• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 7, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილზე

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილზე
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ექიმები, ნანაა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექიმების განცხადებით, საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, სააკაშვილი “უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში”.

“ჯანდაცვის სამინისტროს: თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ.

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მეგობრის გადმოცემით, მას დღეს აღენიშნა გულისრევა მოყავისფრო შიგთავსით. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ყავის ნალექის ტიპის ღებინება (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან სისხლდენის პათოგნომური კლინიკური ნიშანი.

ასეთი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული უბნიდან ან წყლულოვანი ზედაპირიდან. სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას. ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით.

გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც. კლინიკურად მნიშვნელოვანია პაციენტის ჰემოდინამიკური მდგომარეობის სტაბილურობის ზუსტი და მუდმივი განსაზღვრა. კერძოდ, მუდმივ რეჟიმში უნდა ისაზღვრებოდეს წნევა, გულისცემა, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ა.შ. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების უზუსტესი კვლევა და პაციენტის მომზადება სისხლის შესაძლო გადასხმისთვის.

აღნიშნული სიტუაციის ადეკვატურად სამართავად შესაძლოა საჭირო გახდეს მასიური ჰემოტრანსფუზია, სპეციფიკური ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევები, კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მოითხოვს ამ პროცედურებში დახელოვნებულ, გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რაც უპირობოდ უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილი გართულება თუ პროცედურა ბევრად უფრო სარისკო და ძნელად სამართავი ხდება. პროცედურისათვის აუცილებელი ანესთეზიისთვის საჭირო მედიკამენტების გამოყენებაც კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ასეთი პაციენტის ანესთეზიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტრემორი, მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სისუსტე და მეხსიერების ხანმოკლე ჩავარდნები. ეს სიმპტომები დიდი ალბათობით მიუთითებს უაღრესად საშიში ნევროლოგიური გართულების, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის საწყისი ეტაპის განვითარებაზე, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად წარმოადგენს კიდევ ერთ გადაუდებელ სამედიცინო კატასტროფას, რომელიც შეიძლება დასრულდეს კრუნჩხვებითა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით.

სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში.

პაციენტის მართვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ: რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ინვაზიურ ჩარევებში დახელოვნებული გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ჰემატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციონისტი. ასევე, პაციენტს უნდა უვლიდეს მაღალკვალიფიციური ექთანი რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ჰემოდინამიური ძვრების მონიტორზე მყისიერი ამოცნობა. გაფრთხილებთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი’, – ნათქვამია გურულისა და გეგეჭორის ერთობლივ განცხადებაში.

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In