• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის Swift და რამდენად დაზარალდება რუსეთი მასზე წვდომის დაკარგვით 

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რა არის Swift და რამდენად დაზარალდება რუსეთი მასზე წვდომის დაკარგვით 
39
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იმ ფონზე, როცა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ერთ-ერთი მკაცრი ზომა, რომელიც ფართოდ განიხილება, არის რუსეთის გათიშვა ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან (Swift). ეს უკანასკნელი იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური სისტემისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი დისკუსია ბანკებს და დიპლომატებს ზუსტად ერთნაირად აღელვებთ. 1. რა არის Swift?

Swift, ეს არის Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication-ის აბრევიატურა, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც: ბანკთაშორის გლობალური ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება. სხვა სიტყვებით, ეს სისტემა ერთგვარი Gmail-ია გლობალური ბანკინგისთვის და უზრუნველყოფს შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლას 200 ქვეყნის 11,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ კომპანიას შორის. მასშტაბებიც რომ წარმოვიდგინოთ: გასულ წელს სისტემა დღის განმავლობაში საშუალოდ 42 მილიონ შეტყობინებას ატარებდა. მათ შორის ბრძანებებს და დადასტურებებს გადახდებზე, გარიგებებზე თუ ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე. ეს კოოპერაცია, რომელსაც მისივე წევრები ფლობენ, ბრიუსელის შემოგარენშია ბაზირებული და 1973 წელს შეიქმნა იმისთვის, რომ ფინანსური ორგანიზაციები აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული ტელექსის სისტემაზე.2. რატომ არის Swift-ზე წვდომის დაკარგვა მნიშვნელოვანი პრობლემა? 

ქვეყანა, რომელიც Swift-ს გამოეთიშება არაერთი მიმართულებით ზარალდება. სწორედ ეს დაემართა ირანს 2012 წელს, როცა მისმა ბანკებმა დაკარგეს სისტემაზე წვდომა ქვეყნის ბირთვული პროგრამის და მისი დაფინანსების წყაროების შესაჩერებლად ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად. (ამ ბანკებიდან ბევრი დაუბრუნდა Swift-ს 2016 წელს, როცა ევროკავშირმა ისინი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო). 2014 წელს, როცა დასავლური ერები რუსეთს Swift-დან გათიშვით დაემუქრნენ, იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კურდინმა თქვა, რომ შედეგად რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად შესაძლოა, 5 პროცენტული პუნქტით შემცირებულიყო. თუმცა, რუსეთის Swift-დან გათიშვის შედეგები შესაძლოა, სხვა ერებსაც გადაეცეს, რამდენადაც რუსეთი ევროპისთვის ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებელია და ეს ქვეყნები, თავის მხრივ, სწორედ Swift-ის სისტემას იყენებენ საწვავის საფასურის გადასახდელად. 3. არსებობს თუ არა Swift-ის რუსული ალტერნატივა? 

არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ცენტრალური ბანკი ფინანსური შეტყობინებების საკუთარ სისტემას ფლობს, რომელიც რუსულ და უცხოურ ბანკებს ემსახურება, მაგრამ მას მხოლოდ 400 მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელს განაცხადა, რომ Swift-თან თანამშრომლობით ერთობლივ კომპანიას დააფუძნებდა, რაც მისი მხრიდან ერთგვარ დაზღვევის ნაბიჯად იქნა აღქმული იმისთვის, რომ როგორც კომუნისტურ ქვეყანას, სამომავლოდ თავიდან აეცილებინა გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი შიში, რაც აწუხებთ დასავლურ მთავრობებს. ქვეყნების Swift-დან გათიშვამ, შესაძლოა ამ ტიპის ალტერნატივების გამოყენება წაახალისოს. მეორე მხრივ, ციფრული ვალუტები და მათ უკან მდგომი ტექნოლოგია ასევე საფრთხედ განიხილება Swift-სთვის, თუმცა ჩანაცვლების რისკი ამ დრომდე არ ჩანს.4. რამდენად უსაფრთხოა Swift სისტემა?

წარსულში არაერთი მცდელობა იყო გაექურდათ ფინანსური ინსტიტუტები Swift-ში თაღლითური შეტყობინებების გაგზავნით, ზოგიერთმა მიზანსაც მიაღწია. ყველაზე საყოველთაოდ ცნობილი ქეისი ბანგლადეშის ცენტრალური ბანკის მიერ დაკარგული $81 მილიონია. 2016 წელს ჰაკერებმა შეძლეს 35 თაღლითური ინსტრუქცია გაეგზავნათ Swift-ის ქსელის მეშვეობით, რის შედეგადაც მოახერხეს გადაერიცხათ ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ანგარიშიდან, რომელიც სწორედ ბანგლადეშის ბანკში იყო გახსნილი. გაგზავნილი 35 შეცდომაში შემყვანი ინსტრუქციის ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა და 81 მილიონი დოლარი შრი ლანკაში გადაირიცხა. დანარჩენი ინსტრუქციები ნიუ იორკის ბანკმა დაბლოკა, მას შემდეგ რაც არასწორად შედგენილმა ინსტრუქციამ ეჭვი გამოიწვია, და შედეგად, დამატებით 850 მილიონი დოლარის დაკარგვას გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ, Swift-მა განაცხადა, რომ მის საკუთარ ქსელში ჰაკერებს არ შეუღწევიათ, თუმცა ინდუსტრიას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა, მათ შორის კონტროლის სავალდებულო სისტემის დანერგვის გზით ქსელის წევრ კომპანიებში. 5. ვინ არეგულირებს Swift-ს

ვინაიდან დეპოზიტებს არ ფლობს, Swift არ რეგულირდება როგორც ბანკი. მასზე ზედამხედველობას ბელგიის ეროვნული ბანკი ახორციელებს, ასევე აშშ-ის ფედერალური სისტემის, ინგლისის ცენტრალური ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, იაპონიის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ზოგადად რომ ვთქვათ, Swift-დან გათიშვა მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა სანქციები ამოქმედდება კონკრეტული ქვეყნის ან კომპანიის მიმართ. მაგალითად, Swift-მა გათიშა კონკრეტული ირანული ბანკები 2018 წელს მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციების ახალი ტალღა აამოქმედა, თუმცა ეს ნაბიჯი განმარტებული იყო, როგორც “იზოლირებული მოვლენა”, რომელიც “განპირობებული იყო გლობალური ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე”.Bloomberg-ის ორიგინალური სტატიისავტორები: ნიკოლას კომფორტი და ნატალია დროზდიაკი

Share16Tweet10

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

„რექვიემი“ – პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

„რექვიემი“ – პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

12 years ago
ლაშა ბექაური: “ოლიმპიადაზე გულში დახმარებას გიორგი ანწუხელიძეს ვთხოვდი”

ლაშა ბექაური: “ოლიმპიადაზე გულში დახმარებას გიორგი ანწუხელიძეს ვთხოვდი”

2 years ago
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 9 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 9 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი

12 years ago
პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by