• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მრევლისა და სასულიერო პირების ურთიერთობა საკმაოდ თავისებური და კომპლექსურია.

განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში არაერთი მითქმა-მოთქმა არსებობს ამ თემის გარშემო. ხშირია საუბარი და წუხილი, რომ მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა კარგავს თავის ნამდვილ, პირვანდელ სახეს, რაც პირდაპირ იწვევს ამ ორ მხარეს შორის ნდობის შემცირებასა და გაქრობას.

ვინაიდან ეს საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, გადავწყვიტეთ ამ თემის გარშემო ვესაუბროთ დიდუბის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის მღველმსახურ ირაკლი ებრალიძეს.

 

  1. მოგესალმებით, მამაო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, მოვისმინოთ თქვენი მოკლე კომენტარი ამ საკითხის გარშემო. ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, რომ მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობა დღესდღეობით მცირდება?

 

ვერ დავეთანხმები იმ აზრს,რომ დღესდღეობით მრევლსა და სულიერ შვილებს შორის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი მცირდება და ეს მოვლენა მხოლოდ ჩვენი დღევანდელობისთვის არის დამახასიათებელი. ასე მხოლოდ ის ადამიანები ფიქრობენ ,რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში.სულიერი ცხოვრება მათთვის სრულიად უცხოა,გამოირჩევიან  ე.წ. ,,მოდერნისტული სულითა’’და  ეკლესიურ ცხოვრებას თვალს მხოლოდ გარედან ან სოციალური ქსელების მეშვეობით  ადევნებენენ… მათთვის უცხოა თავმდაბლობა და სინანული…

ჩემი აზრით მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობის ,,გაციებას“ ყოველ ეპოქაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის,რაც განპირობებული შეიძლება იყოს  მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სულიერი,სუბიექტური პრობლემებით და  არამც და არამც ამას არ ექნება  საყოველთაო ხასიათი.

 

  1. ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა თქვენს ტაძარში? როგორ დაახასიათებდით თქვენი ტაძრის მრევლისა და თქვენი,ან თუნდაც სხვა სასულიერო პირების ურთიერთობებს?

 

სხვა სასულიერო პირების და მათი მრევლის ურთიერთობების დახასიათებისაგან თავს შევიკავებდი.რაც შეეხება ჩვენს ტაძარს,ცოტა  უხერხულია ვისაუბრო ჩვენი ( მოძღვრების) და მრევლის ურთიერთობების შესახებ,მაგრამ ერთი კი მინდა ვთქვა,რომ გაუცხოებას და ნდობის დაკარგვას  ნამდვილად არა აქვს ადგილი. ამასთან ერთად ნათქვამია : ,,გაგონილს თვალით ნანახი სჯობიაო“..მობრძანდით და თავად დარწმუნდით…

 

  1. ახლა კი ვისაუბროთ ჩვენი თემის ძირითად ნაწილზე. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის შემცირებასა და გაქრობას?

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მოვლენას ჩემი ღრმა რწმენით არა აქვს დღეს სამრევლოში საყოველთაო ხასიათი, თუმცა ცალკეულ პირებს შორის ( იგულისხმება სულიერი შვილი და მოძღვარი) შეიძლება მართლაც შეინიშნებოდეს გარკვეული გაუცხოვება და ნდობის დაკარგვა.ამის მიზეზი შეიძლება  იყოს, როგორც ერთი,ასევე მეორე მხარე. კერძოდ, ის, რომ მხარეებს შეიძლება არ ესმოდეთ მთავარი აზრი და არსი მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ორმხრივი ურთიერთობისა.

ეს ურთიერთობა ჯანსაღ,მამაშვილურ  სიყვარულსა და მორჩილებაზე დგას…- „მე არარაობა და უღირსი ვარ…“ ეს მხოლოდ სიტყვებია; მორჩილება კი იმაში გამოიხატება,რომ გქონდეს ცოცხალი,პიროვნული კავშირი უფალთან,მთელი არსებით გრძნობდე მას  და ამასთან ერთად გესმოდეს, რომ შენ არაფერი ხარ, შენით ამას ვერასოდეს მიაღწევ და მხოლოდ შიშითა და მოკრძალებით შეგიძლია, ამ სასწაულს დაესწრო. აი,  მხოლოდ ასე  იწყება ჭეშმარიტი მორჩილება,რომელიც ერთნაირად სჭირდება,როგორც მრევლის წევრს,ასევე სულიერ მოძღვარს..

 

  1. გქონიათ, თუ არა საუბარი ამ პრობლემის გარშემო თქვენ და სხვა სასულიერო პირებს? რა ძირითადი შეხედულებები იკვეთება?

 

ასეთი საუბრებისას ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე,რომ  მოძღვარს შეუძლია სულიერ შვილს მისცეს კონკრეტული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ილოცოს, როგორ მიაღწიოს სულიერ სიფხიზლეს, სულისა და ხორცის განწმედას და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად თვითონ მოძღვარი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს მას პიროვნულად,იცოდეს მისი სულიერი შესაძლებლობები და იცნობდეს მის სულიერ ცხოვრებას თორემ შესაძლოა, ისეთი რჩევა მისცეს, რომლის შესრულებაც მისთვის შეუძლებელია,და რამაც შეიძლება მათ ურთიერთობაში გარკვეული გაუცხოვება წარმოქმნას.

 

 

 

  1. დაბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორია თქვენეული ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

 

მთავარი მაინც ისაა, თუ რისთვის მიდის ადამიანი მოძღვართან და რა არის მისი ეკლესიაში მისვლის მიზანი,სულის ცხონება თუ გამადიდებელი შუშით ყურება და ყველას,მათ შორის საკუთარი მოძღვრის განკითხვა.თუ ადამიანს მხოლოდ სულის ცხონება სურს, იგი ღვთის შემწეობით ადვილად გადალახავს მსგავს პრობლემას.ამასთან ერთად მას უნდა ახსოვდეს,რომ მღვდელიც ადამიანია,მასაც ყოველი ჩვენგანის მსგავსად ძმური თანადგომა სჭირდება…მის ცხოვრებაშიც შეიძლება დადგეს რთული პერიოდი,როცა შეიძლება სათანადო ყურადღება ვერ მოგაქციოს… საკმარისი დრო ვერ დაგითმოს…

ამ დროს არ შეიძლება ამის თქმა: – „ოჰ, არა ასეთი მოძღვარი არ გვჭირდება, სხვასთან წავალთ…“ რა გამოდის? სანამ მღვდელი გეშველებოდა სულიერი ტვირთის ზიდვაში,იბარებდა აღსარებას,განუგეშებდა,გვერდით გედგა,საკუთარი ზურგით გატარებდა, იქამდე ყველაფერი გაწყობდა და თუ რაღაც მომენტში ადამიანური სისუსტე გამოიჩინა,ის აღარავის სჭირდება და ყველამ ზურგი უნდა აქციოს? ეს არასწორად მიმაჩნია. სიყვარული ძმური უნდა იყოს: როგორც მღვდელი ზიდავს მრევლის „სიმძიმეს“, ისევე მრევლს უნდა შეეძლოს თავისი მოძღვრის სიმძიმის ზიდვა. სწორედ ამაშია ძმური სიყვარულის მხსნელი ძალა.

მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

გილოცავთ მირქმის ბრწინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ მირქმის ბრწინვალე დღესასწაულს!

5 years ago
„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. საქართველო იქნება ერთიანი“ – კვეკვესკირი

„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. საქართველო იქნება ერთიანი“ – კვეკვესკირი

2 years ago
შეხვედრამდე, მამა!

შეხვედრამდე, მამა!

9 years ago
შს მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა

შს მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by