• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, September 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დღეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ნატო-ში გაწევრიანება უფრო მარტივია, ვიდრე – ევროკავშირში” – ანალიტიკოსი

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“დღეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ნატო-ში გაწევრიანება უფრო მარტივია, ვიდრე – ევროკავშირში” – ანალიტიკოსი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მე არ მგონია, რომ პირდაპირ წევრობაზე დადგეს საკითხი. აქ საუბარია კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭებაზე. ეს ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. რა თქმა უნდა, აქაც არის შესაძლებელი, მსოფლიოში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიღონ არასტანდარტული გადაწყვეტილებები და გარკვეულ რეფორმებზე, სტანდარტებზე შესაძლოა, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს. დღეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ნატო-ში გაწევრიანება უფრო მარტივია, ვიდრე – ევროკავშირში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რთული და შრომატევადი პროცესია.


როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, საუბარია, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
“ცალკეულ სამინისტროებს ან, მთლიანად, მთავრობას დავუსვათ შეკითხვა, რამდენი ასეული საკანონმდებლო ცვლილება და სხვადასხვა აქტი, ნორმატივები აქვთ დანერგილი იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ აიღო. ძალიან ბევრს, ვინც არ არის ამ საკითხში ჩახედული, არ ესმის. თუმცა, მე მგონი, ზოგადი წარმოდგენა ყველას უნდა ჰქონდეს. სპეკულაციები იყო, თითქოს, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა. ამ განცხადებებს კი ისეთი ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც კარგად იციან, რომ ასოცირების შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 2014 წელს, ზუსტად არის ევროკავშირში გაწევრიანების დეტალური გეგმა. ამ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ ისევე, როგორც ჩამოთვლილმა ქვეყნებმა, საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულებები, გაატარონ გარკვეული რეფორმები, დანერგონ სტანდარტები სხვადასხვა მიმართულებით… მე დავინტერესდი, მაგალითად, ინფორმაციით, რა კეთდება სოფლის მეურნებობის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რა ინფორმაციაც მოვიპოვე, 140-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი და სხვადასხვა რეგულაცია იქნა მიღებული მთავრობის მიერ.
როდესაც ახლა მთავრობამ განაცხადი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად (მანამდეც იყო ბევრჯერ გახმოვანებული), კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ 2024 წლისთვის, ზუსტად ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რეფორმების განსახოციელებელი სტანდარტების 70% შეასრულოს. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ევროპა ათწლეულობით მიდიოდა იმ დონისკენ, რომელიც დღეს აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთ და ორ წელში ამ ყველაფერს ვერ მივაღწევთ. ცხადია, ევროკავშირის გადასაწყვეტია, თუ გარკვეულ საკითხებში არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და დაჩქარებული წესით მოხდება ჩვენი გაწევრიანება”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

Share2Tweet1

ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს
ახალი ამბები

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026
„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

09/09/2026
თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026

საინტერესო

ილია მეორე: „ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება“

13 years ago

„საქართველოში ახალგაზრდა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მარტივად მოიპოვონ სახელი,“ – თათუკა მაჭავარიანი

8 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება

6 years ago
“ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს… ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ – ლევან ხურცია

“ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს… ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ – ლევან ხურცია

2 years ago

ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026

გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან. „გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული...

მეტის ნახვაDetails
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026
„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026
  • „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი 09/09/2026
  • მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by