• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სადაც ელექტროენერგიის გადასახადს არ ვიხდით, იქ მაინინგი უნდა აიკრძალოს – მესტიის მერი

4 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
სადაც ელექტროენერგიის გადასახადს არ ვიხდით, იქ მაინინგი უნდა აიკრძალოს – მესტიის მერი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაბა მესტიას ელექტროენერგია დღესაც არასტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ BMG-სთან მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. 

მისი განმარტებით, დენის დათიშვის მიზეზი ისევ მაინინგის ანუ კრიპტოვალუტების წარმოების მზარდი პროცესია. სწორედ ამ მიზეზის გამო, ელექტროენერგია მესტიაში რამდენიმე დღის წინ ავარიულად გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიასგან” ცნობილია, რომ მაინინგით მოსახლეობის გარკვეული ნაწილია დაკავებული, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებზე მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, შედეგად კი ტურისტები და მოსახლეობა დენის გარეშე რჩება. 

“ელექტროენერგიის მიწოდება მეორე კვირაა, რაც აღდგენილია, მაგრამ გაზრდილია მოხმარება და ვერ უძლებს დატვირთვას და ამიტომ დაბა მესტიაში ქვესადგურები ითიშება; როცა დატვირთვა იზრდება, მაშინ ითიშება და შემდეგ რომელიმე უბნის გამორთვა ხდება; სადაც ყველაზე მეტი დატვირთვაა, ის უბნები ითიშება. ამ საათის მონაცემებით ასეა, რასაც ვლაპარაკობ”, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა. 

კითხვაზე – სად არის გამოსავალი, პასუხად მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ სვანეთში კრიპტოვალუტების წარმოება უნდა აიკრძალოს. 

“სადაც გადასახადს (ელექტროენერგიის) არ ვიხდით, იქ უნდა აიკრძალოს მაინინგი, რომ მოსახლეობას შუქი ჰქონდეს და განვითარების საშუალება ჰქონდეს”, – აღნიშნა მან. 

კრიპროვალუტების წარმოება და ამ მიზეზით ელექტროენერგიის შეწყვეტის პრობლემა, მესტიაში უკვე რამდენიმე წელია დგას. ამის საფუძველი კი შეიძლება ითქვას, რომ სვანეთის ელექტროენერგიის უფასოდ მომარაგებაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებით, სვანეთის მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. უფასო ელექტროენერგიით კრიპტოვალუტის წარმოებამ კი საბოლოოდ მესტია ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 

ამ გარემოების შეფასებისას კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უფასო დენი მოსახლეობის სვანეთში შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ბერკეტია, თუმცა თუ მაინინგის კონტროლი ვერ მოხერხდა, ელექტროენერგიის გადასახადის შემოღებაც შეიძლება გახდეს საჭირო. 

“ჩვენთან არც გაზია და არც არაფერი. ყველაფერი დენზეა გადასული და სიმართლე თუ გინდათ, ამ უფასო დენმა შეინარჩუნა მაღალი მთა და სვანეთი არ დაიცალა. ეს იყო პირველი გადამრჩენელი სვანეთის, რომ ჩვენ გვქონდა უფასო შუქი. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ მოხმარება, მაშინ იმ დონეზე მივალთ, რომ გადასახადიც დაწესდება”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ “მაინერების გამორთვაშია ერთადერთი გამოსავალი”. 

დაბა მესტიაში ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზებთან დაკაშირებით “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა. 

მისი განმარტებით, მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით, მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია. 

“კიდევ ერთხელ მოგვიწია მეტად სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღინისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – განაცხადა “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ. 

ბოცვაძის თქმით, მესტიაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. 

“ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად “ენერგო-პრო ჯორჯია” სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გარზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად”, – აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”. 

“მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა “ენერგო-პრო”, 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე”, – აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე”, – განაცხადა ბოცვაძემ.

Share2Tweet1

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026
ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები
ახალი ამბები

ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

05/22/2026
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

საინტერესო

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

მამუკა ბახტაძე – ახალი ეკონომიკური მოდელი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილს გავზრდი

7 years ago
პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის განთავსებას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი ჟაკ შირაკის დაკრძალვას დაესწრება

7 years ago
ხათუნა სამნიძე: „თბილისის მერიამ მოსამართლეს ბანკის ვალი 129 ათასი გაუსტუმრა“

ხათუნა სამნიძე: პუშკინის ბაღის მიმდებარე ტერიტორია გაუსხვისებელი ქონების კატეგორიაში შედის

9 years ago
ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს

ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს

9 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by