• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ მსოფლიო ებრძვის ხორბლის მაღალ ფასებს” – ლევან სილაგავა

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ მსოფლიო ებრძვის ხორბლის მაღალ ფასებს” – ლევან სილაგავა
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მსოფლიო ბირჟებზე იყო ძალიან დიდი მატება ხორბლის ფასზე. ეს პროცესი პირდაპირ აისახა ჩვენს რეგიონულ ქვეყნებზე, საიდანაც მოგვაქვს ხორბალი. ეს არის, ძირითადად, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა. თუ სეზონის დასაწყისში, ანუ პირველი ივნისიდან ერთი ტონა ხორბლის შემოტანის ფასი იყო 240 დოლარი, დღესდღეობით, ის შეადგენს 320 დოლარს და შესაძლოა, მეტსაც”, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მატება საკმაოდ დიდია.

“ეს გახლავთ საკმაოდ დიდი მარტება, 80-90 დოლარი ერთ ტონაზე. შესაბამისად, იმავე პერიოდში, ანუ ივნისის თვიდან, როდესაც ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 60 ლარი, ახლა უკვე აცდენილია 70 ლარს. დღეს ბაზარზე ასეთი სიტუაციაა.

ძირითადად, ჩვენ ხორბალი მოგვაქვს რუსეთიდან. მას შემოღებული აქვს “ყოველკვირეული მცურავი ბაჟი”. თუ სეზონის დასაწყისში ეს ბაჟი იყო 25 დოლარი ერთ ტონაზე, დღეს უკვე გახლავთ თითქმის 67 დოლარი, ანუ თითქმის სამჯერაა გაზრდილი საექსპორტო ბაჟი, რაც აგრეთვე დააწვა თვითონ ხორბლის ფასს. ეს ყველაფერი იანგარიშება ერთ ტონაზე და არის ყოველკვირეული. ფორმულა არის შემდეგი: მსოფლიო ბაზრებს – 200 დოლარი, ეს 200 დოლარი არის მუდმივი. რაც დარჩება სხვაობა, იმის 70 %.”, – განმარტავს რესპონდენტი.

სილაგავას თქმით, მსოფლიოს ქვეყნები პურის გაძვირების წინააღმდეგ სხვადასხვანაირად იბრძვიან.

“მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე, ქვეყნები სხვადასხვანაირად იბრძვიან პურის გაძვირებას. მაგალითისთვის, თურქეთმა საიმპორტო გადასახადი ხორბალზე, რომელიც ჰქონდა, დაახლოებით 100 პროცენტით შეამცირა, ნულზე დაიყვანა. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა იმპორტის დღგ-ს მთელი ჯაჭვი ხორბალზე, ამის დაიჭირა ფქვილის ფასი. ზოგ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ ფენას პურის გაძვირების გამო კომპენსაცია ეძლევა. ეს მოცემულობაა დღეს მსოფლიოში. მსოფლიო, ფაქტობრივად, ებრძვის ხორბლის მაღალ ფასებს. ეს არის ხორბლის გარდამავალი მარაგების შექმნა, სასურსათო უსაფრთხოება და ა,შ.

ყოველთვიურ მონიტორინგს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრო. – მოსავლის შესახებ, ბალანსის შესახებ, გარდამავალი მარაგების შესახებ. საექსპორტო პოტენციალის შესახებ. დღესდღეობით ბირჟებზე არის სტაბილიზაცია, თუმცა, ძალიან სერიოზული გამოწვევა – ფაქტობრივად, შვიდწლიანი მაქსიმუმები დაფიქსირდა ბირჟაზე, თავის დაღს ასვამს მსოფლიო ფასებს. დღეს უკვე სტაბილურობისკენ ვართ – გაძვირებული, მაგრამ მაღალი ფასებით ვმუშაობთ. ანალიტიკოსი, სამწუხაროდ, ახლო მომავალში ფასების უკან დახევას არ ვარაუდობენ, მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე.

ჩვენი მთავრობა ამის შესახებ საქმის კურსშია. გვაქვს მუდმივი კონსულტაციები. შესაძლებელია, მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები, პურის ფასის შესაკავებლად. საკანონმდებლო მი8მართულებით”, – განაცხადა ლევან სილაგავამ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share6Tweet4

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by