• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: “ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია”

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფბადღეს, „პირველის“ პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – ,,აფბა“ მუდმივად ყურადღებით აკვირდება ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარს და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს. სულ ახლახანს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულენოვან, ყოველკვირეულ, ეკონომიკურ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსებში“ გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელიც კომპანია ,,მაგთიკომის“ მხრიდან ტარიფების ზრდას ეხებოდა. კომპანი ,,მაგთიმ“ არარელევანტური რეაქცია მისცა ამ ფაქტს და საგნობრივ პასუხს თავი აარიდა, მიუთითა რა გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების“ და მედიაჰოლდინგ ,,პალიტრას“ არამალთლზომიერ დამოკიდებულებაზე კომპანიისადმი.

რამდენადაც საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია გადავწყვიტეთ დაგვეფიქსირებინა ,,აფბას“ პოზიცია ამ აჟიოტაჟთან მიმართებაში.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – ,,აფბა“ მიიჩნევს, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კომპანიების არამედ მომხმარებლების ინტერესებიც.

,,აფბამ“ ჯერ კიდეც 2010 წელს ჩაატარა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებდა და მას მხოლოდ ქუვეითი და სირია ლეონე უსწრებდა სიძვირით. კვლევის თანახმად საქართველო სიძვირით ,,ჯობნიდა” ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. საქართველოზე ბევრად იაფი იყო მობილურით სარგებლობა რუსეთში, ესტონეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ერაყში და ა.შ. საქართველოზე გაცილებით იაფი იყო ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებში.

სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე მაშინ აფბა-მ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევდით, რომ სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ტარიფი 1 წუთზე 28,8 თეთრი, არაადეკვატურად მაღალი იყო. შესაბამისად, კომისიას ვურჩიეთ, ტარიფების შესამცირებლად, გარკვეული ზომები მიეღო. აფბა-ს აქტიურობას შედეგი მოჰყვა, კომისიამ მობილური ოპერატორების ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და 2011 წელს, მობილურ ოპერატორებს მომსახურების ტარიფის ზედა ზღვრად 1 წუთზე 24 თეთრი განუსაზღვრა.

ზედა ზღვრის შემცირებამ, ბიძგი მისცა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ტარიფების პერიოდულ შემცირებას. მას შემდეგ ტარიფები მცირედით, თუმცა მაინც მცირდებოდა. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანია ,,მაგთიკომმა“ სტანდარტული ტარიფი კვლავ გააძვირა 14 თეთრით და მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს, 24 თეთრს გაუთანაბრა. კომპანიას ტარიფების ზრდის მიზეზი არ განუმარტავს, მას არც ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და აღნიშნულთან დაკავშირებით აბონენტების ინფორმირების მიზნით მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნით შემოიფარგლა. ამ ყველაფრით კომპანიამ მნიშვნელვნად დააზარალა მომხმარებელი, ვინაიდან არ მოხდა მათი სათანადო ინფორმირება და აბონენტთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ მომსახურება 14 თეთრით გაუძვირდა.

პუბლიკაციის შემდეგ, კომპანია ,,მაგთიკომმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აცახადებდა,რომ მათ ტარიფი არ გაუზრდიათ 24 თეთრამდე, ამავდროულად კომპანიის პოზიციით სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და სტანდარტული ტარიფის გარდა, მომხმარებლებს აქვთ არჩევანი, მათ შორის  0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფი „ზერო +“ ის ფარგლებში.

ახალგაზრდა ფინანსისტები დავინტერსდით აღნიშნული საკითხითაც და მოგახსენეთ, რომ ნებისმიერი აბონენტი, რომელიც ჩართულია ,,მაგთიკომის“ ქსელში, პირველ რიგში სარგებლობს სწორედ სტანდარტული ტარიფით, ამ სტანდარტული ტარიფის ღირებულება კი წუთში 24 თეთრს შეადგენს (კორპორატიული აბონენტების გარდა, ამ შემთხვევაში ტარიფს კომპანია განსაზღვრავს ინდივიდუალურად). ეს ტარიფი სწორედ 27 აპრილის შემდეგ გაიზარდა 14 თეთრით, დაკავშირების შემთხვევაში, ამას ადასტურებს ,,მაგთიკომის“ ნებისმიერი ოპერატორი და  ეს ციფრი მოცემულია ,,მაგთიკომის“ ოფიციალურ საიტზე.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ნახსენებ ტარიფ ,,ზერო+“–ს, ამ ტარიფის ღირებულება ნამდვილად არ შეადგენს 0 თეთრს, ამავდროულად, ისიც გაძვირდა სტანდარტულ ტარიფთან ერთად. გაძვირებამდე  ტარიფი “ზერო+” ღირებულება თვეში 1 ლარს, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენდა, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასო იყო, 27 აპრილიდან მისი ღირებულებაც გაიზარდა. ზარის წამოწყება ახლა უკვე 10 თეთრი ღირს, ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიდევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ, ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 27 აპრილიდან იგი 30 თეთრი ღირს.“

გიორგი კაპანაძის განცხადებითვე, აუცილებელია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაინტერესდეს თუ რატომ გაზრდა კომპანია „მაგთიკომმა“ ტარიფი ზედა ზღვრამდე.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაცია, მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ დაინტერესდეს კომპანია ,,მაგთიკომის“ მხრიდან ტარიფების ზრდის მიზეზით და თავად კომპანიამაც დააფიქსიროს მკაფიო, დასაბუთებული, პოზიცია თუ რითია განპირობებული არსებული ტარიფების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და მაქსიმალურად ეცადოს მოხდეს ბაზარზე, არა ტარიფების ზრდა, არამედ მისი შემცირება.

აფბას შეფასებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, განსაკუთებული ყურადღების გამოჩენა მართებს კომპანია ,,მაგთიკომის“ მიმართ, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში ინტერნეტპროვაიდერ ,,კავკასუს ონლაინს“ შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უდიდეს წილს მიიღებს და ბაზარზე ფაქტიურად მონოპოლიურ მდგომარეობას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს ,,მაგთიკომის“ მიერ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ,,კავკასუს ონლაინის“ შეძენის შემდგომ, არაა გამორიცხული ტარიფები გაიზარდოს ინტერნეტ ბაზარზეც.

,,ახლგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პიზიციით საჭიროა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრდის კვლევა და შეამციროს არსებული მაქსიმალური ზღვრული ტარიფი, რათა ,,მაგთიკომის“ მსგავსად სხვა კომპანებმაც მაქსიმალურად არ გაზარდონ  არსებული ტარიფები და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს.  გასათვალისწინებელია, რომ თუკი 6 წლის წინ კომპანიებს 1 წუთის ღირებულება 15-16 თეთრი უჯდებოდათ, დღეს ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლები ჯდება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. მაშინ როდესაც, მსოფლიოში ტარიფები მცირდება, ჩვენთან იგი მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრამდე არ უნდა იზრდებოდეს.“ განაცხადა პაპანაძემ „პირველის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ვინ არის გორში, სამშობიარო სახლში, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო

ვინ არის გორში, სამშობიარო სახლში, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო

2 years ago
აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

4 years ago
პანდემიის გამო, ყვავილების მსოფლიო ბაზარი განადგურების პირასაა

პანდემიის გამო, ყვავილების მსოფლიო ბაზარი განადგურების პირასაა

6 years ago
ცვლილებები ლოცვებში აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

ცვლილებები ლოცვებში აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by