• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მომავალი ექიმი გურიიდან

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მომავალი ექიმი გურიიდან
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ოდესმე გიფიქრიათ , როგორ შეიძლება ადამიანს შემოქმედებითი ნიჭი და მდიდარი შინაგანი სამყარო პროფესიაში დაეხმაროს ? ან როგორ შეიძლება ახალგაზრდა თვითნასწავლმა მხატვარმა ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნას მიუძღვნას თავისი ცხოვრება ? ან იქნება ნიჭიერი მუსიკოსის ამბავი გაინტერესებთ, რომელიც თავისუფალ დროს გრაფიკული სტილის პორტრეტებს ქმნის და საყვარელ ადამიანებს ამ საოცარი ნამუშევრებით აბედნიერებს .

თუ ასეა, მაშინ მას გაგაცნობთ, მხატვარს, მუსიკოსსა და მომავალ ექიმს გურიიდან . გიორგი კალანდაძე ოცი წლისაა, ის ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში გაიზარდა, აქვე დაამთავრა საჯარო სკოლა და სწავლა თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს, არც მუსიკის ჯადოსნური სამყაროა მისთვის უცხო. გიორგი ფორტეპიანოსა და გიტარაზე ერთნაირი სიამოვნებით უკრავს, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელებს აჟრიამულებს თავისი საოცარი ჰანგებით . შემოქმედებითი ნიჭით ბავშვობიდან გამოირჩეოდა, ამის პარალელურად კი საპასუხისმგებლო პროფესიას ეუფლება და სამომავლოდ ადამიანების გადარჩენაზე აპირებს ზრუნვას. როდიდან დაინტერესდა ხატვით და რაში ეხმარება მას ეს მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო, ამაზე გიორგი თბილისი თაიმსს ესაუბრა :

„ ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლის ასაკიდან უკვე ვხატავდი. თავიდან  პეიზაჟების ხატვით ვიყავი გატაცებული. დაახლოებით 15 წლიდან პორტრეტების  ხატვით დავინტერესდი  და ამ კუთხით განვაგრძე ეს საქმიანობა.

რაც შეეხება მუსიკას, ჩემი და მუსიკის კავშირი სუფსის სამუსიკო სკოლაში დაიწყო. დავამთავრე ექვსწლედი. ამის შემდეგ,  დავინტერესდი გიტარით და მისი  შესწავლა გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა,  საბოლოოდ ფორტეპიანოზე მეტად გიტარამ გამიტაცა და დღეს ეს ინსტრუმენტი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ვერც მეგობრებთან ყოფნა და ვერც სხვა საქმიანობა ვერ წარმომიდგენია .

დიახ, მეგობრებთან ერთად ხშირად ვუკრავ და ეს ჩემი ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ყოველდღიური რუტინის შემსუბუქებაში მეხმარება. ამავდროულად, სიმღერა შესაძლებლობას მაძლევს ჩემი ემოციები და განცდები გადმოვცე და მსმენელამდე მივიტანო. დიდი ბედნიერებაა, როცა ხალხის ყურადღებას იპყრობ და დადებით ემოციებს იწვევ მათში.

სტიმულს მაძლევს ის, რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, რაც ბევრ ადამიანს პოზიტიურად განაწყობს. ამ პერიოდიდან ბევრი დადებითი ემოცია და სამახსოვრო ფაქტი შემომრჩა. ხშირად არის შემთხვევები, როცა გამვლელები ჩერდებიან და ჩვენთან ერთად მღერიან. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმულია. განსაკუთრებით კარგად მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენი სიმღერით მოხიბლულმა ხანშიშესულმა კაცმა თავისი ბინის აივნიდან ჯერ გაგვამხნევა, შემდეგ გადაწყვიტა აკომპანირება გაეწია და ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. ეს ნამდვილად საოცარი ემოციები იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება . ამაშია ამ საქმის ხიბლი, სწორედაც.

ხატვის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ერთნაირად წარმატებულად არ მიმდინარეობს ეს პროცესი და საჭიროა შესაბამისი დროის შერჩევა. ხშირად მომდომებია ხატვა მატარებელში, მეტროს ვაგონში, სამსახურშიც კი, თავისუფალ დროს. ისე მიტაცებს ეს საქმიანობა, რომ შემიძლია საათობით ვხატო, თუნდაც ღამის საათებში. ხშირად დამთენებია ხატვაში.

ამ საქმიანობის ბიზნესად გადაქცევას  არ ვგეგმავ. ამ ეტაპზე, სწავლაზე ვარ ორიენტირებული და დროის სიმცირე არ მომცემს ამ გეგმის ეფექტურად განხორციელების საშუალებას.

მიფიქრია, როგორი საინტერესო იქნებოდა მუსიკისა და მხატვრობის ნაზავი და ამ ორი ჩემი საყვარელი საქმის გაერთიანება. ნამდვილად მიყვარს ექსპერიმენტები და არც ამაზე ვიტყოდი უარს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესია არ მაძლევს შესაძლებლობას უფრო სერიოზული გეგმები დავისახო ამ კუთხით.  ამ ეტაპზე, მუსიკაც და ხატვაც ჩემი თავისუფალი დროის აქტივობებად რჩება.

რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, სამედიცინო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა და თავიდანვე ვიცოდი, ამ პროფესიას უნდა გავყოლოდი. განსაკუთრებული სტიმული ოჯახისგან წამოვიდა და ეს დამეხმარა მეტად დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს თავში და მოტივირებული.

ბევრი ფიქრობდა, რომ სამხატვრო აკადემიაში ან კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. ამაზე მეც მიფიქრია, თუმცა კმაყოფილი.და ბედნიერი ვარ საბოლოო გადაწყვეტილებით. მედიცინა ნამდვილადაა ის სფერო, სადაც ჩემს თავს ვხედავ.

ჩემს შემოქმედობითობას, მჯერა, ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. მუსიკა და ხატვა მეხმარება ადამიანებთან კომუნიკაციაში და საერთო ენის გამონახვაში. ვფიქრობ, ამ უნარს პროფესიაშიც განვავითარებ. ჩემი მუსიკით და ნახატებით ხალხის კმაყოფილებას და დადებით ემოციებს ვიწვევ, მინდა, ჩემს პროფესიაშიც ამ შედეგზე გავიდე.

ამ ეტაპზე, მთავარი გეგმა უნივერისტეტის წარმატებით დამთავრებაა. სწავლის გაგრძელებას უცხოეთში ვგეგმავ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვან. „

მხატვარი, მუსიკოსი, ექიმი- ახალგაზრდა გურული სტუდენტის შემოქმედებითობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალში სამედიცინო სფეროში მეტ ესთეტიკას და ხელოვნებას ვიხილავთ, ეს კი ნამდვილად არ აწყენდა ამ სფეროს.

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

Share4Tweet3

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს – კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს – კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

3 years ago
გიორგი კეკელიძე: ბიჭი, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია

გიორგი კეკელიძე: ბიჭი, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია

6 years ago
ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს

5 years ago

სოზარ სუბარი ირანის ელჩს საქართველოში შეხვდა

13 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by