• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორია ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი?

5 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
როგორია ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე უკვე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ამასთან ერთად საქართველოში ყოველდღიურად იმატებს დაძაბულობა და პოლიტიკური პროცესების ტემპერატურა. პარტიები აქტიურად აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში ასახელებენ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატებს და რაც მთავარია ამომრჩეველთან გასცემენ არაერთ დაპირებას, რომლის შესრულებასაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებენ.

მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ, თუ როგორია ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი კანდიდატურა დააყენა თბილისის მერად, ამასთანავე ცნობილია, რომ იმავე პოზიციისთვის იბრძვის კახა კალაძე და ნიკანორ მელია გაერთიანებული ოპოზიციიდან. სავარაუდოა ისიც, რომ გახარიას გამოჩენა ამ კანდიდატურაზე, დააფიქრებს ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელსაც გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და სავარაუდოა ისიც, რომ იგი საკმაო ხმებს მოაგროვებს, შესაბამისად, თუ კი აქამდე თბილისის მერობისთვის ბრძოლა ორ მთავარ კანდიდატს შორის მიმდინარეობდა, თითქოს ეს „ორპოლუსიანობა“ გახარიამ მოშალა საკუთარი კანდიდატურის უცაბედად წამოყენებით. პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარის ამ ერთგვარ სიურპრიზს სხვადასხვაგვარად აფასებენ პოზიციის, ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები, თუმცა რაც არ უნდა იყოს, გახარიას მთავარი მიზანი ზემოთ ნახსენები ორივე კანდიდატის უკანა პლანზე გადაწევაა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია და საინტერესოა ვაშაძეების მოქმედებანი წინასაარჩევნოდ. გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ ჩამოაყალიბა, რომელშიც აქამდე ნაცნობი თუ უცნობი პოლიტიკური სახეები გაერთიანდნენ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და პარლამენტის დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ შეუერთდა. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმამ ვაშაძის მეთაურობით დააყენა საკუთარი მერობის კანდიდატი თბილისში, ასევე მათ ჰყავთ მაჟორიტარ-დეპუტატობი კანდიდატები თბილისის საკრებულოში. ფაქტი სახეზეა, რომ გიორგი ვაშაძე კვლავ არ ნებდება და დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ ენმ-მ ნიკა მელიას თავჯდომარეობით ხელი მოაწერა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ უფრო ადრე გააკეთა განცხადება, რომ ხელშეკრულება ანულირებულია და შესაბამისად ადგილობრივ არჩევნებს 43%-იანი რეფერენდუმის სტატუსი ვეღარ ექნებოდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 43%-ის ვერ აღების შემთხვევაში მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს.

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში კიდევ უფრო იმატებს. ოპოზიციისთვის ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმის ტოლფასია, შესაბამისად სავარაუდოა, რომ თითოეული ოპოზიციონერი საკუთარი ხმების დაცვას ბოლომდე შეეცდება.

მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა

Share2Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

კორონავირუსი იპოვის ყველას და ყველას დაემართება – იმნაძე

კორონავირუსი იპოვის ყველას და ყველას დაემართება – იმნაძე

5 years ago
ზარქუა: ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება 

ზარქუა: ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება 

5 years ago
რუსეთი: ამერიკელი დაქირავებულები უკრაინაში ქიმიურ თავდასხმას გეგმავენ

რუსეთი: ამერიკელი დაქირავებულები უკრაინაში ქიმიურ თავდასხმას გეგმავენ

5 years ago

ამერიკელი სტუდენტები სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ!

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by