• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვირუსის კიდევ ერთი ვარიანტი უჩვეულო მუტაციის უნარით – რა ვიცით ახალ “ლამბდა” შტამზე

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, მსოფლიო, საზოგადოება
A A
ვირუსის კიდევ ერთი ვარიანტი უჩვეულო მუტაციის უნარით – რა ვიცით ახალ “ლამბდა” შტამზე
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ამ დროისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ის უფრო აგრესიულია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტები, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ლამბდას” საფრთხე უნდა გავითვალისწინოთ, მისი გამორჩეული თვისებაა –  ეს ვარიანტი შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც ვირუსის სწრაფად გავრცელების უნარზე გავლენას ახდენს.” – მეცნიერების ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ამოიკითხავთ Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 

რა ვიცით “ლამბდა” შტამზე და რა სიმპტომები ახასიათებს მას

მართალია, მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციას ვირუსის მუტირებული ვერსია “შეშფოთების გამომწვევი შტამების” სიაში ჯერ არ შეუყვანია, თუმცა “საფრთხისშემცველად” ასახელებს და მის შესახებ აქტიურ კვლევებს იწყებს.

“ლამბდა” შტამი იგივე ლათინოამერიკული ვარიანტია, რომელიც პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

მკვლევრების შეშფოთებამ კი მას შემდეგ მოიმატა, რაც WHO-ს მონაცემების მიხედვით დადასტურდა, რომ პერუში ინფიცირების შემთხვევების 82 პროცენტი სწორედ ეს შტამი აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერუ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება – ქვეყანაში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 192 687 შემთხვევა აღირიცხა.

მიმდინარე წლის 15 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “ლამბდას” შტამი კლასიფიცირდა, როგორც საყურადღებო ვარიანტი და მისი სიმპტომებიც მალევე დაასახელა.

აღმოჩნდა, რომ ისინი არ განსხვავდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი დომინანტი სიმპტომებისგან და ძირითადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება – სხეულის ტემპერატურის მატება, გართულებული ხველა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

მუტაციის უჩვეულო შესაძლებლობა – თავსატეხი მეცნიერებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ სირთულის ხარისხით “ლამბდა” შტამს ჯერჯერობით არ განიხილავენ ალფას, ბეტას, გამასა და დელტა შტამებს შორის, მას მაინც ახასიათებენ, როგორც უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ვარიანტს.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული შტამი შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც ვირუსის გავრცელების ხარისხზე გავლენას ახდენს.

🔴  “ლამბდას აქვს სპაიკ ცილის მუტაციის უნიკალური ნიმუში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი მუტაცია – L452Q, რომელიც L452R-ის მსგავსია, სწორედ ამ უკანასკნელზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ხელს უწყობს ვირუსის “დელტა” ვარიანტის მაღალ ინფექციურობას.” – ამბობენ მკვლევრები.

სანტიაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს და “ლამბდას” ქცევა შეისწავლეს – აღმოჩნდა, რომ ეს შტამი უფრო ინფექციურია, ვიდრე “გამა” და “ალფა” და გაცილებით უკეთ შეუძლია, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს დააღწიოს თავი, შესაბამისად, პირველადი მონაცემებით, მეცნიერების დასკვნა ასეთია:

“ლამბდას ვარიანტის მწვავე პროტეინში არსებული მუტაციები ანტისხეულების განეიტრალებას და ინფექციის ზრდას იწვევს”.

“ლამბდას” შტამი სწრაფად ვრცელდება – არგუმენტები რიცხვებში

გასული წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც ლათინოამერიკული შტამი პირველად პერუში გამოვლინდა, ის აღმოჩნდა 200 ნიმუშიდან მხოლოდ ერთში;

მიმდინარე წლის მარტში კი, ანუ დაახლოებით 3 თვეში, პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ “ლამბდა” შტამი შესწავლილი ნიმუშების 50 პროცენტს შეადგენდა;

ივნისის თვეში მონაცემი საგრძნობლად გაიზარდა და შესწავლილი შემთხვევების 80 პროცენტი სწორედ ამ ვარიანტს უკავშირდება.

ვირუსის “ლამბდა” ვარიანტი გავრცელებულია ჩილეშიც, სადაც ახალი შემთხვევების თითქმის მესამედი სწორედ ამ შტამს წარმოადგენს.

მონაცემების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს შტამი ნაკლებად საფრთხისშემცველია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში აღმოჩენილი მუტაციები, თუმცა იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონიტორინგი მაინც უმნიშვნელოვანესია.

ლათინური ამერიკა პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია. კონტინენტზე, რომელზეც გლობალური მოსახლეობის მხოლოდ 8 % ბინადრობს, მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული კოვიდშემთხვევების 20 % მოდის.

ლათინურ ამერიკაში გენეტიკური კვლევის ობიექტების ნაკლებობა ართულებს იმის ცოდნას, თუ რამდენად მართავდა “ლამბდა” ვარიანტი რეგიონში ეპიდვითარებას და არის თუ არა მისი დამსახურება ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

ბოლო კვირების განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვმა საგანგაშოდ იმატა კოლუმბიაში, პარაგვაისა და ურუგვაიშიც.

4 კვირის განმავლობაში თითქმის 30 ქვეყანაში – “ლამბდა” შტამი ახლა უკვე ავსტრალიაშიც ფიქსირდება

დღეს უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ “ლამბდა” შტამი უკვე ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს.

“ეს შემაშფოთებელია, რადგან შესაძლოა მუტირებული ვარიანტი “დელტა” შტამზე ინფექციურიც კი იყოს. ლათინოამერიკული ვარიანტი აოცებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რადგან ოთხი კვირის განმავლობაში ის თითქმის 30 ქვეყანაში გავრცელდა.” – წერენ უცხოური ონლაინგამოცემები და აღნიშნავენ, რომ ავსტრალიაში ეს შტამი დაუდასტურდა მოგზაურს, რომელიც კარანტინს  აპრილში, ახალ სამხრეთ უელსის ერთ-ერთ სასტუმროში გადიოდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეპიდემიის კონტროლის მცდელობა ვირუსის გავრცელების კონტროლისა და შემთხვევების შემცირების პირდაპირპროპორციულია, ამიტომ წამყვანი ლაბორატორიების კვლევებში აქტიურ ჩართვას ითხოვენ.

აქვე – NYU Grossman-ის მედიცინის სკოლის წინასწარი კვლევის მიხედვით, შესაძლოა ვაქცინებმა ამ ვარიანტის წინააღმდეგაც მაღალი  ეფექტიანობა აჩვენოს, თუმცა კვლევა ჯერ არ დასრულებულა და პანდემიური მსოფლიოც საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელის.

Share3Tweet2

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია

ლევან კობიაშვილი: „კალაძე მოედანზე იქნება როგორც ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი“

9 years ago

“ეს კამპანია წარმოადგენს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს” – გივი კუპატაძე

13 years ago
„ჩემი დაქალის ქმარი ვნახე მანქანაში სხვასთან, გადავიღე ტელეფონით ვიდეო… იჩხუბეს, შერიგდნენ და მე ვიყავი მტერი…“ – ლანა მეტრეველი

9 months ago
ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by