• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელნაკეთი სანთლები, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ხელნაკეთი სანთლები, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი ქვეყანა დიდ ისტორიას, მრავალფეროვან წარსულს ინახავს. დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი საინტერესო და განსხვავებული კულტურა დეტალებში იყოს გადმოტანილი -ზოგიერთს, როგორც მომხმარებლებს, სხვებს კი – როგორც შემოქმედებს.

„ციმციმი“ კი სწორედ შემოქმედია. მისი დამფუძნებლები სურნელოვან სანთლებს ამზადებენ. თითოეულ სანთელს აქვს საკუთარი ამბავი და არსებობის მიზეზი.  ნიკე ბელსკაია, „ციმციმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და არტ დირექტორი „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს.

 

რატომ გადაწყვიტეთ, დაგემზადებინათ ხელნაკეთი სანთლები?

საქართველო გამოირჩევა თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში ან ჩვენ გვინდა საზღვარგარეთ რაიმე ღირებულის ჩატანა, ძალიან რთული მოსაძებნია ორიგინალური და დახვეწილი ქართული სუვენირი. სიტყვა „ორნამენტზე“ ყველას ახსენდება ერთი და იგივე, უკვე ბევრჯერ გადაღეჭილი ორნამენტები, რომლებსაც ძირითადად უკავიათ სუვენირების ბაზარი. ჩვენს კულტურას აქვს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი მაგ საკითხში, გვაქვს უამრავი ულამაზესი რელიეფური ნაშრომი, რომელიც არ გვხვდება მედიაში ყოველდღიურად, ბევრი მათგანის შესახებ ადამიანებმა არც იციან, თუ არ მივიდნენ იმ კონკრეტულ ძეგლთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვემზადებინა სანთლები, რომლებიც შთაგონებული იქნებოდა ქართული რელიეფური ხელოვნების ნიმუშებით. გვინდოდა, შეგვექმნა ქართული სუვენირი, რომელიც ყველაზე კარგად და ახლებურად მოყვებოდა ქვეყნის ისტორიას.

„ციმციმის“ გუნდში ვართ, ჯერჯერობით, ორი ადამიანი, ჩემი ქმარი აგვარებს ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს (ყალიბების გაკეთება, ფინანსური ანალიზი და სხვა). მე პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი, შესაბამისად, მევალება კონცეპტუალური და ვიზუალური მხარე.

რით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი სხვათაგან?


„ციმციმის“ ყველა სანთელი უნიკალურია. როდესაც ვაარსებდით ბრენდს, მოვაგროვეთ ძალიან დიდი ბაზა, მოვიძიეთ უამრავი რელიეფი და ორნამენტი, თავისი ადგილმდებარეობითა და ისტორიით. ზოგი უკვე განადგურებული, რომელიც მხოლოდ ისტორიკოსების ჩანახატებიდანღაა შემორჩენილი, ზოგიც არსებული. პირველ ყოვლისა, ვირჩევთ ბაზიდან ორნამენტს, რომელიც ვთვლით, რომ მოუხდება წლის პერიოდს თუ დღესასწაულს, შემდეგ ვაკეთებთ მის ჩანახატს. ჩანახატის შემდეგ ვაკეთებთ ყალიბებს და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ვურჩევთ სუნსა და ფერს. დღესდღეობით არც ქართულ და არც უცხოურ ბაზარზე არ გვხვდება კომპანია, რომელიც ისტორიასა და კულტურას ასე გადმოსცემს საკუთარ პროდუქტში.

ძირითადად, ქართულ ბაზარზე გვხვდება სანთლები, რომლებიც უკვე მზა ყალიბებიდან არის გაკეთებული. „ციმციმი“ ამ მხრივ ყველასგან გამორჩეულია, მომხმარებელი ვერსად ვერ იპოვის მსგავს სანთელს, გარდა ჩვენი მაღაზიისა.

ბუნებრივია, ადამიანს შეუძლია, იმოგზაუროს, მოიაროს საქართველო და თავისი თვალით ნახოს ეს ხელოვნების ნიმუშები, თუმცა, სანამ ეს მოხდება, „ციმციმი“ არის ის სუვენირი, რომელიც გვეხმარება ქართული რელიეფური კულტურის შეცნობაში.

თითოეულ მათგანს საკუთარი შინაარსი აქვს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა მოდელი არის განსაკუთრებული. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს სანთელს, სანთელთან ერთად მას მისდის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია რელიეფის ისტორია, ადგილმდებარეობა, თარიღი და მოკლე აღწერა. ბარათზე ასევე გამოსახულია ორნამენტის ჩანახატი და დატანილია ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა მომხმარებელმა.
ასევე, ყველა სანთლის სახელწოდება გამოდმინარეობს რელიეფის ადგილმდებარეობიდან, ჯერჯერობით, გვაქვს 3 მოდელი: თეთრიწყარო, დისევი და ოშკი. მარტის თვეში ვაპირებთ მეოთხე მოდელის დამატებას.

მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ სანთლებს თუ ამზადებთ?

ვინაიდან „ციმციმის“ მთავარი მიზანია,  აჩვენოს მომხმარებლებს ქართული კულტურის მრავალფეროვნება და სიმდიდრე,  ის არ უხვევს მთავარ თემატიკას და მხოლოდ რელიეფების ვიზუალის სანთლებს ამზადებს.

შემოგვსვლია საკმაოდ ბევრი შეკვეთა, რომელშიც გვთხოვდნენ, დაგვემზადებინა სხვა ტიპის სანთელი, თუმცა, ყველა მათგანზე უარი ვთქვით, რადგან ეს საქმე კეთდება ქართული კულტურის წარმოსაჩენად და არა უბრალოდ სანთლების გასაკეთებლად.

თუ მომხმარებელი გამოგვიგზავნის ქართულ რელიეფს, რომელიც არ გვაქვს ბაზაში და საინტერესო იქნება, სიამოვნებით დავამზადებთ. ასევე, ყოველთვის ღია ვართ კოლაბორაციისთვის ამ მხრივ, მთავარია – ჩვენს მიზანს არ გადავუხვიოთ და დავანახოთ ადამიანებს, რამდენად დიდი სიმდიდრე არის  ქვეყანაში ყურადღების მიღმა.

 

რისგან ამზადებთ მათ?

სანთლისთვის ვიყენებთ ცვილს პარაფინის ბაზაზე, ყველაზე კარგად სვავს არომატს და ფერს. ჩვენს არომატებს ვიწერთ ამერიკიდან და ჩამოგვაქვს უმაღლესი ხარისხის სურნელოვანი ზეთები, რომელსაც შემდეგ სანთელში ვიყენებთ. ფითილზე ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდით, რომ ხის ფითილის გამოყენება ბევრად უფრო ლამაზი და მომგებიანი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ისე – მომხმარებლისთვის. ხის ფითილი, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო ლამაზი ალით იწვის, ვიდრე ბამბის, ასევე, ხელს უწყობს სურნელის გავრცელებას ჰაერში, უფრო ნელა იწვის და, რაც ყველაზე სასიამოვნოა – ტკაცუნის ხმას უშვებს წვისას, რაც ძალიან დამამშვიდებელია. ძალიან გვიხარია, რომ ცვილსა და ფერს ვყიდულობთ საქართველოში. სამწუხაროდ, ხის ფითილებისა და არომატების მომწოდებელი ვერ ვიპოვეთ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ  ეს ინდუსტრია განვითარდება და უფრო მეტი კოლაბორაციით დაინტერესებული ადამიანი გამოჩნდება.  მომავალში აუცილებლად მივიჩნევთ, ყველა პროდუქტი შევიძინოთ საქართველოში.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share6Tweet4

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

სტატისტიკურად, ქალები კაცებზე უკეთ მართავენ მანქანას

სტატისტიკურად, ქალები კაცებზე უკეთ მართავენ მანქანას

3 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 years ago

“ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს”

10 years ago
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by