• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა არეშიძე: შტატების ყველაზე ერთგული და სუსტი მოკავშირე რუსეთისთვის საქართველოა

6 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მამუკა არეშიძე: შტატების ყველაზე ერთგული და  სუსტი მოკავშირე რუსეთისთვის საქართველოა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პანდემიის პარალელურად, რუსეთი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობს. ოკუპანტები ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან კვირაში რამდენჯერმე მიდიან და სხვადასხვა მოქმედებას ასრულებენ. რას ნიშნავს რუსეთის ასეთი ქმედება კონკრეტულ ვითარებაში? ზემოაღნიშნულის შესახებ “თბილისი თაიმსს” პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე ესაუბრა.

„ამ შემთხვევაში, პანდემიის ფონი გადამწყვეტი არ არის. ამას ოკუპანტები ყოველთვის აკეთებდნენ. დღეს მთავარი იარაღი, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს – გარდა სამხედრო ოპერაციისა – არის ბორდერიზაცია. ბორდერიზაცია არის ბმაში იმ გამოწვევებთან, რომლებიც, რუსეთის აზრით, საქართველოდან მოდის. მთავარი გამოწვევები გახლავთ, მაგალითად, „ღია ცის“ თემა, იგივე – ლუგარის ლაბორატორიის თემა და ზოგიერთი სხვა საკითხი“, – განმარტავს არეშიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყველაზე ერთგული და სუსტი მოკავშირე საქართველოა.

„შესაძლოა, ეს გამოწვევები მაინცდამაინც საქართველოს არ გულისხმობდეს, მაგრამ მომდინარეობდეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შტატების ყველაზე ერთგული და ყველაზე სუსტი მოკავშირე რუსეთისთვის საქართველოა. ამიტომ მიიჩნევს, რომ საქართველოზე შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება – ექსპერიმენტებისა, რომლებიც ნაკლებ დანაკარგს მოიტანს. ამ თვალსაზრისით, საქართველო და უკრაინა რუსეთს ამოჩემებული ჰყავს.

ბორდერიზაციის საკითხი არ არის ის თემა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ სწორედ ახლა განეხორციელებინა მას. რუსეთში დღეს ძალიან რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა შექმნილი – თუნდაც იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა, სადაც რუსეთს არ გამოსდის ის, რაც უნდა – ლიბია იქნება ეს თუ სირია, მასთან მიმართებით“, – ამბობს პოლიტოლოგი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.

როგორც მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რუსეთის ქმედება უკანონო ბორდერიზაციის განახლებასთან დაკავშირებით პასუხია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შეზღუდვაზე.

„პლუს, „ღია ცის“ თემა რუსეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი ეს არის კომპლექსური საკითხი. საბოლოოდ, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და გვგონია, რომ, მაინცდამაინც, პანდემიის ფონზე წამოიწყეს ეს რუსებმა. სინამდვილეში, ეს არის, გარკვეულწილად, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შეზღუდვის საპასუხო რეაქცია“, – აღნიშნავს არეშიძე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

განახლებული სასტუმრო Golden Tulip Borjomi გაიხსნა

განახლებული სასტუმრო Golden Tulip Borjomi გაიხსნა

10 years ago

მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების მოწყობა

13 years ago
ფილმები, რომლებიც ცხელ ზაფხულს უხდება

ფილმები, რომლებიც ცხელ ზაფხულს უხდება

5 years ago
“ ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა” – კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ბავშვების აცრა

5 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by