• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აღმოაჩინე ის, რაც შენია – პროექტი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვი (ფოტოები)

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
აღმოაჩინე ის, რაც შენია – პროექტი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვი (ფოტოები)
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო რომ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ და ბევრი გვესმის. სხვადასხვა მიზეზის გამო,  ჩვენს ქვეყანას ბევრი სტუმრობს. უცხოელები ცდილობენ, საქართველოში მოინახულონ ადგილები, რომლებიც სხვებისგან კიდევ უფრო გამორჩეულია. საინტერესოა, რომ აქ ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც ადგილობრივებისთვისაც კი აღმოჩენაა. თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი მახასიათებლები და განსაკუთრებული ხიბლი.

სწორედ ამ ყველაფრის უკეთ წარმოჩენასა და ღირებულებების ხაზგასმას ემსახურება პროექტი, რომელიც რეგიონებში გასტროტურების ორგანიზებას გულისხმობს. არაერთი მიზეზისა და მიზნის გამო, ის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მოიცავს.

დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ სიხარულიძე ესაუბრა.

რა მიზანზეა ორიენტირებული აღნიშნული პროექტი?

პროექტის მიზანია ქვეყნის რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასა და გასტრონომიის ასოციაციასთან ერთად, გეგმავს რეგიონებში გასტრონომიული ტურების ორგანიზებას. პროექტის ამოცანაა, უკეთ წარმოაჩინოს რეგიონში არსებული გასტრონომიული და სხვა ტურისტული პროდუქტები, ხელი შეუწყოს ადგილობრივებს არსებული გასტრო პროდუქტების პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში. ასევე, ინფორმაცია მიიტანოს მეტ ქართველ მოგზაურამდე რეგიონებში არსებული ავთენტური გასტრონომიული და კულტურული რესურსის შესახებ.

დეტალურად, რა აქტივობებს ითვალისწინებს ის?

ტურის მომზადებისას წინასწარ ხდება რეგიონში  ტურისტულად საინტერესო  ყველა ობიექტის, ოჯახის, მეწარმის მოძიება და მონახულება. ტურის ორგანიზებამდე სამუშაო ჯგუფი მიემგზავრება რეგიონში მოძიებული ადგილების მოსანახულებლად, ტურისთვის შესარჩევად და მეპატრონეებთან სამომავლო ვიზიტის დეტალების განსახილველად. წინასწარ წყდება, თუ რომელი კერძი მზადდება შესაბამის ოჯახში/ობიექტზე, სად მოეწყობა გადასაღები კუთხე და ვინ მიიღებს კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას. გარდა კერძების მომზადებისა, ტურში ასევე შეტანილი იქნება მარნები და რეგიონისთვის დამახასიათებელი აქტივობები.

ვინ მონაწილეობს ტურის ფარგლებში?

ტურის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი შეფმზარეულები, რომლებიც მასპინძელს დაეხმარებიან კერძის მომზადებაში, გაეცნობიან ადგილობრივი რეცეპტებს და შემდგომ თავიანთი ხედვით გააფორმებენ კერძებს სტუმართან წარსადგენად.

რა შედეგზეა ორიენტირებული ეს ყველაფერი.

–  მომზადდება სტატიები და ბლოგები მონაწილე ჟურნალისტების მიერ

– მომზადდება და ტელევიზიაში გაშუქდება ტურის შესახებ ინფორმაცია და სიუჟეტები

– შეიქმნება ობიექტებისა და  მომზადებული კერძების ფოტომასალა

ამასთან, ტურის ყველა მონაწილე საკუთარ გვერდზე გააზიარებს ინფორმაციას ტურში შემავალი სასურველი ობიექტის შესახებ, მონაწილეები „დაჩექინდებიან“ სასურველ ობიექტებზე, ტურის მსვლელობისას ფოტოები განთავსდება ადმინისტრაციის. ასოციაციების სოციალურ გვერდზე, ყველა პოსტზე ვიყენებთ ჰეშთეგს #აღმოაჩინე ის, რაც შენია.

ასევე, მაისის მეორე ნახევარში ვგეგმავთ გასტრონომიულ ტურს კახეთის რეგიონში.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share2Tweet2

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

ირაკლი ალასანიამ ილია მეორე მოინახულა

13 years ago
CNN: ევროზონაში ინფლაციის დონის ზრდას ელოდებიან

CNN: ევროზონაში ინფლაციის დონის ზრდას ელოდებიან

9 years ago

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი გასაჩივრდება

13 years ago

გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by