• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რუსეთს საერთოდ აღარ ჰყავს ჯარი საქართველოში! და ვერც ვეღარასოდეს შემოიყვანს!” 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს. ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან” 
284
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, სოციალურ ქსელში აანალიზებს, თუ რატომ გაჰყავს მასობრივად რუსეთს ჯარები რეზერვის შესავსებად.

“რა ხდება სინამდვილეში ფრონტის ხაზზე და რატომ მიჰყავს ასე მასობრივად რუსეთს ჯარები რეზერვის შესავსებად? ვილაპარაკოთ მხოლოდ ფაქტებით! 

1. პენტაგონით დაწყებული ხრისტო გროზევით დამთავრებული, ყველა აღიარებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი! ისინი უკვე 32 დღეა მედგრად იცავენ თავს და არ აძლევენ ოკუპანტებს წინსვლის საშუალებას! ოკუპანტებმა ამ ომში ნახეს წარმოუდგენელი ზარალი! მათ დაკარგეს იმაზე ბევრად მეტი სამხედრო ტექნიკა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10 წლის განმავლობაში! რუსებს აქვთ დიდი ზარალი ცოცხალ ძალაში! ნატოს დათვლით 5 დღის წინ მწყობრიდან იყო გამოსული(მკვდარია, დაჭრილია, ტყვედ ჩავარდნილია) 40 ათასამდე ჯარისკაცი! გახშირდა დეზერტირობის ფაქტები, ასევე დაუმორჩილებლობა და ბრძანების არშესრულება! ლიკვიდრებულია 7 გენერალი და ათობით მაღალი რანგის ოფიცერი! რუსეთს ისტორიაში პირველად აქვს ამ მასშტაბის დანაკარგი ფლოტში! რუსი ორკები უკვე მასიურად გადავიდნენ მოროდიორობაზე, მაგრამ არც იქ არიან კარგ დღეში! უკრაინელი ბებოები თავიანთი ,,პერაშკებით” წარმატებით ისტუმრებენ მათ ჯოჯოხეთში! ჯარი ფაქტობრივად არის სრულად დემორალიზებული და გატეხილი! 

2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია, რომ რუსეთს ხმელეთზე ომს აგებს 100-0ს. ამიტომაც გადადის საჰაერო იერიშებზე! ჯერჯერობით სანამ საჰაერო თავდაცვა სრულად შევა უკრაინაში, რაკეტები და ბომბები მაინც რჩება ორკების კოზირად! მართალია ცაში რუსებს აქვთ უპრეცედენტო ზარალი და ამ დროისთვის განადგურებულია მათი საჰაერო შეიარაღების 15%, მაგრამ ჯერჯერობით ისინი მაინც ახორციელებენ საჰაერო შეტევებს! მაგრამ რას ბომბავენ ისინი? ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას! რატომ აკეთებენ ამას? პუტინი ცდილობს როგორმე გატეხოს უკრაინის მოსახლეობა და შეაშინოს ისინი! მოახდინოს ერის დემორალიზება! ფაქტი კი არის ის, რომ პუტინმა მიიღო საპირისპირო რეაქცია და უკრაინელი ერი უფრო შეკრა და გააბოროტა მის წინააღმდეგ! ომს იგებს მოტივაცია! რუსების მოტივაცია არის ნოლი. სინამდვილეში ჯარმა არ იცის, რატომ მიდის სასიკვდილოდ უკრაინაში! რა არის მათი მიზანი და რისთვის იხოცებიან იქ! უკრაინელებს კიდევ პირიქით! მათი მოტივაცია თავიდან იყო დაეცვათ საკუთარი ტერიტორია, მიწა და სამშობლო! ახლა კი მათი დამატებითი მოტივაცია არის შურისძიება! ყველა უკრაინელს ახლა ახრჩობს სურვილი იძიონ შური სდაღუპული ბავშვების და მოხუცებისთვის, დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქებისთვის და ა.შ. მოხალისეები! მათ არანაკლები მოტივაცია აქვთ! ქართველები იბრძვიან ისტორიული მტრის წინააღმდეგ, დანარჩენი მსოფლიოს მოხალისეები კი იბრძვიან სიმართლისთვის! ისინი იცავენ დაჩაგრულს მჩაგვრელის აგრესიისგან! ამ მასშტაბის მოტივაციასთან კი ურთულესია გამკლავება, ამიტომაც ვხედავთ უკვე კონტრშეტევის შედეგებსაც!

3. რა გზა რჩება რუსებს? ბოლო დღეებში განმავლობაში ვხედავთ ძალიან საინტერესო პროცესებს. 1. ფაქტობრივად მეორე კონფლიქტური კერა გაჩნდა საუდის არაბეთში! იემენელი ხუსიტები გაუჩერებლად ბომბავდნენ საუდის არაბეთის ნავთობბაზებს! შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში გერმანიამ ფაქტობრივად მიაღწია შეთანხმებას არაბულ ქვეყნებთან ნავთობის და გაზის შესყიდვის თაობაზე! იემენელ ხუსიტები რომ რუსული იარაღით იბრძვიან არც ეგ არის ახალი ამბავი! გუშინ კი საუდის არაბეთმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს იემენის წინააღმდეგ! 
2. კონფლიქტი გაღვივდა და გაცხელდა ყარაბახში! რუსი ,,სამშვიდობოების” გასვლის შემდეგ აზერბაიჯანმა შეუტია ყარაბახს და დაიკავა ის ტერიტორიები, სადაც რუსები იდგნენ! პაშინიანი ითხოვს რუსებისგან დახმარებას, მაგრამ ახლა მოსკოვს მისთვის ნამდვილად აღარ სცალია! 3. იძაბება სერბეთი-კოსოვოს საზღვარზე ურთიერთობა! სერბებმა კოსოვოსკენ გადაისროლეს ჯარი, დღეს კი პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით კოსოვო აპირებს სერბებზე თავდასხმას, რაც სრული აბსურდია! ესეც შეიძლება მეოთხე ცხელი წერტილი გაჩნდეს! 

4. ამასობაში რუსეთი არ ეშვება კუნთების თამაშს და ცდილობს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ის კვლავინდებურად უძლეველია! რუსეთმა გაწყვიტა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, იაპონელებს აუკრძალა კურილიის კუნძულებზე შესვლა და ყველაფერი ამის გვირგვინად, გუშინ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კუნძულებზე! წვრთნებში მომაწილეობას ღებულობს 3000 ჯარისკაცი და დიდი ოდენობით რუსული ტექნიკა! იაპონიის პრემიერი კი ამ ყველაფრის ფონზე ყოველდღე იმეორებს, რომ კურულიის კუნძულები არის იაპონიის განუყოფელი ნაწილი! 

5. ამასობაში უცნაური ის ხდება, რომ ნატოს თადარიგის გენერლები გააქტიურდნენ! ჯერ იყო და პოლონეთის არმიის ყოფილმა მეთაურმა, გუშინწინ თქვა, რომ პოლონეთმა კალინინგრადზე უნდა განაცხადოს პრეტენზია და დაიბრუნოს ის, გუშინ კი თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა მოითხოვა, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს შავი ზღვის აკვატორიის და ბოსფორის სრუტის დანაღმისთვის! თურქეთმა ოფიციალურად დაიწყო გამოძიება ნაღმის წარმომავლობის თაობაზე და თუკი დადასტურდება, რომ ნაღმი რუსულია, თურქეთს ექნება სრული უფლება გამოუცხადოს ომი რუსეთს(დიდი ალბათობით ასე არ მოხდება, მაგრამ მაინც).

6. რისთვის ემზადება ამერიკა? მართალია ბევრი ბაიდენის სიტყვებს მოხუცი კაცის წამოცდენებად აღიქვამს, მაგრამ მე საერთოდ არ მგონია ეგრე! ბაიდენმა ირიბად უთხრა თავის ჯარისკაცებს, რომ შეიძლება მოგიწიოთ უკრაინაში წასვლაო! გუშინ კატეგორიულად გააფრთხილა რუსეთი კიდევ ერთხელ, ხელი არ წაგიცდეს ნატოს ქვეყნებზე, თორე პასუხს მიიღებო! ნატო ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აღქმული იქნება, როგორც ნატოზე თავდასხმა და გამოუწვევს მე-5 მუხლის ამოქმედებას! ნატომ უპრეცედენტოდ გაზარდა ჯარი და შეიარაღება აღმოსავლეთ ევროპაში! ასევე ბაიდენმა გუშინ თქვა, რომ პუტინი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაშიო! 

7. ამ ყველაფრის ფონზე რუსული რეზერვების მობილიზება ბრესტში მაინც ყველაზე უცნაური ამბავია! როგორც ბევრჯერ დავწერე, ბრესტის რეგიონი ბევრად უფრო ახლოა ვარშავასთან, ვიდრე კიევთან! ტაქტიკურ პაუზას კი რუსეთი იყენებს როგორც ამბობენ კიევზე შეტევის მოსამზადებლად! ფაქტი კი ის არის, რომ კიევიდან უკვე ძალიან დიდ მანძილზე გაყარეს ორკები! ჯარები კი გროვდება ბრესტში! ჯარები ჩაყავს ყველა იმ წერტილიდან, სადაც დიდი საფრთხე არა აქვს ამ ეტაპზე! წაიყვანა ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სომხეთიდან, კამჩატკიდან და მოაშიშვლა ციმბირი! ოკუპირებულ ტერიტორიებს მოსთხოვა ვალის დაბრუნებაც და გაიყვანა უკვე მათი სამხედრო ძალაც! 

8. ცოცხალი ძალის პარალელურად როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რუსეთმა გახსნა ხანგრძლივი შენახვის სატანკო საცავენი! ანუ დაკონსერვებულ ტანკებს მიადგა! ამ ტანკებიდან 10დან ერთი თუ დაიქოქა, უკვე დიდი მიღწევაა! თან ეს ტანკები ძირითადად არის წინა საუკუნის შეიარაღება, რომლებიც ახლა რამდენად გამოსადეგია კაცმა არ იცის! რუსეთი ფაქტობრივად ახდენს მთელი თავისი ვარგისი თუ უვარგისი არსენალის მობილიზებას და გააქტიურებას! ის ემზადება გადამწყვეტი დარტყმისთვის, მაგრამ ვის დაარტყამს ეგ მაინტერესებს მე პირადად ყველაზე მეტად!

9. გუშინ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელსაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას! რუსეთმა ფაქტობრივად თქვა ჩემი მიზანი აღარ არის კიევის აღებაო, მე მინდა ლნრ-ის და დნრ-ის დაცვაო! მართალია მათი სიტყვა სანდო არასოდეს არის, მაგრამ ასე თქვა! მაშინ რისთვის ახდენს ამხელა რეზერვების მობილიზებას ისევ ბრესტში? რა არის მიზანი? ამას გავიგებთ რამდენიმე დღეში(მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები, რომ პოლონეთს დაარტყამს აუცილებლად, პოლონეთის საელჩოში დაწვეს დოკუმენტაცია, ჩამოყალიბდა ტერიტორიული თავდაცვა, გაორმაგდა ჯარის რაოდენობა, ბაიდენის სიტყვები და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი ვნახოთ). ფაქტი არის ის, რომ რუსეთი განაგრძობს დიდი რაოდენობით რეზერვის მობილიზებას, ასევე ბრესტში ჩადის იარაღი და ტყვია-წამალი! 

10. რაში სჭირდება ამდენი რეზერვი? და არის თუ არა რუსულ ჯარი პრეაპოკალიპტურ სიტუაციაში? რა თქმა უნდა ჯერ არ არის! ჯერ კიდევ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ბევრი რამ გააფუჭონ და დააზიანონ! მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრნი არიან! არიან ტარაკანებივით, ერთს მოკლავ 10 ჩნდება, 10-ს მოკლავ 20 ჩნდება, მაგრამ ეს რესურსიც მილევადია! მითუმეტეს მაშინ, როცა არც ერთ მათგანს გააჩნია ელემენტარული მოტივაცია! უკრაინულ მიწაზე რუსის ჯარისკაცს მხოლოდ 3 გზა აქვს: მოკვდეს, დაიჭრას, ტყვედ ჩავარდეს! სხვა გამორიცხულია! სადაც გამაგრდნენ პურველ დღეებში უკვე კარგავენ ამ პოზიციებსაც და უკან იხევენ! 

და ბოლოს! ერთი თხოვნა მექნება ყველასთან! ნუ აყვებით ფსიქოლოგიურ ტერორისტებს! ისინი არიან ორი სახის! 1. ადამიანები, რომლებიც გამიზნულად ატერორებენ ადამიანებს, რომ ბირთვული ომი კარს მოგვაწყდა და ამოვწყდებით თუკი უკრაინა გააგრძელებს ომს და არ დანებდება! 2. კალაშნიკოვი საფეთქელზე გვაქვს მოდებული! აი ამ მარაზმსაც ნუ აყვებით! რუსეთს საერთოდ აღარ ჰყავს ჯარი საქართველოში! და ვერც ვეღარასოდეს შემოიყვანს! რუსეთის იმპერია ითვლის დღეებს და სხვათაშორის ეს ფსიქო-ტერორისტებიც! ეს ყველაფერი ემსახურება ანტი-უკრაინული განწყობების გაღვივებას და ხალხში იმის დანერგვას, რომ უკრაინის ომის გამო შეიძლება ამოწყდეს კაცობრიობა, რაც არის აბსოლუტური მარაზმი და ბოდვა! 
ასე რომ მოვემზადოთ დიდი გამარჯვებისთვის მეგობრებო! რუსეთის ბოროტების იმპერიის დამხობა ძალიან მალე გაფორმდება! “, – წერს მიქაია.

Share114Tweet71

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ევროპის საბჭოში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია

9 years ago
„მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე“

„მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე“

12 years ago
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაახლოებული კიდევ 8 პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაახლოებული კიდევ 8 პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურა

10 months ago
ქართველი და უკრაინელი მწარმოებლების საერთო საქმე – ისინი დეკორატიულ და სამკურნალო საპნებს ამზადებენ

ქართველი და უკრაინელი მწარმოებლების საერთო საქმე – ისინი დეკორატიულ და სამკურნალო საპნებს ამზადებენ

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by