• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამი უნივერსიტეტი, ორი პროფესია და უფრო მეტი გატაცება – ახალგაზრდა გოგონას ამბავი

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
სამი უნივერსიტეტი, ორი პროფესია და უფრო მეტი გატაცება – ახალგაზრდა გოგონას ამბავი
51
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თანამედროვე ადამიანების მთავარი მისია იცით რა არის ? ის რომ გარშემო არსებულ ამდენ გამოწვევასა და ინტერესს შორის საკუთარი იპოვოს და ის გააკეთოს, რაც გულით უნდა და გონებით გამოსდის . ჩვენი თანამედროვეობის ხიბლი იცით რაშია ? მეტისმეტად სწრაფი ტემპით გადის დრო და თუ ფეხს ვერ აუწყობ, თუ ცოტა ხნით მაინც შეისვენებ, გვერდზე ისე ჩაგივლის, ზედაც არ შემოგხედავს. უნდა იმარჯვო, ნაბიჯს აუჩქარო და თან ამდენ თავს შორის საკუთარი არ დაკარგო.

რთული ადამიანური მისიაა, თუმცა ცოტა თუ ახერხებს საკუთარ ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნას, თან ერთ კი არა ბევრ საქმეში. იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა 25 წლის მარიამ გურასპაშვილი. როგორც თავად ამბობს მისმა ზოდიაქომ ერთგვარად განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრება და როგორც ნამდვილ „ტყუპებს „ შეეფერება ყველაფერი გაორმაგებული აქვს, მათ შორის პროფესიაც.  სამ უნივერსიტეტში სტუდენტობის სტაჟი , ორი ბაკალავრის დიპლომი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, საჯარო მმართველობა ჯიპაში,  ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მოლოდინი და გამორჩეული, საინტერესო მისია – უცხოელი სტუმრებისთვის სამგზავრო პროცედურული მომსახურების გაწევა.

მარიამი საავიაციო სფეროშია დასაქმებული . ის ვიაპი სტუმრების დახვედრის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ასევე მასპინძლობას უწევს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ მნიშვნელოვან სტუმრებს, მათ შორის საქვეყნოდ ცნობილ მომღერლებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს.  პარალელურად მოყვარული მსახიობია, ბოლო რამდენიმე წელია დადგმებში იღებს მონაწილეობას , პირველი როლით კი ცნობილ თეატრალურ ფესტივალზე „ ნიღაბი „ ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია .

როგორ ათავსებს ამდენ საქმეს ერთად და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მეგობრებთან ერთად განტვირთვასაც ახერხებს , ამაზე თბილისი თაიმსს ესაუბრა მსახიობი, ლიტერატურათმცოდნე, CIP აგენტი  და მომავალი პედაგოგი მარიამ გურასპაშვილი .

„ ჩემი ორივე პროფესია ჩემს ხასიათს, ინტერესებს და განწყობებს შეესაბამება,  ვერც ერთი ვერ დავთმე, შეიძლება ვაღიარო, არჩევანის დროს ვფიქრობდი, რომ ერთი მეტად  საინტერესოა და  მეორე მეტად აქტუალური. ამიტომაც ორივეს -საჯარო მმართველობასა და ფილოლოგიას შევეჭიდე.

სხვათა შორის ძალიან კარგად კვეთს ეს ორი სფერო ერთმანეთს, ლიტერატურა ყველა სფეროს ამდიდრებს და ეხმარება.  ქვეყნის დესპანობისას ერის ლიტერატურაზე მეტად რა გამოდგება?! -იმ სფეროებს, კი, რომელსაც სახელმწიფო მმართველი უნდა მართავდეს ყველაზე უკეთ ლიტერატურა გაგაცნობს, მიხვდები რა სფეროს რა მნიშვნელობა აქვს და როგორი მიდგომაა საჭირო.  სამაგალითოდ- ფილოლოგი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გვყავდა.

ნათქვამის შემდეგ ,ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ჩემი სამუშაო საქმიანობა ავიაციას უკავშირდება,  ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საკმაოდ საინტერესო, საპასუხისმგებლო პოზიციაზე.  ჩამოფრენილ მგზავრებთან ქვეყნის უმოკლედ გაცნობაში, აეროპორტის სახელი კარგად მეხმარება, “ვეფხისტყაოსნის” ავტორის შესახებ მოკლე-დიდი ამბავი, ჩემს ქვეყანაზე პირველ შთამბეჭდავ შეხედულებას ტოვებს, ამ დროს მგონია, რომ ჩემს ორივე პროფესიას ქვეყნის სასარგებლოდ ვიყენებ, რაც მახარებს. ჩემი საინტერესო საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი და ამ დროის განმავლობაში მასპინძლობა გავუწიე ისეთ გამოჩენილ პიროვნებებს, როგორებიც არიან მსახიობი ჯიმ სტარჯესი, მევიოლინე დევიდ გარეტი, მსახიობი ჯორდი მოლა , ჩემპიონ სპორტსმენებსა და კიდევ ბევრ სხვას.

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, თუმცა, მანამდე ძალიან დატვირთული იყო ჩემი დღე.  სამუშაო დღე-ღამის შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტშიც წავსულვარ, განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, იქიდან თეატრალურის რეპეტიციებზე,  საღამო კი განტვირთვისთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გამიტარებია. მიკვირს როგორ ვასწრებდი ამდენს, თუმცა მაინც ის დრო მენატრება.

ახლა ონლაინ ვსწავლობთ, სეირნობის დრო კომენდანტმა შეცვალა, სახლში თავისუფალ დროს, ხან ვხატავ, ხან ვქსოვ, ხან, რა თქმა უნდა, ვკითხულობ და ვწერ.  კიდევ,  ფოტო გადაღებისთვის ყოველთვის მაქვს დრო .

ეს რამდენიმე სხვადასხვა სახის და ხასიათის საქმე არ არის მარტივი, ნამდვილად, თუმცა  მრავალფეროვნება მიყვარს, უფრო მამხნევებს, ერთის განტვირთვისთვის მეორე მეხმარება, მეორეს მესამე აძლიერებს, ახალისებს და ასე, განწყობა და ტემპი  ყოველთვის შენარჩუნებულია.  ბავშვობიდან ასეთი დატვირთული ვიყავი, ალბათ მიჩვეული ვარ.  სკოლის მერე სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, ცეკვა, მუსიკა, ხატვა, უცხო ენები, არც მაშინ მქონდა თავისუფალი დრო, ესაა ზუსტად თავისუფლება, განვითარების შესაძლებლობა და სურვილი.   ბევრ ემოციაში ცუდი არაფერია, ადამიანს ეხმარება განვითარებაში,საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობაში .

თუ თითოეულ საქმეს ინტერესით, სიხარულით, მოტივაციით მიუდგები არაფერია რთული, იმ დაღლაშიც შეიძლება ახლის ძებნა, მე , როგორც მკითხველს ან ავტორს მომწონს ერთად ბევრი ამბავი, დეტალები ურთიერთობების, კომუნიკაციების.  ხან რაღაც გამოვა, ხან რაღაც ვერ, ასეთია ნამდვილი ცხოვრება.

წარმატებაზე საუბარი მეუხერხულება, თუმცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა უკვე წარმატებაა, როცა გგონია რომ შეუძლებელი არაფერია  და ამტკიცებ რომ, ყველაფერი გამოვა. სირთულე არის ის რომ დამღლელი დღის შემდეგ, ადამიანური განწყობის, ემოციების შენარჩუნება   შეგეძლოს , ვიღაც ისევ გიყვარდეს, გენატრებოდეს, გაკვირვებდეს, უთანაგრძნობდე, და ა.შ.

უახლოეს მომავალში კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას დავასრულებ, ვსწავლობ  განათლების ფაკულტეტზე, ამის შემდეგ შემეძლება სხვებისთვის სწავლება, ჩემი საყვარელი საქმის და საგნის- ქართული ენა და ლიტერატურა, და არა მარტო .

ისეთი არაპროგნოზირებადი გახდა სამყარო წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სურვილი კი ბევრია, თუ მოვიცლი და ჩემს წიგნს გამოვცემ, ლექციებს წავიკითხავ, კულტურასთან კავშირს არ გავწყვეტ, თან საყვარელ ადამიანებს გვერდით ვეყოლები, მაშინ ვისაუბრებ წარმატებაზე. ვისურვებდი მშვიდობას ქვეყანაში და  გამოწვევების მრავალფეროვნებას ჩემს ცხოვრებაში.  მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით. „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

Share20Tweet13

ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
ახალი ამბები

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

11/19/2026
,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
ახალი ამბები

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026

საინტერესო

აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება

აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება

8 years ago
ვახტანგ აბრამიშვილი-ოდესღაც, მუსიკისა და სპორტის ზღვარზე

ვახტანგ აბრამიშვილი-ოდესღაც, მუსიკისა და სპორტის ზღვარზე

8 years ago
“ამ ამბავმა ყველა გაგვანადგურა” – ვინ არის ახალგაზრდა რომელიც, თბილისში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს

“ამ ამბავმა ყველა გაგვანადგურა” – ვინ არის ახალგაზრდა რომელიც, თბილისში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს

2 years ago
“არც მაშინ და არც ახლა, ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ მეპარება”  – მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

“არც მაშინ და არც ახლა, ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ მეპარება” – მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

4 years ago

ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026

ნგრე­ვის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რად არის, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით,...

მეტის ნახვაDetails
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

11/19/2026
,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • “არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/19/2026
  • დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე 11/19/2026
  • ,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by