• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინა ხიდაშელი: “ვინც აცრასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი, ერთადერთი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, ცოცხლები გადარჩებიან თუ არა თვითონ ან უღირთ თუ არა მინიმუმ იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, რომელიც ძალიან ბევრმა ჩვენგანმა გაიარა”

5 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
თინა ხიდაშელი: “ვინც აცრასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი, ერთადერთი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, ცოცხლები გადარჩებიან თუ არა თვითონ ან უღირთ თუ არა მინიმუმ იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, რომელიც ძალიან ბევრმა ჩვენგანმა გაიარა”
20
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ მეც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება”,- ამის შესახებ თინა ხიდაშელმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მან ისაუბრა იმაზე თუ როგორ გაიმარჯვა კოვიდ 19-ზე.

“ძალიან დიდი ხანი არ დაჭირდება ამ პროცესს, თუმცა ამის დაჯერების ფაზა სულ ცოტა ხნის წინ დადგა. გადაპარსული თავი მეც მომეწონებოდა სხვა მიზეზით, რომ გადამეპარსა, სტილიტის რჩევით ან რაიმე სხვა მიზეზით,მაგრამ იმედია, ამასაც ეშველება და ყველაფერი ნორმალურად დასრულდება, უკვე შვიდი თვე სრულდება და მჭირდება ფიზიკური რეაბილიტაცია.

რთულია 7 თვე შენს თავს შეძახილის მდგომარეობამდე ამყოფებდე, არ უნდა დაეცე, არ უნდა დამარცხდე, არ უნდა დანდებდე, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო, სხვებისთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის, რომ ეს სიმძიმე არ გავრცელდეს და ყველა ამ უბედურების ნაწილი არ იყოს. იმედია, მალე გაივლის ეს პერიოდი და დამოუკიდებლად ვივლი, ჩართვით აღარ ვიქნები და სტუდიაში მოსვლას შევძლებ”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა კოვიდინფიცირების ისტორია. მას ვირუსი 15 თებერვალს დაუდასტურდა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ის იყო ოჯახის სხვა წევრების დაინფიცირების წყარო.

“თუკი არსებობდა რაიმე სახის რეკომენდაცია ვინმეს მიერ გაცემული, ქართველების, ამერიკელების, ვისიც გნებავთ, აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით ვცხოვრობდით მე და ჩემი ოჯახის წევრები იმ მომენტისთვის. ონლაინ რეჟიმში ვიყავი და მხოლოდ ერთი საათით მომიწია სახლიდან გასვლა და როგორც ჩანს, ვიღაცასთან კონტაქტში მოხდა ამ დროს ჩემი დაინფიცირება, ასე დაიწყო ეს ყველაფერი შვიდი თვის უკან… სამწუხაროდ, მაშინ აცრა არ არსებობდა საქართველოში, ოჯახში იმასაც კი ვსაუბრობდით, სადმე ხომ არ წავსულიყავით ასაცრელად, თუ აცრა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვიდოდა. შემდეგ, როდესაც გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსზე ვიყავი, იქ ამცრეს პირველად”, – ამბობს ხიდაშელი.

ის ვაქცინაციის საკითხსაც გამოეხმაურა და მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც აცრის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

“არცერთი წამით მაყურებელს არ მინდა შთაბეჭდილება დარჩეს, რომ პირბადე არ არის მნიშვნელოვანი ან სხვა წესების დაცვა, მაგრამ აბსოლუტური გარანტია იმისი, რომ არ შეგვეყრება ვირუსი და რაც ყველაზე მთავარია, თუ შეგვეყარა და ცოცხალი გადავრჩებით, ამის აბსოლუტურ გარანტიას აცრის გარდა, ვერავინ ვერ იძლევა. გასაგებია, რომ აცრა ვირუსისგან ვერ გვიცავს და ამცირებს ალბათობას, რომ ვირუსის ადვილად გადაცემა მოხდეს, მაგრამ მე ყველას ჩემს ირგვლივ, ვისთანაც მისაუბრია ამ თემაზე, ყველას ერთს ვეუბნები, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი – ერთადერთი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, არა ის თუ ვირუსი შეეყრება თუ არა, ეს საერთოდ, არარელევანტური შეკითხვაა, არამედ ის თუ ცოცხლები გადარჩებიან თუ არა თვითონ, არა ვიღაცის გადასარჩენად, მეგობრის თუ მეზობლის.

ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე თუ არაფრად მიაჩნიათ ძალიან რთული წარმოსადგენია ამ რიტორიკას დაექვემდებაროს, რომ შენი თავი თუ არ გადარდებს სხვებზე მაინც იდარდე.

ჩვენ ყველამ ჩვენს თავს ეს უნდა ვკითხოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ აცრასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა, გვიღირს თუ არა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება ან სულ მინიმუმ იმ ტანჯვის წინაშე საკუთარი თავის დაყენება, იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, რომელიც ძალიან ბევრმა ჩვენგანმა გაიარა ამ ინფიცირების პროცესში”,- აცხადებს თინა ხიდაშელი

Share8Tweet5

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება

6 years ago

„ბიძინა ივანიშივლმა, სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაიზიარა”

10 years ago
“იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს, ეს უნდა გავაკეთოთ…” – გულიკო ჩაფიძის რჩევები

“იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს, ეს უნდა გავაკეთოთ…” – გულიკო ჩაფიძის რჩევები

3 years ago
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ეკატერინე ტიკარაძე – ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს, ეპიდემიის საფრთხე არ არის

6 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by