყებთ კერამიკის სტუდია ,,ესტიასთან” თანამშრომლობას და მალე ახალი პროდუქტი დაგვემატება.

რა შინაარსის, ინფორმაციების მატარებელია თქვენი ნამუშევრები?

,,იგრიკას” პროდუქტი თემატურადაა დაყოფილი, თითოეულ სუფრას თავისი ამბავი აქვს. მომხმარებლებისთვის ყველაზე საყვარელი დეკორი ,,მთვარის მცველია” – ასე შევარქვით მხრებზე ხმლებასხმულ ფიგურას, რომელიც ძვ.წ. მეორე ათასწლეულში არმაზის ღვთაების სიმბოლოს განასახიერბდა, მის გარშემო მნათობების ერთ-ერთი უძველესი გრაფიკული გამოსახულებებია, რაც მთლიანობაში ზეციური სამყაროს მეტაფორაა.

რატომ „იგრიკა“?
,,იგრიკა’’ ძვ. ქართულად აპრილს ნიშნავს, ჩვენი ისტორია კი აპრილში დაიწყო, გავიცანით ერთმანეთი და საფუძველი ჩაეყარა ჩვენს პროექტს.
და ბოლოს, რას გვეტყვით, რით არის გამორჩეული ქართული ორნამენტები?
ქართული ორნამენტების სიმბოლური მნიშვნელობა მრავალფეროვანია, მისტიკურია, უმეტესობას თანამედროვეობაში დაკარგული აქვს შინაარსი, მაგრამ იძლევა ინეტრპრეტაციის საშუალებას, თითქოს – ჩვენს გენეტიკურ კოდში დევს მათი გაშიფვრის გასაღები. მათი ისტორია გამორჩეულია, უძველესი ეპოქებიდან მოყოლებული მრავალმხრივ გაშლილია სხვადასხვა მასალაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ძველად ორნამენტების გამოსახვა საპატიო საქმედ ითვლებოდა, სწამდათ – რომ ეს მაგიური ნიშნები იცავდნენ კერას. ხშირად გვწერენ, რომ ჩვენი დეკორი სახლისთვის მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის, განწყობას ცვლის, რაც ჩვენთვის ძალიან ფასეულია.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძე

Share20Tweet13

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by